მეტავერსის ექსპერტების ყველაზე პოპულარული ანგარიშები

icon FOR
ფოტო - მეტავერსის ექსპერტების ყველაზე პოპულარული ანგარიშები
Twitter კარგი ადგილია საიმისოდ, რომ Metaverse-ის სამყაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ გაიგოთ. მეტაპროექტების ინფლუენსერებს აქ თაყვანისმცემლების დიდი რაოდენობა ჰყავთ. უახლესი ამბების მისაღებად, შეგიძლიათ გამოიწეროთ ყველაზე პოპულარული აზრის ლიდერების ანგარიშები.
ერთი მხრივ, Twitter-ის ინფლუენსერები გვეხმარებიან არ დავიკარგოთ ახალ ტრენდებში, რომლებიც Metaverse-ს იპყრობენ. მეორე მხრივ, ისინი პირდაპირ გავლენას ახდენენ Metaverse-ის ტოკენების პოპულარობაზე, როდესაც მათზე იწყებენ საუბარს. ჩვენ მოვამზადეთ იმ პირთა სია, რომელთა ხმას ყური უნდა ვუგდოთ.

ტიმ სუინი

ტიმ სუინი - Epic Games-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, რომელმაც პოპულარული ვიდეოთამაში Fortnite შექმნა. ის თვლის, რომ Metaverse არის შესანიშნავი ინვესტიცია, რომელიც მომავალში საშუალებას მოგცემთ, ტრილიონობით კაპიტალიზაციის მქონე პროექტებიდან მოგება მიიღოთ. ჰყავს 200 ათასზე მეტი გამომწერი.

ტიმ სუინიმ მიიღო რამდენიმე საერთაშორისო ჯილდო სათამაშო ბიზნესში შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის 2019 წელს ვიდეოთამაშების ინდუსტრიის ბრიტანულმა ჟურნალმა MCV ის წლის ადამიანად დაასახელა. სუინი "წლის ადამიანად" 2020 წელსაც დასახელდა და მიიღო პრემია Forbes Media Awards-ი Fortnite-ის სათამაშო სოციალურ ქსელად გადაქცევისთვის, რომელიც მასობრივ ონლაინ ღონისძიებებს მასპინძლობს.

პირველ რიგში სუინი მეტავერსებს პოტენციური ინვესტიციების, დიზაინისა და სამომხმარებლო ინტერფეისის მოხერხებულობის თვალსაზრისით აფასებს. რაც Fortnite-ის ერთ-ერთი არქიტექტორის კომპეტენციის დონისთვის ლოგიკურია.

JRNY Crypto

ამინდის პროგნოზის მსგავსად, JRNY Crypto-ს სოციალური კავშირის არხებს ბევრი ადამიანი ყოველდღიურად ადევნებს თვალს. Twitter-ის გარდა, რომელსაც თითქმის 800 ათასი გამომწერი ჰყავს, ეს ინფლუენსერი ასევე უძღვება არხს YouTube-ზე. მოკლე ტვიტებში ის იძლევა მოკლე ექსპერტულ შეფასებებს NFT-ებსა და მეტავერსებთან დაკავშირებით, ხოლო YouTube-ზე წარმოდგენილია ალტკოინების  ვრცელი ანალიტიკა.

მაიმუნის ავატარის უკან იმალება ბრენდის დამფუძნებელი, რომელმაც თავისთვის აირჩია ქსელური ფსევდონიმი “ტონი ჯრნი”. ამ ანგარიშის გამოწერას აზრი აქვს, თუ გაინტერესებთ მეტავერსის ტოკენების გადაყიდვა, რადგან ამ ინფლუენსერის შემოსავლის ძირითადი წყარო ტრეიდინგია.

ენტონი პომპლიანო

ენტონი პომპლიანო – ენტონი პომპლიანო - ამერიკელი ვენჩურული კაპიტალისტი და Pomp Investments-ის დამფუძნებელი. ის არის ლეგენდარული პიროვნება კრიპტოვალუტის სამყაროში, რადგან მან უკვე განახორციელა ინვესტიცია ათეულობით საწარმოში ადრეულ ეტაპზე. ახლა ის დაინტერესებულია Metaverse-ის შესაძლებლობებით და  Twitter-ში სწრაფად გახდა ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი, რომლის აზრსაც ითვალისწინებენ გეიმერები, ტრეიდერები და პოტენციური ინვესტორები.

მას 1,4 მილიონი გამომწერი ჰყავს და პროექტებზე გავლენის მოხდენის უნარი მხოლოდ იმის გამო აქვს, რომ მის რჩევებს ათასობით მკითხველი მიჰყვება. თავის ტვიტებში პომპლიანო, პირველ რიგში, გვაწვდის ინფორმაციას ტოკენომიკისა და ტექნოლოგიების განვითარებაში განხორციელებული ინვესტიციების შესახებ.

მეთიუ ბოლი

მეთიუ ბოლს არ ჰყავს იმდენი გამომწერი, რამდენიც პომპლიანოს - მის ტვიტებს 100 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი კითხულობს. მეთიუს აუდიტორიას შეადგენენ დეველოპერები, დიზაინერები, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტები და ფუტუროლოგები. ბოლი არის სტრატეგი, ესეისტი, ინვესტორი, კონსულტანტი და სტატიების ავტორი ტექნოლოგიური გამოცემებისთვის. ის ვენჩურული ფონდის მაკონტროლებელი კომპანია Epyllion-ის მმართველი პარტნიორი და ინსტიტუციონალური ინვესტორების მრჩეველია, ასევე შედის კომპანიის დირექტორთა საბჭოში. მას Twitter-ზე 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

Genvid Technologies-ის გენერალურ დირექტორთან, ჯეიკობ ნავოკთან ერთად, ბოლმა დააარსა ფონდი ETF Roundhill Ball Metaverse, რომელიც მონიტორინგს უტარებს ყველაფერს, რაც მეტავერსში ხდება და ინვესტორებს რეკომენდაციებს აძლევს. მან ასევე დაწერა და გამოსცა წიგნი მეტავერსის შესახებ. ის უძღვება  ბლოგს, სადაც ასახავს თავის ხედვას ვირტუალური სამყაროს მომავლის შესახებ და დეტალურად აანალიზებს მეტაპროექტებს.

ბენუა პაგოტო

Benit0.RTFKT – არის ძალიან პოპულარული პერსონაჟი მეტავერსების  მომხმარებლებს შორის. მისი სახელია ბენუა პაგოტო და ის არის დიზაინის სტუდიის თანადამფუძნებელი, რომელიც ქმნის ციფრულ ფეხსაცმელს, ტანსაცმელსა და ექსკლუზიურ საკოლექციო ნივთებს Metaverse-ისთვის. ბენუა ითვლება ყველაზე წარმატებულ დიზაინერად ვირტუალურ სამყაროში. მან მოახერხა AR-ის, NFT-ის, გეიმინგისა და მოდის ერთ პლატფორმა RTFKT-ზე გაერთიანება.

ამ პოპულარულ პერსონას ჰყავს 80 ათასზე ცოტა მეტი მიმდევარი, მაგრამ ძალიან აქტიური საზოგადოება. გარდა ამისა, ის გამოწერილი ჰყავს ყველა გავლენიან ინფლუენსერს NFT სფეროში.  ბენიტო არის მოდის სტანდარტების დამდგენი და ბრწყინვალე დიზაინერი, რომელმაც იცის, როგორ შექმნას ტრენდული ნაკრები კოლექციონერებისთვის. გასაკვირი არ არის, რომ უმსხვილესმა ვენჩურულმა ფონდმა Andreessen Horowitz მის RTFKT პლატფორმაში 8 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

Lu do Magalu

უბერებელი ლუ დო მაგალუ ყველაზე გავლენიანი ვირტუალური პერსონაჟია ბრაზილიაში. ის არის საცალო გიგანტის,  Magalu-ს სახე და 2009 წლიდანაა ცნობილი. მაგრამ, ინტერესები და თემები, რომლებიც მას აღელვებს, დიდი ხანია გასცდა ლათინური ამერიკის ფარგლებს. მას ჰყავს 14 მილიონზე მეტი გამომწერი Facebook-ზე, დაახლოებით 5 მილიონი გამომწერი Instagram-ზე, 2 მილიონზე მეტი გამომწერი YouTube-ზე და 1 მილიონზე მეტი გამომწერი Twitter-სა და TikTok-ზე.

მის აუდიტორიას, ძირითადად, შეადგენენ ქალები, რომელთა დაინტერესებას ის თავისი კომპანიის პროდუქციით ცდილობს. მაგრამ, ის ასევე საუბრობს მეტავერსებში წარმოდგენილ ბრენდებზე და ციფრულ მოდაზე. ამიტომ, თუ მოგწონთ ვირტუალური შოპინგი, შეგიძლიათ ეს ანგარიში გამოიწეროთ.