CEX-ის დასასრული: კრიპტა ცენტრალიზებული ბირჟების გვერდის ავლით

ფოტო - CEX-ის დასასრული: კრიპტა ცენტრალიზებული ბირჟების გვერდის ავლით
კრიპტოვალუტის ბირჟა FTX-ის სკამმა ნებისმიერი ცენტრალიზებული პლატფორმის სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა.
საკუთარი რეზერვების აუდიტი პლატფორმების მიერ  მომხმარებლების შენარჩუნების მიზნით გადადგმული იძულებითი ნაბიჯია. მაგრამ ცენტრალიზებული ბირჟების მიმართ ნდობა კვლავ იკლებს, რაც ბადებს კითხვას: შესაძლებელია თუ არა კრიპტოვალუტის ყველა მახასიათებელი ისე გამოვიყენოთ, რომ CEX-ს (Centralized Exchange) საერთოდ არ მივმართოთ? 

ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვემზადებინა სახელმძღვანელო, თუ როგორ არის შესაძლებელი საკუთარ ვაჭრობაში ცენტრალიზებული ბირჟების შესაძლებლობების ჩანაცვლება. ამისთვის უნდა განისაზღვროს, კონკრეტულად რა ფუნქციების გამოყენების საშუალებას აძლევს საშუალოსტატისტიკური CEX: 

● კრიპტოვალუტის ფიატურ ფულზე გაცვლა და პირიქით;

● სავაჭრო ოპერაციები;

● ყველა სახის ორდერი - საბაზრო, Limit, Stop-Limit, Take Profit;

● მარჟინალური და ფიუჩერსული ვაჭრობა;

● მობილური აპლიკაციით სარგებლობის შესაძლებლობა;

● კრიპტოვალუტის შენახვა, სხვადასხვა მონეტის სხვადასხვა  ქსელში გაგზავნა;

● პასიური შემოსავლის შესაძლებლობები: ფარმინგი, სტეიკინგი, დეპოზიტები, კრიპტო-დაკრედიტება.

მოდით, თითოეული პუნქტი განვიხილოთ, რათა გავიგოთ, რით შეიძლება მისი ჩანაცვლება.

ფიატის შეტანა და გატანა

CEX-ის უდიდესი უპირატესობა სადებეტო და საკრედიტო ბარათების გამოყენებით ეროვნული ვალუტების შეტანის შესაძლებლობაა, რაც fiat gateway-ის დახმარებით ხორციელდება. ეს, ვერიფიკაციას თითქმის ყოველთვის ითხოვს.  

მაგრამ კრიპტა დიდი ხანია ფუნქციონირებს, ასე რომ ყველაფრის გაკეთება KYC-ის გარეშეც შეიძლება. უმარტივესი გზაა ონლაინ და ოფლაინ გაცვლის პუნქტებია. პირველის პოვნა სპეციალიზებულ ვებ-გვერდებზე (მაგალითად, Bestchange), მეორის - ნებისმიერ მსხვილ ქალაქშია შესაძლებელი. 

ასევე არსებობს მრავალი P2P ბირჟა KYC-ის გარეშე, რომელთაგან ერთ-ერთი Bitcoin Global არის. აქ შეგიძლიათ, საბაზრო კურსით USDT, BTC, ETH იყიდოთ და გაყიდოთ და ეგრევე გადაიტანოთ საფულეში, ან ბარათზე, თუ ფიატი გაგაქვთ.
Bitcoin Global-ის ვებ-ვერსიის ინტერფეისი

Bitcoin Global-ის ვებ-ვერსიის ინტერფეისი

ტოკენების გაცვლა, სავაჭრო ორდერები

DEX (Decentralized Exchange) ტოკენების დეცენტრალიზებული გაცვლის საუკეთესო საშუალებაა. ამისთვის საფულეზე კრიპტოვალუტა და საკომისიოს გადასახდელად შერჩეული ბლოკჩეინის მონეტა უნდა გქონდეთ. შემდეგ ნებისმიერ DEX-ზე გადადით და ერთი ტოკენი მეორეზე გადაცვალეთ. 

აქ მთავარი პრობლემაა, სკამს არ წამოეგოთ და სანდო პლატფორმები გამოიყენოთ. ამისათვის უმჯობესია, ბმულებზე ვებ-გვერდებიდან Coingecko და Coinmarketcap გადახვიდეთ. იქ DEX-ის განყოფილებაში ყველა საიმედო და ყველაზე ლიკვიდური  ბირჟებია განთავსებული. მაგრამ ჯობს, ძალიან შორს  არ გადახვიდეთ - 50-ე პოზიციის შემდეგ უკვე დაბალი რეიტინგისა და არასაკმარისი ინფორმაციის მქონე ბირჟები იწყება. 

სავაჭრო ორდერები დეცენტრალიზებული ბირჟებისთვის პრობლემას დიდი ხანია აღარ წარმოადგენს. Pancake Swap, 1inch, Raydium, Uniswap, SushiSwap - ბევრ პლატფორმას Limit- და Stop-ორდერების დაყენების საშუალება აქვს. სპეციალური Layer 2-ის, მაგალითად, ImmutableX-ის, StarkNet-ისა და სხვების გამოყენება Ethereum-ზე არსებული საკომისიოს პრობლემის ნიველირების საშუალებას იძლევა. 
1inch-ზე ლიმიტირებული ორდერის განთავსების შესაძლებლობა

1inch-ზე ლიმიტირებული ორდერის განთავსების შესაძლებლობა

მარჟინალური და ფიუჩერსული ვაჭრობა

რიგი DEX-ები ტრეიდერებს ფინანსური ლევერიჯის გამოყენების საშუალებას აძლევს. ასეთ პლატფორმებს dYdX, Tulip (Solana), Alpaca Finance (BSC) და სხვები განეკუთვნება. უფრო მეტის ნახვა Coingecko-სა და Coinmarketcap-ზე, განყოფილებაში "დერივატივებია" შესაძლებელია. ცხადია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აქაურ ფიუჩერსებზე ტოკენების ისეთი მრავალფეროვნება არ არის, როგორც ცენტრალიზებულ ბირჟებზეა, მაგრამ ძირითადი კრიპტოვალუტები არის და მათ ვაჭრობის საკმარისი მოცულობა აქვს.
ფიუჩერსული DEX-ის - dYdX-ის ტერმინალი

ფიუჩერსული DEX-ის - dYdX-ის ტერმინალი

დეცენტრალიზებული პლატფორმების მცირე რაოდენობას  მობილური აპლიკაციები აქვს. ეს DEX სმარტ-კონტრაქტისა და იმ საფულის გასაღებებთან მიბმის სირთულესთან არის დაკავშირებული,  საიდანაც გაცვლა ხდება.

მაგრამ ეს საკითხი მობილური კრიპტოსაფულეების დახმარებით მოგვარდა. თითოეულ ასეთ საცავს აქვს განყოფილება „ბრაუზერი“, სადაც ნებისმიერი პლატფორმის მოძებნა და ოპერაციის შესასრულებლად მასთან დაკავშირებაა შესაძლებელი.

კრიპტოვალუტის შენახვა და ქსელებს შორის გადარიცხვები

ტოკენების შენახვა პრობლემური არ უნდა იყოს. არსებობს როგორც მულტივალუტის მრავალი საფულე, როგორიცაა Trust, Exodus, Metamask. Coin98, ასევე ცალკეული ბლოკჩეინებისთვის განკუთვნილი საცავები. თუ მონეტების დიდი ხნის განმავლობაში შენახვაა საჭირო, ცივი საფულეები Ledger, ან Trezor დაგეხმარებათ. 

ზოგიერთ მომხმარებელი ტოკენების ქსელიდან ქსელში გადაგზავნისას სირთულეს აწყდება. ამ ფუნქციას ქროსჩეინ-ხიდები ასრულებს, რომლებიც თქვენს მონეტას სხვა ქსელში "გარდაქმნის". ამ პლატფორმების შესახებ ვრცლად სპეციალურ სტატიაში დავწერეთ. ყველაზე პოპულარული ქროსჩეინ-ხიდებია AllBridge, Cbridge, Ren, Thorchain.
ქრისჩეინ-ხიდის AllBridge მუშა ტერმინალი

ქრისჩეინ-ხიდის AllBridge მუშა ტერმინალი

სტეიკინგი, ფარმინგი, კრიპტო-დაკრედიტება

სინამდვილეში, ამ ფუნქციების უმეტესობა ცენტრალიზებულ ბირჟებზე დეცენტრალიზებულ ბირჟებთან პარტნიორობის გზით ხორციელდება. ასე რომ, მომხმარებელი, პირიქით, სასურველ პროდუქტს პირდაპირ, შუამავლის გარეშე გამოიყენებს.

სხვადასხვა კრიპტოვალუტის სტეიკინგი საფულეების უმეტესობაზე ოფიციალური ვალიდატორების მეშვეობით არის ხელმისაწვდომი. ასევე მონეტების სტეიკინგი პროექტების ვებ-გვერდებზეა შესაძლებელი. ლიკვიდობის ფარმინგი და სხვადასხვა საინვესტიციო პროდუქტი ყველა DEX-ბირჟაზე არსებობს. 

მთავარია, პლატფორმებს შორის სახსრების დივერსიფიკაცია სწორად მოახდინოთ, რათა მაინცდამაინც თქვენი პლატფორმის გატეხისა და თანხის დაკარგვის მსხვერპლი არ გახდეთ.

კრიპტო-დაკრედიტება კრიპტას სხვა კრიპტას გირაოს სანაცვლოდ აღების, ან საკუთარი მონეტების გასესხების კარგი საშუალებაა. აქ დახმარებას სერვისები AAVE, Compound, Kava, Venus და სხვა პლატფორმები გაგიწევენ, რომელთა ნახვა ანალიტიკურ ვებ-გვერდებზე Coingecko და Coinmarketcap ტეგის "Lending" ქვეშ არის შესაძლებელი.
საკრედიტო პროტოკოლ Compound-ის მუშა ინტერფეისი

საკრედიტო პროტოკოლ Compound-ის მუშა ინტერფეისი

ცხადია, არსებობს ყველა შესაძლებლობა, რომ ცენტრალიზებული ბირჟები არ გამოიყენოთ და იქ მთელი თქვენი სახსრები არ შეინახოთ. ახლა მთავარი ამოცანა ტრეიდერების განათლების დონის ამაღლებაა, რათა მათ DeFi-ის უპირატესობები მინიმალური რისკებით ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამოიყენონ.