რას უნდა ველოდოთ Google Cloud–ისა და Solana–ს პარტნიორობისგან

ფოტო - რას უნდა ველოდოთ  Google Cloud–ისა და  Solana–ს პარტნიორობისგან
Google Cloud–მა Solana–სთან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. რას უნდა ველოდოთ ღრუბლოვანი სერვისისა და ბლოკჩეინის უმსხვილესი წარმომადგენლებისგან.
2022 წლის ნოემბრის პირველი კვირა საოცრად დატვირთული იყო. Google Cloud-მა გამოაცხადა სოლანასთან თანამშრომლობის შესახებ. რას უნდა ველოდოთ ყველაზე დიდი ღრუბლოვანი პლატფორმისგან და ცნობილი ბლოკჩეინ–პროექტისგან? რამდენად სხარტად  მოახერხა Google Cloud-მა საზოგადოების დაინტერესება და SOL 10%-ით დაპამპვა სულ რაღაც ერთ წუთში? შეიტყვეთ ეს ყველაფერი და მეტი ამ სტატიაში.
 
მოდით გადავხედოთ რას წარმოადგენენ  ისეთი პროექტები, როგორიცაა Google Cloud და Solana:

Google Cloud – Google-ის დიდ მონაცემებთან (Big Data) და მსოფლიო მასშტაბის ინფრასტრუქტურის მშენებლობის მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტია. ის აუმჯობესებს მონაცემთა მენეჯმენტს და ამცირებს სერვერების მხარდაჭერისა  და პროექტის ქსელების დაყენების დამატებით ხარჯებს. Google Cloud-ის დახმარებით, ნებისმიერი ბიზნესის/პროექტის/სერვისის მფლობელი იღებს წვდომას თავის სერვერებზე, ქსელებსა და დისკებზე 24 საათის განმავლობაში მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან, უსაფრთხოებისა და მოხერხებულობის საკითხებზე ფიქრის გარეშე.

პლატფორმა მიზნად ისახავს დღევანდელი ბიზნესის ტრანსფორმაციას და აგების მოდერნიზებას, სისტემების, მონაცემთა საცავების და სხვა გამოთვლითი სიმძლავრის განლაგებასა და მართვას Google-ის გლობალური ინფრასტრუქტურის გამოყენებით.
 
ამ წლის დასაწყისში Google Cloud–ს უკვე ჰქონდა შეხება კრიპტოპროექტებთან. მათ დაანონსეს თავიანთი პარტნიორობა Coinbase-თან, რომლის მიზანი იქნება მათი მომსახურებისთვის კრიპტოვალუტაში გადახდის შესაძლებლობა.
Google Cloud–ის ძირითადი შესაძლებლობები. წყარო: cloud.google.com

Google Cloud–ის ძირითადი შესაძლებლობები. წყარო: cloud.google.com

Solana —მესამე თაობის ბლოკჩეინია, რომელიც უზრუნველყოფს ბევრ DeFi– გადაწყვეტას, მათ შორის დეცენტრალიზებული აპლიკაციების (DApps) და სმარტ–კონტრაქტების შექმნას. პროექტის მთავარი თავისებურება ქსელის სტაბილური მასშტაბირების შესაძლებლობაა. ტრანზაქციების ურთიერთქმედების უნიკალური ხერხის გამო, ისინი  მაქსიმალურად სწრაფად ხორციელდება. პროექტის გუნდი ირწმუნება, რომ მათ ბლოკჩეინს შეუძლია წამში 50000-ზე მეტი ტრანზაქციის  (TPS) მხარდაჭერა მაქსიმალური დატვირთვის დროს. ეს მას ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფ ბლოკჩეინად აქცევს  (ბიტკოინზე 1000-ჯერ უფრო სწრაფი).
Solana–ს 8 საკვანძო თავისებურება.წყარო: research.thetie.io

Solana–ს 8 საკვანძო თავისებურება.წყარო: research.thetie.io

ორივე პროექტის თავისებურებებს ცოტათი გავეცანით,ახლა მოდით გავიგოთ,თუ რას შეიძლება ველოდოთ მათი კოლაბორაციისგან.

2022 წლის 5 ნოემბერს  Twitter-ზე  Google Cloud–ის ოფიციალურ ანგარიშზე გამოჩნდა დამაინტრიგებელი პოსტი, Solana–ს აღმასრულებელი დირექტორის, ანატოლი იაკოვენკოს მონიშვნით და წარწერით „ვუთხრათ ჩვენს გამომწერებს  მაგარი ამბები?“. ამას   მყისიერი რეაქცია მოჰყვა საზოგადოების მხრიდანაც:  Solana–ს ნატიური ტოკენი (SOL) 1 წუთში  10%-ით გაიზარდა. 6 ნოემბრის მდგომარეობით, SOL-ის ღირებულება თითქმის 15%-ით გაიზარდა.

მომდევნო ტვიტებში, Google Cloud იტყობინებოდა, რომ როგორც ვალიდატორის „ქსელის მონაწილეობისა და შემოწმების“  Solana–ს ამოქმედების გარდა, 2023 წელს ისინი გეგმავენ თავიანთ ქსელში საკუთარი Blockchain Node Engine–ის დანერგვას. Blockchain Node Engine არის პროვაიდერის მიერ მართული ნოდების ჰოსტინგის სერვისი, რომელიც უკვე  უჭერს მხარს ბლოკჩეინს Ethereum.

«ჩვენ გვინდა, რომ Solana–ს ნოდების ამოქმედება   ერთი დაწკაპუნებით   და მინიმალური დანახარჯით შეიძლებოდეს“, - თქვა Google Web3 პროდუქტის მენეჯერმა ნალინ მიტალმა Solana Breakpoint-ის კონფერენციაზე ლისაბონში.
 
Google Cloud-ში  ასევე განაცხადეს, რომ ახლა ისინი მოახდენენ Solana–ს მონაცემების ინდექსირებას და ჩაწერას და მათ BigQuery მონაცემთა საცავში (ვებ– სერვისი მონაცემთა დიდი ნაკრების ფართომასშტაბიანი ანალიზისთვის)დამატებას, რაც „გაუადვილებს Solana–ს დეველოპერების ეკოსისტემას მნიშვნელოვან მონაცემებზე  წვდომას." მიტალის თქმით, ფუნქცია 2023 წლის პირველ კვარტალში ამოქმედდება.
 წყარო: Solana Breakpoint Twitter

წყარო: Solana Breakpoint Twitter

იმავდროულად, Google დროს არ კარგავს. მათმა HR დეპარტამენტმა უკვე გააძლიერა ძალისხმევა DeFi–პროტოკოლის შაბლონებთან მუშაობის გამოცდილების მქონე  Web3-სპეციალისტების  მოსაძებნად. თავდაპირველად Google Blockchain Node Engine  მხარს დაუჭერს ბლოკჩეინს Ethereum  და შესაძლოა მოგვიანებით  სხვა ქსელებშიც გაფართოვდეს.