Starknet – ბლოკჩეინ Ethereum-ის Layer 2-ის მიმოხილვა

icon ETH
ფოტო - Starknet – ბლოკჩეინ Ethereum-ის Layer 2-ის მიმოხილვა
Starknet – ბლოკჩეინ Ethereum-ის Layer 2 არის, რომელსაც საფუძვლად კრიპტოგრაფიული მექანიზმი ZK-STARK უდევს.
პროტოკოლის მთავარი დეველოპერი ისრაელის კომპანია StarkWare არის. პროტოკოლის ალფა ვერსია 2022 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს და მასზე უკვე 100-ზე მეტი პროექტია ამოქმედებული. Mainnet Starknet  ყოველკვირეულად 10 მილიონამდე გარიგებას ამუშავებს.

შიდა ტოკენი STRK ჯერჯერობით მხოლოდ დეველოპერებისთვის, ინვესტორებისა და პროექტის თანამშრომლებისთვის არის ხელმისაწვდომი. ბირჟებზე მონეტის გამოშვება 2023 წელს იგეგმება.

შექმნის ისტორია

StarkWare Industries დააარსეს ელი ბენ-სასონმა (Zcash-ის თანადამფუძნებელი), მიხაილ რიაბცევმა (ZK-STARK-ის თანაავტორი), ური კოლოდნიმ და ალესანდრო კიეზამ (ასევე მონაწილეობს Zcash-ის განვითარებაში).

პლატფორმის პირველი რეალური გამოყენება იყო ინტეგრაცია დეცენტრალიზებულ პლატფორმაში dYDX და Layer 2 პროექტისთვის ImmutableX, რომელიც NFT სფეროზეა ორიენტირებული. ტექნოლოგია საშუალებას გაძლევთ, Ethereum-ის  ქსელში ტრანზაქციები საკომისიოს გარეშე განახორციელოთ, რისთვისაც გარიგებები ჯერ Layer 2-ზე განათავსოთ, შემდეგ კი მათ შესახებ ინფორმაცია მთავარ ქსელში გადაიტანოთ. ასევე Starknet წარმატებით გამოიყენება Rhino-სა და Sorare-ის ფუნქციონალებში.

განვითარების შემდეგი ეტაპი გახდება StarkEx-ის ახალი პროტოკოლი, რომელიც პროექტის მესამე დონე იქნება. ეს ფენა სპეციალურად შექმნილია მრავალი DeFi პროტოკოლის გადასატანად, რომლებიც მაღალი საკომისიოებით იტანჯება.

საინვესტიციო რაუნდები

StarkWare-მა 6 დაფინანსების რაუნდი წამოიწყო. ჯამში, პროექტში ინვესტიცია ჩადო 10-მა კომპანიამ და ვენჩურულმა ფონდმა, მათ შორის Sequoia Capital, Pantera Capital, Coatue, Tiger Global Management.

უმსხვილესი რაუნდი 2022 წლის 25 მაისს გაიმართა. მაშინ $100 მილიონი შეგროვდა. ჯამში StarkWare-მა $273 მილიონი მოიზიდა.
StarkWare-ის საინვესტიციო აქტივობის დეტალები (Crunchbase)

StarkWare-ის საინვესტიციო აქტივობის დეტალები (Crunchbase)

მუშაობის მექანიკა და პრინციპი

სპეციალური ტექნოლოგია Rollup-ის წყალობით, StarkNet ათასობით ტრანზაქციას პაკეტებად აერთიანებს და მათ ავთენტურობას ადასტურებს. ამავდროულად, პროტოკოლი საკუთარი ტექნოლოგია ZK-STARK-ის გამოყენებაზე ორიენტირდება, რომლის ძირითადი კომპონენტებია:

● სეკვენსერი (Sequencer) - სერვერი, რომელიც ტრანზაქციებსა და ბლოკებს ადასტურებს;

● დამადასტურებელი (Prover) - ქსელის მონაწილე, რომელიც ქმნის კრიპტოგრაფიულ მტკიცებულებას თითოეული ტრანზაქციისთვის, რომელიც სეკვენსერითაა შესრულებული;

● სრული კვანძი - სპეციალური სერვერი, რომელზედაც აპლიკაცია Pathfinder არის აგებული. ის სისტემის მთლიანობას აკონტროლებს და ყველა ტრანზაქციას აღრიცხავს.

ქსელში ასევე 2 მთავარი ონჩეინ კომპონენტი მუშაობს:

● ვერიფიკატორი (Verifier) — სმარტ კონტრაქტი Ethereum-ის ქსელში, რომელიც გენერირებულ მტკიცებულებებს ამოწმებს და ანგარიშს ბირთვში და აგზავნის;

● ბირთვი (StarkNet Core) სმარტ კონტრაქტია, რომელიც ყოველი დამატებული ბლოკის შემდეგ იცვლება.

