Space Pepes – ყველაზე პოპულარული ბიტკოინ-NFT

ფოტო - Space Pepes – ყველაზე პოპულარული ბიტკოინ-NFT
ბიტკოინის საფუძველზე შექმნილი NFT-ს პოპულარობა დღითიდღე იზრდება, ხოლო Space Pepes და Bitcoin Frogs კოლექციები ამ სივრცეში დომინანტის მდგომარეობაში მყოფ Ethereum-ს სერიოზულ კონკურენციას უწევს.
კოლექცია Space Pepes-მა, ბიტკოინის ბაზაზე არსებულმა  ციფრული კოლექციური საგნების უნიკალურმა კრებულმა, ბოლო 24 საათში NFT-გაყიდვების რეკორდი დაამყარა. გარიგებების ოდენობამ თითქმის $ 7,3 მლნ. შეადგინა. 

მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის ბაზაზე შექმნილი  NFT-ს გაყიდვების მოცულობა Ethereum-ის ბაზაზე არსებული NFT-ს გაყიდვების მოცულობაზე გაცილებით ნაკლებია (არსებობის მთელი დროის მანძილზე $294 მლნ. $44 მლრდ-თან შედარებით), მათი პოპულარობა გასული თვის განმავლობაში ელვისებურად გაიზარდა. ბიტკოინ-NFT-მა ბოლო 30 დღეში $156 მლნ. მოგება მიიღო და ქსელი პოპულარობის მიხედვით მეორე ბლოკჩეინი გახდა ციფრული აქტივებისთვის. მეორეს მხრივ, Ethereum-NFT-ს გაყიდვებმა იმავე პერიოდში $420 მლნ-ის მოგება მოიტანა. 

NFT-ს სივრცეში ისეთი მოთამაშის გამოჩენა, როგორიცაა ბიტკოინი, ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს. მისი უსაფრთხოებისა და ლიკვიდურობის მაღალი დონის დამსახურებით პლატფორმა NFT- პროექტებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი ხდება. შესაბამისად, BTC-ის ბაზაზე ახალი NFT-ს მოჭრის ზრდა კრიპტოვეტერანებისთვის მოულოდნელი არ არის და ამ ტენდენციას NFT-ბაზრის ლანდშაფტის შეცვლა შეუძლია.

GC
GN Crypto
ავტორი