Binance-ის ექვსი საფეხური ეშაფოტისკენ
ჩვენ უკვე შევეჩვიეთ იმას, რომ ფასიანი ქაღალდების კომისია (SEC) კრიპტოკომპანიებს ჯარიმებსა და შეზღუდვებს უწესებს. Binance-ის შემთხვევაში ეს ტრადიცია დაირღვა. მას სასამართლოში სხვა მარეგულირებელმა – სასაქონლო ფიუჩერსების ვაჭრობის კომისიამ (CFTC) უჩივლა.
სარჩელში ნახსენებია გენერალური დირექტორისა და თანადამფუძნებლის ჩანპენ ჩჟაოს და მარეგულირებლების მოთხოვნების დაცვის ყოფილი დირექტორის სემუელ ლიმის სახელები. მათ ბრალი ედებათ აშშ-ის კანონების დარღვევაში და არარეგისტრირებული ფიუჩერსებითა და ოფციონებით ვაჭრობაში.
თქვენი დროის დაზოგვის მიზნით, ჩვენ მოვამზადეთ ილინოისის სასამართლოს მიერ 27 მარტს მიღებული 74-გვერდიანი დოკუმენტის მოკლე შინაარსი. სარჩელში არის 6 ბრალდება, რომელთაგან თითოეული, თუ ის დადასტურდა, დიდ უსიამოვნებას უქადის Binance-ს და, შედეგად, ბირჟის კლიენტებსაც.
პირველი ნაბიჯი: Binance მომსახურებას უწევდა კლიენტებს აშშ-დან
აშშ-ის მარეგულირებლებმა თავიანთ მოქალაქეებს Binance პლატფორმის გამოყენება 2019 წლის ივლისში აუკრძალეს. საპასუხოდ, ბირჟამ თავის მომხმარებლებს ურჩია გამოეყენებინათ ვირტუალური კერძო ქსელები (VPN), როგორც დაბლოკვის დაძლევის საშუალება. ანონიმაიზერის მეშვეობით ბირჟის კლიენტები მალავენ თავიანთ გეოლოკაციას და ქმნიან ილუზიას, თითქოს ევროპაში იმყოფებიან.
Binance ამ ხრიკს ჩინელ მომხმარებლებსაც ღიად სთავაზობს, მაგრამ ჩინეთის მარეგულირებლები CZ-ს ამ ანცობაზე ჯერჯერობით თვალებს ხუჭავენ.
მეორე ნაბიჯი: Binance VIP-კლიენტებს ინფორმაციას აწვდიდა, თუ სამართალდამცველი ორგანოები მათი სააღრიცხვო ჩანაწერების შესახებ ინფორმაციას ითხოვდნენ.
შეთანხმებაში, რომელიც ფორმდება საზოგადოების ექსკლუზიურ წევრთან, პირდაპირ წერია, რომ თუ კანონი Binance-სგან მისი სააღრიცხვო ჩანაწერის გაყინვას მოსთხოვს, მაშინ გუნდი გააფრთხილებს მომხმარებელს „ყველა ხელმისაწვდომი საშუალებით“. ანგარიში დაიბლოკება არაუმეტეს 24 საათისა, რის შემდეგაც კლიენტს ექნება წვდომა თანხის გატანაზე.
მარეგულირებელი VIP-კლიენტებს იმ ათობით ინსტიტუციონალურ ინვესტორს მიაკუთვნებს, რომლებიც ვაჭრობენ ბირჟაზე და მას ლიკვიდობის უდიდეს ნაწილს აწვდიან.
მესამე ნაბიჯი: ბირჟის თანამშრომლები თავის კლიენტებთან კონტრ-ვაჭრობას აწარმოებენ.
სარჩელში აღნიშნულია, რომ მოგების მისაღებად Binance საკუთარ პლატფორმაზე CZ-ს და მისი ორი პარტნიორი კომპანიის კუთვნილი 300+ ანგარიშის მეშვეობით ვაჭრობდა. CFTC მზადაა დაამტკიცოს სასამართლოში, რომ ჩანპენ ჩჟაო პირადად იყენებდა ბირჟებზე ამ აკრძალულ ხერხს, და საკუთარ მოედანზე ორი სხვადასხვა ანგარიშის მეშვეობით ვაჭრობდა.
CFTC აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტის პირადი ანგარიშები თავისუფალი იყო ინსაიდერული ვაჭრობის აკრძალვისაგან.
ეს სერიოზული ბრალდებაა, მით უმეტეს, რომ ჩჟაო Twitter-ში არაერთხელ აცხადებდა, რომ:
- Binance მოგების მისაღებად არ ვაჭრობს;
- კომპანიის შემოსავალი მხოლოდ საკომისიო მოსაკრებლით შემოიფარგლება;
- მას და მის თანამშრომლებს 90 დღეში ერთ გარიგებაზე მეტის დადება ეკრძალებათ.
თუ ბრალდება დადასტურდა, ამას სერიოზული რეპუტაციული სკანდალი მოჰყვება. რადგანაც ამ შემთხვევაში გამოვა, რომ ბირჟამ ფისკალური ორგანოები კი არ მოატყუა (რასაც მომხმარებლები ყოველთვის გაგებით ეკიდებიან), არამედ საკუთარი კლიენტები-ტრეიდერები. ეს კი, დაგვეთანხმეთ, სულ სხვა ისტორიაა.
