როგორ დავამატოთ EVM- ქსელები Metamask-ში?

ფოტო - როგორ დავამატოთ EVM- ქსელები Metamask-ში?
Metamask – არის Ethereum-ის ბლოკჩეინის საფულე, რომელიც ხშირად გამოიყენება Google Chrome-ის გაფართოების სახით ბევრ ბირჟასთან და მოედანთან დასაკავშირებლად.
ჩამოტვირთვის შემდეგ, Metamask-ში მხოლოდ "მშობლიური" Ethereum ქსელია ხელმისაწვდომი. მოგეხსენებათ, ბევრი ბლოკჩეინი ეთერიუმზეა აგებული. ისინი გაერთიანებულია ჯგუფში, სახელწოდებით EVM (Ethereum Virtual Machine). ყველა ქსელს აქვს 0x-ით დაწყებული იდენტური მისამართი, რის გამოც მათი გამოყენება პარალელურად  ერთ საფულეშია შესაძლებელი.

მაგალითად, მობილური საფულე Trust მაშინვე მხარს უჭერს Avalanche, Polygon, BSC და კიდევ ათეულ EVM ქსელს მათი დამატების აუცილებლობის გარეშე.
 Trust-ის საფულეში სამუშაოდ ხელმისაწვდომი ქსელები

Trust-ის საფულეში სამუშაოდ ხელმისაწვდომი ქსელები

Metamask-ში ქსელის დამატების 2 გზა არსებობს - ხელით და მესამე მხარის პროგრამების გამოყენებით.

პირველი გზა უფრო უსაფრთხოა, რადგანაც უცნობ სერვისებთან თქვენი საცავის დაკავშირება აუცილებელი არ არის. ქსელის ინტეგრირებისთვის, თქვენ უნდა გადახვიდეთ საფულის პარამეტრებში და აირჩიოთ კატეგორია  "ქსელები". არჩეულ ველში თქვენ შეძლებთ შეავსოთ მონაცემები - ქსელის სახელი, RPC URL, ჯაჭვის ID, ვალუტის სიმბოლო და ბლოკის გამტარის URL-მისამართი. მთელი ეს ინფორმაცია პროექტის ოფიციალურ ვებსაიტებზეა წარმოდგენილი, რომლის ბლოკჩეინის დამატებაც გსურთ.

მაგალითად, ეს არის  Metamask-თან Celo Chain-ის დაკავშირების კონფიგურაცია:

ქსელის სახელი  – Celo (Mainnet)

Chain ID – 42220

Currency symbol – CELO

Block explorer URL – https://explorer.celo.org
Metamask-ში Celo-ს ქსელის ხელით დამატება

Metamask-ში Celo-ს ქსელის ხელით დამატება

მეორე გზა არის ქსელში ინტეგრაცია სპეციალური ვებსაიტის საშუალებით. ყველაზე სანდო რესურსი ამ სეგმენტში არის Chainlist.org. ქსელის დასამატებლად, თქვენ უნდა დააკავშიროთ საფულე საიტთან, იპოვოთ თქვენთვის აუცილებელი ბლოკჩეინი და დააწკაპუნოთ „ქსელის დამატება“. Metamask მოითხოვს ხელმოწერას მოქმედების დასადასტურებლად.
ქსელის დამატება Chainlist.org სერვისის მეშვეობით

ქსელის დამატება Chainlist.org სერვისის მეშვეობით

Chainlist ასევე დეველოპერებს მომავალი მომხმარებლებითვის საკუთარი ხელით შექმნილი ქსელის დამატებას სთავაზობს. ამიტომ, თქვენთვის საჭირო ქსელის ძიებისას ფრთხილად უნდა იყოთ, რადგანაც ნებისმიერ მსურველს საიტზე საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის ატვირთვა შეუძლია.