ლუქსემბურგი გამოიკვლევს Web3 სივრცეს

ფოტო - ლუქსემბურგი გამოიკვლევს Web3 სივრცეს
Autorité de la concurrence-მა, ლუქსემბურგის კონკურენციის საკითხების ოფიციალურმა ორგანომ, განაცხადა, რომ აპირებს მეტი შეიტყოს ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ბაზრის შესახებ. ეს იქნება Web3-ის ეკონომიკის პირველი კომპლექსური კვლევა ამ ქვეყანაში.
მიუხედავად მისი მოკრძალებული ზომისა, ის აროს ევროკავშირის წევრი და მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი. ლუქსემბურგი უყურებს კრიპტოტექნოლოგიებს, როგორც ციფრული და გარემოს ტრანსფორმაციის ძირითად კომპონენტს.

ანტიმონოპოლიური კომიტეტი ცდილობს დაუშვას Web3 მოთამაშეების განვითარება ეფექტიან და კონკურენტუნარიან ბაზარზე, სექტორის მძლავრი პოტენციალის გათვალისწინებით. ამ ინიციატივის მიზანია ამ სექტორში მოქმედი ფირმებისგან ინფორმაციის მოპოვება და ბაზრის მექანიზმების შესწავლა. ეს შექმნის საფუძველს ისეთი ანტიმონოპოლიური დარღვევების თავიდან ასაცილებლად, როგორიცაა დომინირების ბოროტად გამოყენება.

კვლევის კიდევ ერთი მიზანია იმის ანალიზი, თუ როგორ და სად უწევენ კონკურენციას ახალი ბლოკჩეინის კომპანიები არსებულ Web2 ინტერნეტ კომპანიებს, ასევე Web3 ინიციატივების წინააღმდეგ ნებისმიერი პოტენციური ანტიკონკურენტული პრაქტიკის გამოვლენა.
ამსტერდამის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ტიბო შრეპელი, რომელიც მოქმედებს როგორც ამ პროექტის გარე ექსპერტი, თვლის, რომ ამით ინდუსტრიას ახალი საფუძველი უყრება. შრეპელის თქმით, მარეგულირებლის ასეთი ინიციატივა იქნება პირველი პრეცედენტი, როდესაც ხელისუფლება აპირებს Web3-ს დაცვას  და არა მასზე თავდასხმას.

GC
GN Crypto
ავტორი