Solana Spaces ნიუ-იორკსა და მაიამიში იხურება

ფოტო - Solana Spaces ნიუ-იორკსა და მაიამიში იხურება
მიზეზი - მოთხოვნის ნაკლებობაა. ამის შესახებ პროექტის CEO-მ ვიბჰუ ნორბუმ Twitter-ზე განაცხადა. ახლა გუნდის ძალისხმევა მიმართული იქნება Solana-ს ციფრულ პროდუქტებთან, კერძოდ DRiP-თან ადაპტაციაზე.
Solana Spaces ოფლაინ მაღაზიებში ყიდდნენ Solana კრიპტოსაფულეებს და მერჩს. საქონელს ყოველკვირეულად 1000-მდე კლიენტი ყიდულობდა, მაშინ როცა DRiP პლატფორმა  ამ რაოდენობის მომხმარებელს ყოველდღიურად ემსახურება.

პლატფორმამ არ გაამართლა დამფუძნებლების და განსაკუთრებით საზოგადოების მოლოდინი, რომლებსაც ძალიან გაუხარდათ Solana-ს საიმიჯო სივრცის გამოჩენა 2022 წლის კრიპტოზამთრის პერიოდში.

GC
GN Crypto
ავტორი