დეველოპერების მიზანი Ethereum-თან შედარებით, ტრანზაქციების ხარჯების ასჯერ შემცირებაა. პოტენციური TPS (ეფექტურობის პარამეტრი, რომელიც წამში შესრულებულ ტრანზაქციებში გამოიხატება) დაახლოებით 500-ს შეადგენს.

უპირატესობა ანალოგებთან შედარებით

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაზისო ტექნოლოგიის გამო, Starknet უკონკურენტოა. Ethereum-ზე რიგი Layer 2-ები არსებობს, მაგალითად Optimistic და Arbitrum, მაგრამ ისინი მუშაობის სხვა პრინციპს იყენებს.

Starknet-ის დეველოპერების თქმით ZK-STARK-ის მთავარი უპირატესობებია:

■ ქსელის მაღალი უსაფრთხოება;

■ პოტენციურად უფრო მაღალი მასშტაბირება;

■ გარე თავდასხმების მიმართ მდგრადობა.

ტოკენი და შესაძლო რეტროდროპი

ტოკენი STRK ოფიციალურად 2022 წელს დაანონსდა. მონეტა ტრანზაქციებისა და DAO-ს შემადგენლობაში ქსელის მართვაში მონაწილეობის საკომისიოს  ფუნქციებს შეასრულებს და  მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, მიიღონ მონაწილეობა სტეიკინგის პროცესში, რომელიც კონსენსუსის ალგორითმ Proof-of-Stake-ის ფარგლებში მიმდინარეობს. 

მაქსიმალური ემისია ჯერჯერობით უცნობია. პირველი 10 მილიარდი მონეტა ბლოკჩეინ Ethereum-ზე იქნება ემიტირებული და შემდეგნაირად განაწილდება:

● 17% - ადრეულ ინვესტორებს;

● 33% - საზოგადოების წევრებს, თანამშრომლებსა და დეველოპერებს;

● 50% - ორგანიზაცია Starknet Foundation-ს, რომელიც შემდგომი განვითარებისთვის თანხებს საერთო ფონდიდან გამოყოფს. 

ფასზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად, ინვესტორებისა და გუნდის ტოკენები ერთი წლით არის დაბლოკილი, ხოლო სრულ განაწილებას 4 წელი დასჭირდება.

ტოკენ STRK-ის რეტროდროპს კრიპტოვალუტის საზოგადოებაში ძალიან ელოდებიან. პროექტმა თითქმის 300 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა, ეკოსისტემა კი აპლიკაციებით უკვე გამდიდრებულია, ასე რომ "დროპჰანთერები" სერიოზულად არიან განწყობილები და ქსელში 2022 წლის დასაწყისიდან აქტიურობენ. Snapshot-ის (ბლოკჩეინის მდგომარეობის სურათი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, პრომოს მონაწილეები დაადგინოთ) კონკრეტული თარიღი ჯერ არ ცხადდება.

ეკოსისტემა

Starknet-ზე უკვე აგებულია 100-მდე აპლიკაცია, მათ შორის:

● ბრაუზერული საფულეები Argent X, Braavos, MetaMask;

● ბლოკების ექსპლორერები StarkScan და Voyager;

● ქროსჩეინ ხიდები StarkGate, Orbiter Finance, Layerswap, Kubri და Suez;

● DEX-ბირჟები mySwap, JediSwap, 10KSwap;

● ლენდინგური სერვისი xBank Finance;

● NFT-მარკეტფლეისები Aspect და Mintsquare.

სწორედ ამ აპლიკაციებთან უნდა გქონდეთ ურთიერთქმედება პოტენციური რეტროდროპისთვის.

ეს ჯერ კიდევ სრული სია არ არის და ის ყოველდღიურად ფართოვდება. Starknet-ის მთელი ეკოსისტემის გაცნობა ოფიციალურ ვებგვერდზე, განყოფილებაში "ეკოსისტემა" შეგიძლიათ.
Starknet-ის ეკოსისტემა

Starknet-ის ეკოსისტემა

პროექტის რეზიუმე

Starknet საინტერესოდ გამოიყურება. პროექტების უმეტესობისგან განსხვავებით, გუნდმა ჯერ პროექტის შემუშავება დაიწყო და მხოლოდ ამის შემდეგ შიდა ტოკენის გამოშვება. Starknet-ის ტექნოლოგიის სრულად შეფასება მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ, მონაცემების საკმარისი რაოდენობის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

საინტერესო ფაქტები

ცოტა ხნის წინ კომპანიამ Visa განაცხადა, რომ Starknet-ის მეშვეობით კრიპტოვალუტით გადახდების შესაძლებლობას განიხილავს;

თეორიულად, ტექნოლოგია ZK-STARK ერთ ბლოკში 50 მილიონამდე ტრანზაქციის მოთავსების საშუალებას იძლევა (Ethereum-ზე 1000-ის საპირწონედ).