მეოთხე ნაბიჯი: Binance-მა AML-ის ნორმების შესაბამისობის აუდიტის დასკვნა გააყალბა
სარჩელში წერია, რომ 2020 წლის შემოდგომაზე, კრიპტობირჟის ხელმძღვანელობამ ჩაატარა ყალბი, „არასრული“ აუდიტი, რათა დაეკმაყოფილებინა Paxos-ის მოთხოვნა. თავად სემუელ ლიმმა ეს აღიარა, როდესაც თავის გამომწერებს აცნობა, რომ Binance-მა სპეციალურად დაიქირავა სპეციალისტი, რომელიც ჩაატარებდა ზედაპირულ სუბ-აუდიტს ფულის გათეთრების წინააღმდეგ ღონისძიებების შესრულების ანგარიშგებისთვის. კომპანიას ეს სჭირდება დროის მოსაგებად, სანამ ისინი KYC/AML-ის პრობლემის გადაჭრას ცდილობენ.
დაახლოებით იმავე დროს, ფულის გათეთრების კონტროლის თანამშრომელი (MLRO), რომელიც საუბრობდა ბირჟის უნარზე გაეკონტროლებინა ეს პროცესი, დაწერა თავის Twitter-ზე: „არ ვარ დარწმუნებული ჩვენს სისტემაში“. CFTC-მა ეს მომენტიც ასახა სარჩელში.
მეხუთე ნაბიჯი: Binance-მა იცოდა, რომ მის პლატფორმას ბოროტმოქმედები იყენებდნენ, მაგრამ ამ ფაქტს ყურადღება არ მიაქცია.
იმაში, რომ ეს ბრალდება გაჟღერდა, ისევ სემუელ ლიმის გრძელი ენა და მოკლე გონებაა დამნაშავე. ერთ-ერთი თემაში „ჰამასის“ მიერ ფულის გათეთრების განხილვის დროს მან განაცხადა, რომ ტერორისტები, როგორც წესი, აგზავნიან ბევრ მცირე თანხას, რათა ყურადღება არ მიიპყრონ ტრანზაქციებისკენ. მისმა კოლეგამ კი უპასუხა: "აკ-47-ს 600 დოლარად ყიდვა ადვილი არ არის".
შემდეგ - კიდევ უფრო მეტი. 2022 წლის თებერვალში რუსეთიდან კლიენტებზე და სანქციებზე საუბრისას ლიმმა განაცხადა: „ჩვენ ცუდს ვხედავთ, მაგრამ ამაზე ორივე თვალს ვხუჭავთ“.
ორივე ეს ფაქტი კრიპტობირჟის წინააღმდეგ CFTC -ის სარჩელშია აღნიშნული, ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: რატომ ავრცელებენ კონფიდენციალურ ინფორმაციას სოც.ქსელებში, თუ არსებობს ეჭვი, რომ მათ აკაუნტებს მარეგულირებლები აკვირდებიან?
მაგრამ ეს უკვე როტორიკული შეკითხვაა
მეექვსე ნაბიჯი: ჩამპენ ჩჟაომ გაუმჭვირვალე სტრუქტურა შექმნა, რათა მასზე კონტროლი შეენარჩუნებინა.
Binance-ის კორპორატიულ სტრუქტურაში დაახლოებით 120 ორგანიზაციაა. CZ პირდაპირ თუ ირიბად მათ ყველას აკონტროლებს. ციტატა დოკუმენტიდან საკმაოდ მჭერმეტყველია: „ჩჟაო არავის აბარებს ანგარიშს საკუთარი თავის გარდა. Binance-ს არ ჰყავს დირექტორთა საბჭო“.
მარეგულირებელი ბირჟას, რომელიც თავს დეცენტრალიზებულს უწოდებს, ზედმეტ ცენტრალიზაციასა და ძალაუფლების ხისტი ვერტიკალის შექმნაში ადანაშაულებს.
მარეგულირებელი ბირჟას, რომელიც თავს დეცენტრალიზებულს უწოდებს, ზედმეტ ცენტრალიზაციასა და ძალაუფლების ხისტი ვერტიკალის შექმნაში ადანაშაულებს.
დამეთანხმებით, არის რაღაც არაბუნებრივი ამ სიტუაციაში.
რას უნდა ელოდონ Binance-ის კლიენტები?
სასამართლო სხდომების მსვლელობისას, რა თქმა უნდა, არც თუ ისე სასიამოვნო დეტალები ამოტივტივდება შიდა სამზარეულოს შესახებ, სადაც CZ თავის სადღესასწაულო ვახშამს ამზადებს. ბრალდება ისეა შედგენილი, რომ ბირჟას ამ სიტუაციიდან კარგი გამოსავალი არ უჩანს.
თუ ჩჟაო მოახერხებს თავის გამართლებას ფიუჩერსებით და ოფციონებით ვაჭრობასთან დაკავშირებული ბრალდებების ნაწილში, მაშინ მისი კლიენტების წინააღმდეგ ვაჭრობის ფაქტმა და ტერორისტული ქვეყნებიდან ფულის ნაკადების დამალვამ კრიპტოვალუტის გიგანტის რეპუტაცია შეიძლება კატასტროფულად გააუარესოს. და, რა თქმა უნდა, ბირჟას ამერიკელი კლიენტებისგან მიღებულ მოგებაზე დიდ ჯარიმებს გამოუწერენ.