Synthetix ლიკვიდობის დეცენტრალიზებული პროტოკოლია, რომელიც Ethereum-ისა და Optimism-ის ქსელებში მუშაობს. მისი მუშაობის პრინციპი ეფუძნება სინთეტიკური აქტივების შექმნას, რომლებიც მიბმულია კრიპტოვალუტების, ფიატური ვალუტების, ან ისეთი ძვირფასი ლითონების ფასზე, როგორიცაა ოქრო, ან ვერცხლი.
ეს მექანიზმი გვეხმარება თავიდან ავიცილოთ ასხლეტასა და ლიკვიდობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც DEX პლატფორმებზე ხშირად გვხვდება.
დამფუძნებლები და ინვესტორები ?
Synthetix პროტოკოლი 2017 წელს ავსტრალიელმა კაინ უორვიკმა დააარსა, რომელიც მანამდე Blueshift-ის საცალო ქსელის დირექტორად მუშაობდა. თავდაპირველად პროექტის სახელწოდება იყო Havven , მაგრამ ერთი წლის შემდეგ სახელი გადაარქვეს და Synthetix-ი უწოდეს.
2017 წლიდან 2020 წლამდე 16 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა ისეთი ვენჩურული ფონდებიდან, როგორებიცაა Coinbase Ventures, Paradigm, IOSG და Framework Ventures. 2018 წელს პლატფორმაზე TokenSoft ჩატარდა SNX ტოკენების ICO, რომლის საერთო მოცულობამ $5.3 მილიონი შეადგინა, ტოკენის ფასმა კი - 67 ცენტი.
როგორ მუშაობს Synthetix ⚙️
სინთეტიკური აქტივების (sBTC, sETH, sUSD, sEUR, XAU და სხვა) ფასების ფორმირება ხდება Chainlink-ისა და Pyth-ის ორაკულების ქსელების მეშვეობით, რომლებიც მონაცემებს რეალური ბაზრებიდან იღებენ. ეს აქტივები იჭრება და იწვება სმარტ კონტრაქტების სისტემის მეშვეობით, მათი უზრუნველყოფა სტეიკინგში ზედმეტობით გაშვებული SNX ტოკენებით ხდება. გარდა ამისა, უზრუნველყოფისთვის დამატებით შეიძლება ETH და LUSD იყოს გამოყენებული.
რა არის SNX
SNX არის Syntheix პროტოკოლის ნატიური ტოკენი, რომელიც მისი მექანიზმის მუშაობას უზრუნველყოფს. SNX ტოკენის მფლობელებს შეუძლიათ, გააგზავნონ ისინი სტეიკინგში და მიიღონ ჯილდო პლატფორმის მიერ მიღებული საკომისიოს ნაწილის სახით.
SNX ასევე მმართველობითი ტოკენია, რომელიც მის მფლობელებს პროტოკოლის მუშაობასთან დაკავშირებულ საკითხებში ხმის მიცემის უფლებას აძლევს.
SNX-ის ემისია შეზღუდულია და ამჟამად მიმოქცევაშია ტოკენების მაქსიმალური მიწოდების დაახლოებით 82%.
SNX-ის შეძენა შესაძლებელია თითქმის ყველა ცენტრალიზებულ ბირჟაზე, რომელთა შორისაა WhiteBIT, OKX, Binance, Huobi, Coinbase, Kraken, Bitfinex, Kucoin.
SNX-ის Metamask-ში დასამატებლად, უნდა აირჩიოთ ტოკენების ხელით დამატება და შეიყვანოთ კონტრაქტის შემდეგი მისამართი:
- 0xc011a73ee8576fb46f5e1c5751ca3b9fe0af2a6f Ethereum-ის ქსელისთვის;
- 0x8700daec35af8ff88c16bdf0418774cb3d7599b4 Optimism-ის ქსელისთვის.
ეკოსისტემა ?
Syntheix პროტოკოლის საფუძველზე შეიქმნა შემდეგი პროექტები:
Kwenta და Decentrex - დეცენტრალიზებული ბირჟები სინთეტიკური აქტივებით სპოტური და ფიუჩერსული ვაჭრობისთვის.
Lyta - პლატფორმა კრიპტოვალუტური ოფციონებით ვაჭრობისა და მათთვის ლიკვიდობის პულით უზრუნველყოფისთვის.
Polynomial - პროტოკოლი, რომელიც ახდენს ფინანსური დერივატივების სტრატეგიების ავტომატიზაციას პროდუქტების შესაქმნელად, რომლებიც უზრუნველყოფს პასიურ შემოსავალს სხვადასხვა აქტივებიდან.
1inch და Curve - პლატფორმები სინთეტიკური აქტივების გაცვლისთვის.
პლატფორმები, რომლებიც Syntheix პროტოკოლს იყენებენ წყარო: synthetix.io
პერსპექტივები და რისკები ? ?
კრიპტოს, ფიატური ვალუტებისა და ძვირფასი ლითონების გარდა, Synthetix-ის პროექტის ჩანაფიქრი ითვალისწინებდა სინთეტიკური აქტივების შექმნასაც, რომლებიც სხვადასხვა კომპანიის აქციების ფასზეა მიბმული, რაც ჯერ არ განხორციელებულა. ეს შეიძლება მოხდეს პროტოკოლის მესამე ვერსიის (Synthetix V3) ამოქმედებისას, რომელიც ხელმისაწვდომი ბაზრების მრავალფეროვნების გაფართოებას გვპირდება.
რაც შეეხება STX ტოკენს, მას აქვს კარგი ფუნდამენტალი და ხარულ ბაზარზე ზრდის ასეთივე პოტენციალი. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ის შეიცავს გარკვეულ რისკებსაც, რომლებიც პროტოკოლის მუშაობის მექანიზმთანაა დაკავშირებული, რის შესახებ თავად დეველოპერები გვაფრთხილებენ.