Bitcoin (BTC) და Ethereum (ETH) კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული მიმდინარე სიტუაციის ანალიზი.
Bitcoin
მთავარი კრიპტოვალუტის ფასმა შაბათ-კვირას წარმატებით გამოსცადა $25,800–$27,000 მხარდაჭერის ზონა. ლოკალური მინიმუმი $25,821-ის ნიშნულზე დაფიქსირდა.
უახლოესი წინააღმდეგობა, რომელთანაც მყიდველებს შეეძლებათ ფასის მიყვანა, არის $28,000-ის დონე, რომელსაც $29,500–$31,000-ის ზონა მოჰყვება.
იმ შემთხვევაში, თუ $25,800–$27,000 ზონა ვერ გაუძლებს გამყიდველების ზეწოლას, BTC ფასი სავარაუდოდ $23,250 და $19,600–$20,900 მხარდაჭერის დონეებს დატესტავს.
BTC-ის გრაფიკი Daily- თაიმფრეიმზე
საათობრივ თაიმფრეიმზე (TF) BTC მივიდა წინააღმდეგობის ზონაში $27,500–$27,750. თუ ეს დონე ზეწოლას ვერ გაუძლებს, მყიდველებს შეეძლებათ ფასი შემდეგ $28,100–$28,300, $28,900 და $30,000–მდე მიიყვანონ.
უახლოესი მხარდაჭერის ზონებია $26,750 დონე და $25,800–$26,300 დიაპაზონი. სავსებით შესაძლებელია ვიხილოთ ფლეტი ნაცრისფერ და წითელ ზონებს შორის.
BTC გრაფიკი H1 თაიმფრეიმში
Ethereum
1 დღის თაიმფრეიმში, ETH-ის ფასმა დატესტა $1690–$1780 მხარდაჭერის ზონა. უახლოესი ძლიერი წინააღმდეგობა არის $2000-$2140 ფართო დიაპაზონი.
თუ მყიდველები ვერ აჩვენებენ ძალას, ETH ფასმა, შესაძლოა, $1550 და $1370-$1470 მხარდაჭერა დატესტოს. Bitcoin და Ethereum გრაფიკების კორელაცია მაღალი რჩება.
ETH გრაფიკი Daily-თაიმფრეიმზე
გამყიდველებმა ვერ შეძლეს ფასის მიყვანა 1700$-ის მხარდაჭერისკენ საათის თაიმფრეიმში, ამიტომ ფასმა შექმნა ახალი ძლიერი ზონა $1740-$1770 დიაპაზონში. ახლა Ethereum უახლოვდება წინააღმდეგობის ფართო ზონას $1830-$1890. შემდეგი ფასის ნიშნული, სადაც გამყიდველები, სავარაუდოდ, განათავსებენ ორდერებს, არის $1940-$2020 და $2140 დონე.
ETH გრაფიკი H1-თაიმფრეიმზე
კრიპტოვალუტების აქტუალური კურსი და გრაფიკების ანალიზი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე GNcrypto.
დისქლეიმერი
ეს ანალიზი არ არის სავაჭრო რეკომენდაცია. გახსოვდეთ, რომ კრიპტო ბაზარზე ნებისმიერი გარიგების გახსნამდე ყოველთვის საკუთარი კვლევა უნდა ჩაატაროთ.
პირობითი აღნიშვნები
TF (Timeframe)- ქრონოლოგიური სეგმენტი, თაიმფრეიმი, რომელიც ტოლია გრაფიკზე ერთი იაპონური სანთლის ფორმირების დროისა.
ჰორიზონტალური არხი (ფლეტი, გვერდულა, რეინჯი)— ფასის მოძრაობა მხარდაჭერისა და წინააღმდეგობის დონეებს შორის გარკვეული დიაპაზონიდან გასვლის გარეშე.
К - აქტივის ფასის ათასი დოლარის აბრევიატურა (მაგალითად, 23,4 К - 23,400 დოლარი).
რუხი დიაპაზონი გრაფიკზე- მხარდაჭერის ზონა.
წითელი დიაპაზონი გრაფიკზე- წინააღმდეგობის ზონა.
კორელაცია— სხვადასხვა კრიპტოვალუტური აქტივის ფასების სინქრონული მოძრაობის ტენდენცია ერთ-ერთი მათგანის დომინირების გამო.
სასწავლო მასალები
გთავაზობთ GNcrypto-ის სასწავლო მასალებსა და სტატიებს, რომლებიც იქნა გამოყენებული ამ ანალიზის ფორმირებისას: