BTC და ATOM-ის ტექნიკური ანალიზი. 24/05/23

icon BTC
icon ATOM
ფოტო - BTC და ATOM-ის ტექნიკური ანალიზი. 24/05/23
Bitcoin (BTC) და Cosmos (ATOM) კრიპტოვალუტების მიმდინარე სიტუაციის ანალიზი.

Bitcoin

ბიტკოინის დღიურ TF-ზე სიტუაცია გუშინდელი ანალიზის შემდეგ არ შეცვლილა. BTC ივაჭრება $25,800–$27,000 მხარდაჭერის ზონაში, რომელშიც იგი შევიდა თითქმის 2 კვირის წინ.

ყველა სხვა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონის აქტუალობა უცვლელი რჩება.
BTC-ის გრაფიკი დღიურ თაიმფრეიმზე

BTC-ის გრაფიკი დღიურ თაიმფრეიმზე

ორსაათიან თაიმფრეიმზე, BTC-ის ფასი კიდევ ერთხელ დაცილდა $27,300–$27,700 წინააღმდეგობის ზონას და მიუახლოვდა $26,100–$26,500 მხარდაჭერის ანალოგიურ ტესტს. BTC–ის გვერდითი მოძრაობა გრძელდება, ვერცერთმა მხარემ ჯერ ვერ აჩვენა ძალა.

ამჟამინდელი მხარდაჭერის ზონის ქვემოთ მდებარეობს მყიდველების ძლიერი დონე $25,800. რაც შეეხება წინააღმდეგობის დონეებს გვერდითი არხის გარეთ, ეს არის $28,000–$28,300 ზონა და $28,900 დონე.
BTC-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

BTC-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

Cosmos

დღიურ თაიმფრეიმზე, ATOM აგრძელებს დაღმავალ მოძრაობას, რომელიც დაიწყო 2023 წლის 8 თებერვალს ლოკალური მაქსიმუმის დადგენის შემდეგ. ახლა ფასი $10–$10.7 მხარდაჭერის ზონაშია.

ქვემოთ მდებარეობს დონეები მყიდველების განაცხადებით $9.5 და $8.44-ის ნიშნულებზე.

წინააღმდეგობის უახლოესი ზონა არის $11–$11.3. გამყიდველების ორდერები უფრო მაღლა, 11,8$ -ის ნიშნულზე მდებარეობს, $12,5-$13,5 ფართო დიაპაზონში  და $14,64-ის დონეზე.
ATOM-ის გრაფიკი დღიურ თაიმფრეიმზე

ATOM-ის გრაფიკი დღიურ თაიმფრეიმზე

ATOM-ის ფასი H2 TF-ზე ივაჭრება მხარდაჭერის ზონაში $10.19–$10.44. საინტერესოა, რომ ვაჭრობის ვერტიკალური მოცულობა მკვეთრად გაიზარდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს მყიდველების სურვილზე დარჩნენ აქტუალური დონის ზემოთ. თუ დიაპაზონი ვერ გაუძლებს, მყიდველებს შეეძლებათ გააქტიურდნენ $10-ის "ფსიქოლოგიურ დონეზე".

აღმავალი მოძრაობის დასაწყებად, ATOM-მა ჯერ $10.63 მხარდაჭერის დონე უნდა გაარღვიოს. გამყიდველების განაცხადების შემდეგი ნიშნულებია $11-$11.3 ზონა, $11.5 დონე და $11.66-$12 ფართო დიაპაზონი.
ATOM-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

ATOM-ის გრაფიკი H2 თაიმფრეიმზე

კრიპტოვალუტების აქტუალური კურსი და გრაფიკების ანალიზი  შეგიძლიათ იხილოთ საიტზე  GNcrypto

დისქლეიმერი

ეს ანალიზი არ არის სავაჭრო რეკომენდაცია. გახსოვდეთ, რომ კრიპტო ბაზარზე ნებისმიერი გარიგების გახსნამდე ყოველთვის საკუთარი კვლევა უნდა ჩაატაროთ.

პირობითი აღნიშვნები

TF (Timeframe)- ქრონოლოგიური სეგმენტი, თაიმფრეიმი, რომელიც ტოლია გრაფიკზე ერთი იაპონური სანთლის ფორმირების დროისა.

ჰორიზონტალური არხი (ფლეტი, გვერდული ტრენდი, რეინჯი)— ფასის მოძრაობა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებს შორის გარკვეული დიაპაზონიდან გასვლის გარეშე.

K - აქტივის ფასის ათასი დოლარის აღნიშვნა (მაგალითად, 23,4 К  - 23,400 დოლარი).  

რუხი დიაპაზონი გრაფიკზე- მხარდაჭერის ზონა.

წითელი დიაპაზონი გრაფიკზე- წინააღმდეგობის ზონა.

კორელაცია— სხვადასხვა კრიპტოვალუტური აქტივის ფასების სინქრონული მოძრაობის ტენდენცია ერთ-ერთი მათგანის დომინირების გამო.

სასწავლო მასალები

გთავაზობთ GNcrypto-ის სასწავლო მასალებსა და სტატიებს, რომლებიც იქნა გამოყენებული ამ ანალიზის ფორმირებისას: