უკრაინული კრიპტოპროექტის DisBalancer წარმატება კიბერფრონტზე
DisBalancer უკრაინული კრიპტოპროექტია უსაფრთხოების სფეროში, რომელიც კიბერფრონტს სათავეში ჩაუდგა და ჯერ კიდევ მარტში რუსულ პროპაგანდისტულ ვებ-გვერდებზე DDos შეტევებისთვის აპლიკაცია Liberator აამოქმედა. რა შედეგები იქნა მიღწეული?
აპლიკაცია Liberator პროპაგანდისტულ ვებ-გვერდებს უტევს, რომლებიც პუტინის რეჟიმს ეხმარება, ყალბ ახალ ამბებს ავრცელებს და და უკრაინის ტერიტორიაზე ძალადობას უწყობს ხელს.
Liberator-ის გაჩენის დღიდან ის 147 000 ადამიანმა დააინსტალირა. ქსელში კიბერმეომრების მაქსიმალურმა რაოდენობამ 34000-ზე მეტი შეადგინა. ამ დროისთვის აპლიკაციით 3000-ზე მეტი კლიენტი სარგებლობს.
DisBalancer-ის ვებ-გვერდზე Liberator-ის 6-თვიანი (მარტიდან აგვისტომდე) მუშაობის სტატისტიკაა მოცემული. ამ მონაცემების მიხედვით, პროგრამამ გარკვეული ხნით მტრის 641 რესურსის „ჩამოგდება“ მოახერხა. აქედან 34% გადახდის სისტემებზე მოდის, 30% - ინფრასტრუქტურულ სერვისებზე, 23% - მედიაზე, 11% - სამთავრობო რესურსებზე, 1% - ყალბი მოხალისეობრივი სერვისების მქონე ორგანიზაციებსა და 1% - ჯაშუშურ ორგანიზაციებზე.
აპლიკაციამ თავდასხმის ოთხი მეთოდი განახორციელა, ყოველდღიურ მომხმარებელთა საერთო რაოდენობამ კი 4100 ადამიანი შეადგინა.
აპლიკაცია Liberator-ის სტატისტიკა. წყარო — DisBalancer
რესურსებს შორის, რომლებზეც DDos თავდასხმების განხორციელება მოხერხდა, არის: რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, ფინანსთა, იუსტიციის, ენერგეტიკის სამინისტროები, რუსეთის პროპაგანდისტული რესურსი russia today, პირველი არხი, კომერსანტი, VTB ბანკი და მრავალი სხვა.
მაისში, DisBalancer-ის დეველოპერებმა Liberator გააუმჯობესეს და მას შეტევების გასაძლიერებლად და ერთდროულად რამდენიმე ვებ-გვერდზე დარტყმისთვის ფუნქცია Multitarget დაამატეს. მულტიტარგეტინგის წყალობით, მომხმარებლებს ასევე პროცესის დამოუკიდებლად კონფიგურაცია შეუძლიათ, ამიტომ ის უფრო ეფექტური გახდა.
Liberator-ის ბოლო ინფრასტრუქტურულმა განახლებამ შეტევების ამოქმედება გააიოლა და ააჩქარა. მანამდე ამას დაახლოებით 5 წუთი სჭირდებოდა, მაგრამ ახლა კლიენტები სერვერებთან სინქრონიზაციას 10 წამში ახდენენ.
იმისთვის, რომ Liberator-ისთვის როგორმე წინააღმდეგობა გაეწია, ზაფხულში როსკომნადზორმა DisBalancer-ის ვებ-გვერდი დაბლოკა, კომპანიის საქმიანობა კი ტერორისტული ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალა. თუმცა, ამ ქმედებებს კრიპტოპროექტის მუშაობაზე არანაირი გავლენა არ ჰქონია. კიბერმეომრები ოკუპანტებისთვის ციფრულ ფრონტზე წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ და რუსულ ვებ-გვერდებზე DDoS შეტევებს ახორციელებენ.
გლობალური მიზანი აპლიკაციის 100 000 კომპიუტერზე ერთდროულად ამოქმედებაა. მტრის ინტერნეტ-სივრცეზე დამანგრეველი დარტყმისთვის თავდამსხმელების სწორედ ეს რაოდენობაა საჭირო. ჯამში, რაც უფრო მეტი ადამიანი აამოქმედებს აპლიკაციას, მით უფრო ეფექტურია კიბერშეტევა.
DisBalancer -ის ვებ-გვერდის მთავარი გვერდი
როგორ დავაყენოთ აპლიკაცია Liberator?
თუ გსურთ, კიბერმეომრების რიგებს შეუერთდეთ, რათა მწყობრიდან გამოიყვანოთ რუსული ვებ-გვერდები, რომლებიც სამხედრო აგრესიასთან კავშირში არიან, შემდეგი მოქმედებები შეასრულეთ:
DisBalancer-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან აპლიკაცია Liberator ჩამოტვირტეთ. ის ნებისმიერი პროგრამული უზრუნველყოფისთვის არის ხელმისაწვდომი.
