ნუთუ სტივ ჯობსი სატოში ნაკამოტოა?

icon BTC
icon FOR
ფოტო - ნუთუ  სტივ ჯობსი  სატოში ნაკამოტოა?
კრიპტოიუთუბერმა და ტრეიდერმა, ლარკ დეივისმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა ტვიტი, რომელმაც ბიტკოინის იდუმალი შემქმნელის, სატოში ნაკამოტოს შესახებ ახალი ჭორები გამოიწვია. დეივისმა, რომელიც Twitter-ში @TheCryptoLark-ის ნიკნეიმით არის ცნობილი, ივარაუდა, რომ Apple-ის თანადამფუძნებელი სტივ ჯობსი შეიძლება იყოს ის ჩრდილოვანი ფიგურა, რომელიც რევოლუციური ციფრული ვალუტის შექმნაზეა პასუხისმგებელი.
ეს  დამაინტრიგებელი თეორია კიდევ  უფრო მეტად გაღვივდა მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს ბიტკოინის whitepaper, რომელიც  Mac-ის ოპერაციულ სისტემაში იყო ჩაშენებული, რამაც გააჩინა კითხვები კრიპტოვალუტურ სფეროზე ჯობსის პოტენციური გავლენის შესახებ. 
   
დევისის ტვიტში ხაზგასმულია, რომ 2010 წელს ონლაინ ფორუმებიდან სატოშის გაუჩინარებიდან 2011 წელს Apple-დან სტივ ჯობსის წასვლამდე ერთი წელია გასული. შემდეგ ის გამოვიდა გამოკითხვის ინიციატივით და აუდიტორიას წარუდგინა სამი ვარიანტი: დიახ, სტივ ჯობსი იყო სატოში; არა, ის არ იყო; ამას არ აქვს მნიშვნელობა. 
   
გამოკითხვის შედეგად მონაწილეთა 37.7%-მა აირჩია ვარიანტი „არა“, ხოლო 35.4%-მა ხაზი გაუსვა, რომ ბიტკოინის არსებობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი იდუმალი გამომგონებლის ვინაობის გამჟღავნება. დანარჩენმა 26.9%-მა მხარი დაუჭირა თეორიას, რომელზეც გავლენა იქონია ბიტკოინის ცოტა ხნის წინანდელმა გამოაშკარავებამ Mac კომპიუტერებზე. საერთო ჯამში გამოკითხვაში მონაწილეობა 8537-მა რესპონდენტმა მიიღო. 
   
მიუხედავად იმისა, რომ ბიტკოინის შემქმნელის ნამდვილი ვინაობა კვლავ ბურუსითაა მოცული, მსგავსი საუბრები ინტერესს კვლავინდებურად იწვევს და კრიპტოსაზოგადოებაში ეჭვებს აჩენს. კრიპტოვალუტების შესახებ ცნობადობისა და მათი გლობალური გავლენის მატებასთან ერთად, დავა სატოში ნაკამოტოს ვინაობის შესახებ, უდავოდ, გაგრძელდება და ახალ თეორიებსა და ვარაუდებს წარმოშობს.

GC
GN Crypto
ავტორი