სკანდალი ტეხასის უნივერსიტეტში: სტუდენტები AI-ს მიმართავენ?

ფოტო - სკანდალი ტეხასის უნივერსიტეტში: სტუდენტები AI-ს მიმართავენ?
ტეხასის A&M უნივერსიტეტის პროფესორმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კურსის რამდენიმე სტუდენტი ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებაში დაადანაშაულა, რის გამოც მათ დიპლომის გაცემა დაუბლოკა.
Reddit-ზე გამოქვეყნებული პოსტის ავტორმა წარმოადგინა პროფესორ ჯარედ მამის ელ.წერილი, რომელშიც ის აცნობებს სტუდენტებს იმის შესახებ, რომ მათ სემესტრი ვერ დახურეს (X შეფასება), ვინაიდან მათმა ნამუშევარმა გენერირებული ტექსტის ამოცნობის ტესტი ვერ გაიარა. სიტუაციის აბსურდულობა იმაში მდგომარეობს, რომ შემოწმებისთვის მან ChatGPT თავად გამოიყენა, ხოლო ჩატბოტის შესაძლო შეცდომების გამორიცხვის მიზნით, დაწერილი ესე ორჯერ დატესტა. მოსწავლეებმა პროტესტი გამოხატეს, თუმცა ამას მასწავლებლის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია, რის გამოც დიპლომების გაცემა გაჭიანურდა.
თქვენ უნდა გამოიყენოთ 5 წყარო და რადგან მე ნაშრომებს GTP პროგრამის ჩატში ვამოწმებ. თუ მათი გამოყენების ოდნავი მინიშნებაც კი იქნება, არა მხოლოდ თქვენი შეფასება არ ჩაითვლება კლასში, არამედ ჩვენ გავცდებით საკლასო შეფასებას და გადავალ აკადემიური არაკეთილსინდისიერების ოფისში
ამერიკული უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის მეცნიერებებისა და ბუნებრივი რესურსების ფაკულტეტის კოორდინატორი ჯარედ მამი
უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ პრობლემა დაადასტურა, მაგრამ ამ ინციდენტზე ვრცელი კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ რამდენიმე პრინციპული პუნქტი მიუთითა:

1. X შეფასება მინიჭებული იყო მხოლოდ დროებითი ზომის სახით გამოძიების მომენტში და არ ახდენდა გავლენას ყველა მოსწავლის მიერ დიპლომის მიღების შესაძლებლობაზე.

2. მხოლოდ ერთმა ადამიანმა აღიარა ChatGPT-ის გამოყენებაა. დანარჩენებს ბრალდებები მოუხსნეს, ზოგიერთი ნებაყოფლობით დათანხმდა ახალი ესეს დაწერას, რათა თავისი უდანაშაულობა დაემტკიცებინა.
 
3. უნივერსიტეტი გეგმავს, შექმნას გარკვეული პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტური ნაშრომების წერისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენების პრობლემის გადაჭრას, ასევე არაორიგინალური ტექსტის გამოსავლენად ინსტრუმენტების მოძიებას.

თუმცა, ასეთი მიდგომა ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტმა და კვლევის, ავტორმა, ვინუ სანკარ სადასივანმა გააკრიტიკა. მან აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში გენერირებული ტექსტის ამოცნობის სიზუსტე არ გადააჭარბებს 50%-ს, მუდმივად განვითარებადი ენობრივი მოდელების გამო, რომლებსაც სხვადასხვა ადამიანის სტილის სრულად დაკოპირება შეუძლია. მაგრამ ახლაც, მაღალი სიზუსტის მაჩვენებლების მიუხედავად, სპეციალიზებულ სერვისებს და მით უმეტეს ChatGPT-ს, ავტორის უტყუარად განსაზღვრა არ შეუძლია. 

ამის ნათლად დემონსტრირებისთვის, Reddit-ის ზოგიერთმა მომხმარებელმა შეამოწმა პროფესორის ოფიციალური შეტყობინება და ჩატბოტმა დაადასტურა, რომ ტექსტი თავისივე გენერირებული იყო. ამან გამოიწვია სახუმარო კომენტარების ტალღა, რომლებიც ChatGPT-ის შესაძლებლობების უპირატესობასა და პედაგოგის ყველა საჯარო სამუშაოს გადახედვის მოთხოვნას აღწერდა. დისკუსიის სხვა მონაწილეები შეეცადნენ დისკუსიის გადატანას რეალურად მნიშვნელოვან თემებზე. მაგალითად, ესეების საავტორო უფლებების პრობლემაზე, რომელიც პროფესორმა ხელოვნურ ინტელექტს ასე მარტივად გაუზიარა.
ვფიქრობ, ადამიანებს არ ესმის, რა დააშავა ამ კაცმა. უბრალოდ, სტუდენტის ნამუშევრის ChatGPT-ში შეყვანით, თქვენ უნივერსიტეტის მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის პოლიტიკას დაუყოვნებლივ არღვევთ
© Reddit-ის მომხმარებელი Joewoodfilms