თუ Windows-ს იყენებთ, ანტივირუსული პროგრამის მოძრაობა შეაჩერეთ, ან Liberator-ის ფაილები იმ აპლიკაციების სიაში დაამატეთ, რომლებსაც ანტივირუსი არ ბლოკავს. ვინაიდან აპლიკაცია ახალია, ის ყველა ბაზაში დამატებული არ არის, ამიტომ რამდენიმე ანტივირუსმა, შესაძლოა, Liberator დაბლოკოს.
თუ თქვენ Mac გაქვთ, ტერმინალი გახსენით და შემდეგი ბრძანებები სათითაოდ შეიყვანეთ:
? «cd» + Enter;
? «cd Downloads» + Enter;
? «chmod +x ჩამოტვირთული ფაილის სახელი» + Enter.
თუ Linux გაქვთ, ტერმინალი გახსენით და ბრძანება ჩაწერეთ «sudo chmod +x ჩამოტვირთული ფაილის სახელი» + Enter.
პროგრამული უზრუნველყოფის მიუხედავად, თქვენი IP მისამართის დასამალად, აუცილებლად ჩართეთ VPN.
ამის შემდეგ, შეგიძლიათ, აპლიკაციის შემცველი ფაილი გახსნათ და "სტარტს" დააჭიროთ. DDoS შეტევა ავტომატურ რეჟიმში გააქტიურდება. თქვენ შეგიძლიათ, საქმეები გააგრძელოთ, სანამ კომპიუტერი ტერორისტული სახელმწიფოს სამიზნეებს უტევს.
რამდენად უსაფრთხო და ლეგალურია DDoS შეტევების განხორციელება?
DisBalancer თქვენი პერსონალური კომპიუტერისა და მონაცემების უსაფრთხოების გარანტიას იძლევა, ასევე გაცნობებთ, რომ მისი აპლიკაცია უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის სამინისტროსთან შეთანხმებულია.
ამასთან, ამ დროისთვის კიბერომის წარმოებას სათანადო სამართლებრივი რეგლამენტაცია და რეგულაცია არც ცალკეულ კანონმდებლობაში, და არც საერთაშორისო ასპარეზზე არ მიუღია. შესაბამისად, შესაძლებელია მხოლოდ არსებულ კანონებზე დაყრდნობა, რომლებიც DDoS შეტევებს ეხება, მაგრამ ისინი უკრაინაში არსებულ ვითარებას არ ითვალისწინებს. მანამდე მიღებული კანონების მიხედვით კიბერშეტევები სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. მაგალითად, აშშ-ში DDoS შეტევები თაღლითობად განიხილება.
ამიტომ ყველა კიბერმეომრისთვის რეკომენდირებულია, უკრაინაში, ან იმ ქვეყნებში დარჩეს, რომლებიც მას აქტიურად უჭერს მხარს და რუსეთთან დიპლომატიურ და ეკონომიკურ ურთიერთობებს წყვეტს.
პროექტ DisBalancer-ის შესახებ
DisBalancer კიბერუსაფრთხოებისა და კრიპტოგრაფიის სფეროში უკრაინული დეცენტრალიზებული პროექტია, რომელიც სტრეს-ტესტირებას DDoS-მოწყვლადობის გამოსავლენად ატარებს და მომხმარებლის პროდუქტებს თაღლითებისგან იცავს.
ქსელი DisBalancer შუამავლის სახით მოქმედებს, რომელიც გამოუყენებელ სიმძლავრესა და გამტარუნარიანობას სერვისებს უზიარებს სერვისებს, რომლებსაც დაცვა სჭირდება.
DisBalancer-ის მთავარი პარტნიორი და აწი მშობელი კომპანიაც Hacken არის. ეს ბლოკჩეინებისა და სმარტ-კონტრაქტების უკრაინული აუდიტორია.
გსურთ, მეტი გაიგოთ პროექტების შესახებ, რომლებიც ექსპლოიტებსა და თაღლითებს ებრძვის? გირჩევთ, წაიკითხოთ სტატია „10 საუკეთესო ტოკენი კიბერუსაფრთხოების სფეროში“.
DDos შეტევები აქტუალურია!
ბოლო თვეების განმავლობაში, ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის სამხედრო დარტყმების გამო უკრაინელები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას განიცდიან. თუმცა ამან კიბერფრონტზე აგრესორისადმი წინააღმდეგობის გაწევა არ უნდა შეაჩეროს. DDos თავდასხმები რუსეთის სერვისებზე, რომლებიც ომის წარმოებას ხელს უწყობს, აქტუალობას არ კარგავს!