კომპანია Everledger-ს გაკოტრება ემუქრება

ფოტო - კომპანია Everledger-ს გაკოტრება ემუქრება
ავსტრალიურმა ფირმა Everledger-მა, რომლის მთავარი ინვესტორი ბლოკჩეინის კომპანია Tencent იყო, ინვესტიციების არარსებობის გამო შეიტანა განაცხადი გაკოტრებისა და ლიკვიდაციის თაობაზე. ამასობაში, Tencent-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა ცაი იგემ, რომელმაც კომპანია მიმდინარე წლის დასაწყისში დატოვა, თავისი web3 საფულე Punk Code-ი გამოუშვა.
Everledger-ი 2015 წელს, კუინზლენდის შტატის  ყოფილი მთავარი მეწარმის,  ლიენ კემპის მიერ დაარსდა. თავდაპირველად კომპანია ბლოკჩეინის ტექნოლოგიას ბრილიანტებისა და სხვა ძვირფასი ქვების წარმომავლობის დასადგენად იყენებდა, მოგვიანებით კი მოიცვა ფუფუნების საგნების წარმომავლობის დადგენა მოდის, ხელოვნებისა და ღვინის სფეროებიდან. 
   
2020 წელს Everledger-მა 20 მილიონი დოლარის ინვესტიცია მოიზიდა კომპანია Tencent-ის  დაფინანსების  A სერიის  რაუნდის ფარგლებში, რომელიც ფლობს უზარმაზარი რაოდენობის აქტივებს, მათ შორის ჩინურ სოციალურ ქსელებსა და  WeChat მესენჯერს.  
   
სანამ ცაი იგე თავისი ახალი  Punk Code სტარტაპითაა დაკავებული, ჯერჯერობით უცნობია, რა გავლენა ექნება  Everledger-ის გაკოტრებას და ლიკვიდაციას Tencent-ის ბლოკჩეინის საინვესტიციო სტრატეგიაზე.

GC
GN Crypto
ავტორი