Solana Breakpoint 2022 კონფერენციის მთავარი თეზისები

ფოტო - Solana Breakpoint 2022 კონფერენციის მთავარი თეზისები
ლისაბონმა ოთხდღიან კონფერენციას Solana Breakpoint 2022 უმასპინძლა. ღონისძიებაზე Beeple-თან, Google Cloud-თან, Circle-თან თანამშრომლობის შესახებ გამოცხადდა, ასევე გაკეთდა სხვა ხმამაღალი განცხადებებიც და მოხდა სხვადასხვა მიმართულებით შედეგების შეჯამება.
კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი თემა  NFT-ები გახდა, რადგან Solana  აქტიური და სწრაფად მზარდი კრიპტო-ეკოსისტემაა არაურთიერთცვლადი ტოკენებისთვის. NFT–ის  გამოშვებით ბლოკჩეინი გახდა მეორე (Ethereum–ის შემდეგ), ხოლო სექტემბერში Solana–ს ვაჭრობის უფრო მაღალი ყოველდღიური  მოცულობა ჰქონდა, ვიდრე Ethereum–ს (Delphi Digital-ის მონაცემები). 2022 წელს, Solana NFT–ის ისეთი კოლექციები, როგორიცაა DeGods და y00ts, მეორად ბაზარზე ათასობით დოლარად ვაჭრობდნენ, მიუხედავად არასტაბილური ბაზრის პირობებისა.

ამ ფონზე, მხატვარმა Beeple–მა (ავტორი ნამუშევრისა Everydays: The First 5000 Days, რომელიც 2021 წელს 69,35 მილიონ დოლარად გაიყიდა)  ახალი ნამუშევრების გამოშვება Ethereum-დან Solana–ში გადატანა გადაწყვიტა. Beeple  ბლოკჩეინზე იმერსიულ 3D NFT-ებს შემოიტანს. ამის შესახებ  განაცხადა სტივენ ჰესმა, იმ სავაჭრო პლატფორმის Metaplex Studios გენერალურმა დირექტორმა, რომელმაც შექმნა NFT სტანდარტი და პროტოკოლი Solana–სთვის.

ახალ არაურთიერთცვლად  ტოკენებზე Beeple Render Network-თან პარტნიორობით იმუშავებს– დეცენტრალიზებული peer-to-peer ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს დისტანციური რენდერინგის სერვისებს. მხატვრის ახალი პროექტის ფარგლებში, მომხმარებლებს შეეძლებათ შექმნან NFT Beeple Everyday-ის საფუძველზე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში Render Network-მა 30 მილიონი დოლარის მოზიდვა მოახერხა. დაფინანსების რაუნდში მონაწილეობდნენ Solana  და Alameda Research.  

ასევე კონფერენციაზე Google Cloud-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სერვისი 2023 წელს Solana–ს მონაცემების ინდექსირებას მოახდენს მისი პროდუქტის BigQuery გამოყენებით. გარდა ამისა, Google Cloud საშუალებას მისცემს მომხმარებლებს თავიანთი კვანძები გამოიყენონ Solana–ს ბლოკჩეინზე Blockchain Node Engine ინსტრუმენტში. ამ განცხადებების შემდეგ, SOL ტოკენის ღირებულება მყისიერად გასცდა 38 დოლარს, მაგრამ ზრდის ტენდენცია დიდხანს არ გაგრძელებულა.

Google Cloud-ის გარდა, გადახდის სისტემამ Circle, რომელმაც გამოუშვა პოპულარული USDC stablecoin, გამოაცხადა Solana–სთან თანამშრომლობის შესახებ.  კომპანიის თანადამფუძნებლებმა აღნიშნეს, რომ 2023 წელს  სტეიბლკოინს  Euro Coin Solana–ს ბლოკჩეინზე გააქტიურებენ. ახლა ის Ethereum–ის ბლოკჩეინზე „ცხოვრობს“. გარდა ამისა, Circle–ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ  მათ მომავალ ქსელთაშორის პროტოკოლში Solana იქნება.

Solana–ს ეკოსისტემის დეველოპერები ორიენტირებულნი არიან მასობრივი დანერგვის პროდუქტებზე. საუბარია სმარტფონ Saga-ზე, რომელიც Web3 განხრით  მსოფლიოში პირველი ტელეფონი უნდა გახდეს. ასევე იგეგმება Solana App Store-ის ამოქმედება. არის დაპირება,რომ დეცენტრალიზებული აპლიკაციების მაღაზია უფასო იქნება. კონფერენციაზე ხაზი გაესვა მომხმარებლებთან ღია ინტერაქციის აუცილებლობას ახალი  თაობის ინტერნეტში.

მიუხედავად პოტენციურად მომგებიანი ახალი გარიგებებისა და განვითარებებისა, 2022 წელი Solana–სთვისრთული წელი იყო. პლატფორმამ განიცადა ქსელის არასტაბილურობა, ნატიური ტოკენის SOL  საწყისი ფასის კოლაფსი (-86,9% 2021 წლის პიკურ ღირებულებასთან მიმართებაშ), ლიკვიდობის შემცირება და სტეიკინგიდან ტოკენების მასიური გატანა. Defi Llama–ს თქმით, Solana–ს ბლოკჩეინში დაბლოკილი სახსრების ჯამური ოდენობა 968 მილიონი დოლარის დონეზეა. შედარებისთვის, Avalanche-ისა და Ethereum-ის ქსელთა მაჩვენებლების ანალოგიური მნიშვნელობა, შესაბამისად, $1,31 მილიარდსა და $32,29 მილიარდს შეადგენს.

თუმცა, Solana  არ არის კრიპტოზამთრის ერთადერთი მსხვერპლი, მსგავსი ზარალი სხვა ბლოკჩეინებმაც განიცადეს. მთლიანობაში გასულ  წელთან შედარებით დეცენტრალიზებული ფინანსების მიმართულებამ უკან დაიხია.

მაგრამ ყველაზე მეტად, მომხმარებლებს სხვა პუნქტი აწუხებთ. ბლოკჩეინს მრავალჯერადი  გამორთვების გამო აკრიტიკებენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში Solana–ს ქსელში რამდენჯერმე შეინიშნებოდა  მრავალსაათიანი შეფერხება. მაგალითად, 2021 წლის სექტემბერში ბლოკჩეინი 18 საათის განმავლობაში იყო გათიშული. 2022 წელს დაფიქსირდა 4 მასშტაბური შეფერხება, რომელთაგან ბოლო მოხდა ნოდის  განლაგებაში დაშვებული  შეცდომის გამო.

Solana Breakpoint 2022 კონფერენციაზე, ქსელის თანადამფუძნებელმა ანატოლი იაკოვენკომ ირწმუნებოდა, რომ მოსალოდნელია ბლოკჩეინის განახლება, რაც მომავალში აღმოფხვრის მსგავსი ინციდენტების შესაძლებლობას. 

პრობლემას ასევე კონკურენციაც წარმოადგენს. ისეთ ახალ Layer1–ბლოკჩეინებს, როგორიცაა Aptos და Sui, შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ Solana–ს ტრანზაქციის შესრულების სისწრაფეში. 2022 წელს Aptos-მა 150 მილიონი დოლარის დაფინანსება მოიზიდა, ხოლო Sui–მ  300 მილიონი დოლარი.

Breakpoint-ის კონფერენციამ აჩვენა, რომ ქსელს ბევრი პოზიტიური ცვლილება ელის. წარმატებული კომპანიები, ნიჭიერი მხატვრები და პროგრესული პროექტები დაინტერესებულნი არიან Solana blockchain-ით, თუნდაც გარკვეული ხარვეზების გათვალისწინებით.