Solana კრიპტოსმარტფონ Saga-ს გაყიდვებს იწყებს
ბლოკჩეინ კომპანია Solana დიდი ხანია ქმნიდა ინტრიგას თავის ინოვაციურ სმარტფონ Saga-სთან დაკავშირებით. ახლა ეს аndroid-მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია Web3-თან მუშაობის ოპტიმიზაციისთვის და კრიპტოპლატფორმებთან ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად, გაყიდვაში გამოვიდა.
Solana-ს კრიპტოსმარტფონის Saga-ს უპირატესობები
Solana Labs-ი პროექტზე OSOM-თან ერთად მუშაობდა. გაჯეტი კრიპტოენთუზიასტების საჭიროებებზეა მორგებული, რადგან მისი ძირითადი ფუნქციები (ჩვეულებრივი ზარებისა და ინტერნეტთან კავშირის გარდა) დაკავშირებულია დეცენტრალიზებულ აპლიკაციებზე წვდომასა და ციფრული აქტივების მართვასთან.
სმარტფონ Saga-ს უნიკალური მახასიათებლები მოიცავს:
- ჩაშენებული კრიპტოსაფულე. Saga საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, შეინახონ, მართონ და შეასრულონ ტრანზაქციები ციფრული აქტივებით პირდაპირ მობილური მოწყობილობიდან.
- საიმედო კავშირი Web3-თან. კრიპტოსმარტფონი Saga ოპტიმიზებულია dApps-თან ურთიერთქმედებისთვის. მოწყობილობის მფლობელებს შეუძლიათ DeFi პროტოკოლებში მონაწილეობა. ამავდროულად, დეველოპერები დეცენტრალიზებულ ქსელებთან უსაფრთხო და დაცული კავშირის გარანტიას იძლევიან.
- სისტემა Solana Pay. გადახდის ჩაშენებული სისტემა თქვენი საფულიდან სწრაფი მობილური გადახდებისთვის ციფრული სახსრების გამოყენებით.
- სხვადასხვა ბლოკჩეინთან დაკავშირების შესაძლებლობა. სმარტფონი Saga უზრუნველყოფს სხვადასხვა ქსელთან თავსებადობას. ეს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მიიღონ წვდომა დეცენტრალიზებულ სერვისებზე.
- გაზრდილი უსაფრთხოება. Solana-ს კრიპტოტელეფონზე გასაღებებისა და პერსონალური მონაცემების დასაცავად ჩართულია ბიომეტრიული ავთენტიფიკაცია.
- ფუნქცია Seed Vault. გასაღებები, პაროლები, seed-ფრაზები ინახება აპლიკაციის პროგრამებისგან განცალკევებულ დონეზე. ანუ, აპლიკაციებს არა აქვს მათზე წვდომა, თუ მფლობელი თავად არ გახსნის შლუზს.
- AES დაშიფვრა. ეს არის 128-ბიტიანი ბლოკური დაშიფვრის ალგორითმი, რომელიც უზრუნველყოფს ძლიერ დაცვას ექსპლოიტებისგან.
გარდა ამისა, სმარტფონ Saga-ს მფლობელები ავტომატურად უკავშირდებიან Android მოწყობილობების კრიპტოაპლიკაციების მაღაზიას. პროგრამული უზრუნველყოფის ღია საწყისი კოდის (Solana Mobile Stack) მეშვეობით, სხვა პროექტების დეველოპერებს შეუძლიათ, მარტივად მოარგონ თავიანთი მობილური აპლიკაციები Saga-ს თავისებურებებს. ტელეფონის მყიდველები კი იღებენ მთელ ბლოკჩეინ ეკოსისტემას, რომელიც ჯიბეში ეტევა.
რა დიზაინი აქვს Solana-ს სმარტფონს?
- მასალა: კერამიკა + ტიტანი
- ფერი: მუქი გრაფიტი
- ზომები: 164*75*8.5მმ
- წონა: 247 გრ
- თითის ანაბეჭდის სენსორი უკანა პანელზე მდებარეობს. (მისი გამოყენება შესაძლებელია ტრანზაქციების დასადასტურებლად).
- ორი კამერა განთავსებულია უკანა მხარეს, ზედა მარცხენა კუთხეში (50 MP + 12 MP) და ერთი (16 MP ფართოკუთხიანი სელფებისთვის) წინა პანელზე, ზემოთ.
- მარცხნივ არის მოწყობილობის განბლოკვისა და ხმის რეგულირების არასტანდარტული ფირუზისფერი ღილაკები. არც ისე მოსახერხებელია ცაციებისთვის, მაგრამ მთლიანობაში ცუდი არ არის. გარდა ამისა, ისინი ძალიან ჰგავს "ხარულ სანთლებს".
Solana Labs-ის სმარტფონი Saga. წყარო: solanamobile
Solana-ს კრიპტოტელეფონის მიმოხილვა აქაა ხელმისაწვდომი.
Saga-ს ტექნიკური მახასიათებლები
- 6.67 Full HD ეკრანი
- განახლების სიხშირე 120 ჰც
- 2 სიმ ბარათი
- ოპერატიული მეხსიერება 12 GB
- მეხსიერება 512 GB
- Qi თავსებადი (უკაბელო დატენა)
- Bluetooth 5.2
- მობილური პლატფორმა Snapdragon
- Google Play-ს სერვისების ნაკრები.
სტანდარტული დამტენის, ყურსასმენებისა და SIM ბარათის ქინძისთავის გარდა, კომპლექტში შედის ბარათი seed-ფრაზების ჩასაწერად.
ვიმედოვნებთ, რომ მყიდველები მას კრიპტოსმარტფონ Saga-სთან ერთ ჯიბეში არ შეინახავენ.
სად ვიყიდოთ სმარტფონი Saga?
ჯერჯერობით Solana-ს ტელეფონი თავისუფალ გაყიდვაში არ გამოსულა. უცნობია გაიყიდება თუ არა ის მაღაზიებში iPhone-ის, ან Samsung-ის გვერდით.
ერთ მოწყობილობაში გაერთიანებული კრიპტოსაფულისა და ტელეფონის შეძენის მსურველებისთვის ხელმისაწვდომია წინასწარი შეკვეთა. მისი გაფორმება აქაა შესაძლებელი.
სერვისი ხელმისაწვდომია ქვეყნების შეზღუდული სიისთვის.
რა ღირს Solana-ს სმარტფონი?
Saga-ს ფასი Apple-ის ტელეფონების ფლაგმანური მოდელების ფარგლებშია - 1000$. წინასწარი შეკვეთის გასაფორმებლად დაგჭირდებათ 100$-ის ოდენობის დეპოზიტის შეტანა.
კომპანია გპირდებათ თანხის დაბრუნებას, თუ მოწყობილობის მიწოდება შეთანხმებულ ვადაში არ მოხდება.