ტექნიკური ანალიზი: Bitcoin (BTC) და Dogecoin (DOGE)

icon BTC
icon DOGE
ფოტო - ტექნიკური ანალიზი: Bitcoin (BTC) და Dogecoin (DOGE)
ბაზრები ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილების გადახარშვას ცდილობენ. 15/06/23

Bitcoin

დაკრედიტების განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, მთავარი კრიპტოვალუტა $25 000-მდე დაეცა და ლოკალური მინიმუმი $24 800-ის ნიშნულზე განაახლა. თუ მყიდველები ვერ გამოიჩენენ ძალას და ვერ გამაგრდებიან $25000-ზე ზემოთ, ფასი შეიძლება დაეცეს შემდეგი მხარდაჭერის ზონამდე  $24 000.

აქტუალური წინააღმდეგობის ზონა არის $25 400–$25 700. უფრო ზემოთ გამყიდველების ორდერები განლაგებულია $26 300–$26 500 და $27 000–$27 400 დიაპაზონში, ასე რომ, ლიკვიდობის მოხსნა, სულ მცირე, პირველი ზონიდან არ არის გამორიცხული.
BTC-ის გრაფიკი H1-TF-ზე

BTC-ის გრაფიკი H1-TF-ზე

Dogecoin

DOGE ის გრაფიკი ძლიერ კორელაციაშია ბიტკოინის გრაფიკთან. გუშინდელი დაცემის შემდეგ, Doge-ის ფასმა დატესტა $0,054-$0,058 მხარდაჭერის ზონა. თუ დაღმავალი მოძრაობა გაგრძელდება, მყიდველების შემდეგი დონე შეიძლება იყოს "ფსიქოლოგიური ნიშნული" $0.05.

აქტუალური წინააღმდეგობის ზონა არის $0,064–$0,068 დიაპაზონი. შემდეგი ზონა, სადაც განთავსებულია გამყიდველების ორდერები, არის $0,075–$0,078.
DOGE-ის გრაფიკი H4-TF-ზე

DOGE-ის გრაფიკი H4-TF-ზე

აღსანიშნავია, რომ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ დიდი ხნის განმავლობაში პირველად დატოვა დაკრედიტების განაკვეთი უცვლელი, ინფლაციის მაჩვენებელი კი 0,9%-ით დაეცა. ეს ყველაფერი ბაზრისთვის დადებით სიგნალად ითვლებოდა, მაგრამ Bitcoin და სხვა კრიპტოვალუტები ვარდნით რეაგირებდნენ. ამიტომ, საკუთარი გარიგების გახსნამდე, საბაზრო მანიპულაციების არსებობაა გასათვალისწინებელი.

კრიპტოვალუტების აქტუალური კურსი და გრაფიკების ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე GNcrypto.

დისქლეიმერი

ეს ანალიზი არ არის სავაჭრო რეკომენდაცია. გახსოვდეთ, რომ კრიპტო ბაზარზე ნებისმიერი გარიგების გახსნამდე ყოველთვის საკუთარი კვლევა უნდა ჩაატაროთ.

პირობითი აღნიშვნები

TF (თაიმფრეიმი) — ქრონოლოგიური სეგმენტი, თაიმფრეიმი, რომელიც ტოლია გრაფიკზე ერთი იაპონური სანთლის ფორმირების დროისა.

ჰორიზონტალური არხი (ფლეტი, გვერდული ტრენდი, რეინჯი) — ფასის მოძრაობა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებს შორის გარკვეული დიაპაზონიდან გასვლის გარეშე.

K — აქტივის ფასის ათასი დოლარის აღნიშვნა (მაგალითად, 23,4 К  - 23,400 დოლარი).

რუხი დიაპაზონი გრაფიკზე — მხარდაჭერის ზონა.

წითელი დიაპაზონი გრაფიკზე — წინააღმდეგობის ზონა.

კორელაცია — სხვადასხვა კრიპტოვალუტური აქტივის ფასების სინქრონული მოძრაობის ტენდენცია ერთ-ერთი მათგანის დომინირების გამო.

სასწავლო მასალები

გთავაზობთ GNcrypto-ის სასწავლო მასალებსა და სტატიებს, რომლებიც იქნა გამოყენებული ამ ანალიზის ფორმირებისას: