ლეგენდარული ამერიკული კინოკომპანია Fox Entertainment, რომელიც აწარმოებს რეალითი შოუს "ნიღბიანი მომღერალი", Blockchain Creative Labs-თან ერთად, იწყებს NFT პროექტს თავისი თაყვანისმცემლებისთვის.
მაყურებლები, რომლებიც აქციაში ჩაერთვებიან და „Masked Singer Stars“- ტოკენის 50 დოლარად ყიდვის უფლებას მოიპოვებენ, პირველები მიიღებენ ექსკლუზიურ ვიდეო კონტენტს და მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე ხმის მიცემაში.
ფანებზე ფულის გამომუშავების არც თუ ურიგო შესაძლებლობაა, იმის გათვალისწინებით, რომ შოუს ყოველი ეპიზოდი, საშუალოდ 7 მილიონზე მეტ უნიკალურ ნახვას აგროვებს.
ფანებზე ფულის გამომუშავების არც თუ ურიგო შესაძლებლობაა, იმის გათვალისწინებით, რომ შოუს ყოველი ეპიზოდი, საშუალოდ 7 მილიონზე მეტ უნიკალურ ნახვას აგროვებს.