Swift და Chainlink ბლოკჩეინების თავსებადობის პროტოკოლს ტესტავენ

ფოტო - Swift და Chainlink ბლოკჩეინების თავსებადობის პროტოკოლს ტესტავენ
ინფორმაციის გაცვლის ბანკთაშორისო სისტემამ Swift-მა და Chainlink-მა, ორაკულების დეცენტრალიზებულმა ქსელმა, ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს, რამდენიმე ბლოკჩეინ- ქსელთან ურთიერთქმედების შესაძლებლობის შესწავლის მიზნით.
ექსპერიმენტს ასევე ტრადიციული ფინანსური დაწესებულებებიც შეუერთდნენ. მათ შორის: BNP Paribas, BNY Mellon, Citi, Clearstream, Euroclear, Lloyds Banking Group და Australia and New Zealand Banking Group Limited (ANZ). პროექტის მთავარი მიზანია შეამოწმოს, თუ როგორ შეუძლია ამ ორგანიზაციებს გამოიყენონ Swift-ის ინფრასტრუქტურა სხვადასხვა ბლოკჩეინ-ქსელებში ტოკენიზებული აქტივების გადასაცემად.

ამ ექსპერიმენტში Chainlink გადამწყვეტ როლს შეასრულებს საჯარო და კერძო ბლოკჩეინებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფით.

SWIFT-მა და Chainlink-მა თავიანთი პარტნიორობis შესხებ გასულ წელს ყოველწლიური კონფერენციის, Chainlink SmartCon-ის დროს გამოაცხადე . Swift-ის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ტექნოლოგია არა მხოლოდ ეფექტიანობის გაზრდას, ხარჯების შემცირებასა და ანგარიშსწორების პროცესების გამარტივებას, არამედ კერძო ბაზრებზე მეტი ინვესტორის მოზიდვას და, საბოლოო ჯამში, ლიკვიდურობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

Chainlink-ის თანადამფუძნებელს სერგეი ნაზაროვს მიაჩნია, რომ ეს პარტნიორობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია არა მხოლოდ ჩართული ფინანსური ინსტიტუტებისთვის, არამედ მთლიანად კრიპტოინდუსტრიისთვის. „ბანკები მსოფლიო კაპიტალის დიდ ნაწილს აკონტროლებენ და ჩვენი ინდუსტრიის ერთნიშნა ტრილიონზე მეტი ზრდა  მათ მონაწილეობას მოითხოვს. დიდი ალბათობით, სწორედ ბანკები და მათი კლიენტები  ბლოკჩეინ- ინდუსტრიას 10 ტრილიონი დოლარის ნიშნულის გადალახვაში დაეხმარება“, - განაცხადა ნაზაროვმა.

GC
GN Crypto
ავტორი