კრიპტოვალუტის მარკეტპლეისების რაოდენობა განუწყვეტლად იზრდება
ბაზარზე სულ უფრო მეტი მარკეტპლეისი ჩნდება, რომლებიც საქონელს, ან მომსახურებას არა მხოლოდ ფიატზე, არამედ კრიპტოვალუტაზეც ყიდიან. ეს ტრენდი იმდენად გავრცელდა, რომ ზოგიერთმა პლატფორმამ ფიატზე მთლიანად უარის თქმა გადაწყვიტა და მის ნაცვლად ციფრული აქტივების ფართო სპექტრს სთავაზობს.
როგორც ცნობილია, მარკეტპლეისი არის პლატფორმა, რომელიც სხვადასხვა მაღაზიების, ან გამყიდველების საქონელს, ან მომსახურებას ყიდის. ფაქტობრივად, ასეთი პლატფორმების შედარება საქონლისა და მომსახურების აგრეგატორებთან არის შესაძლებელი. მსოფლიოში ყველაზე დიდი მარკეტპლეისებია AliExpress, eBay და Amazon. თანდათანობით, eCommerce მომსახურების სფერო სხვადასხვა გადახდის სისტემასა და ინსტრუმენტებს შორის კონკურენციის მოწმე გახდა. შედეგად, ამ ბაზრის ბევრმა მოთამაშემ, Visa/Mastercard-ის ბარათების გარდა, დაამატა გადახდის სხვა პოპულარული გადაწყვეტილებები: PayPal, ელექტრონული ფული და ა.შ. შემდეგ მოვიდა კრიპტოვალუტების რიგიც, რომელთა მიღება სულ უფრო მეტმა მარკეტპლეისმა დაიწყო, რადგან ამაზე დიდი მოთხოვნა არსებობდა მომხმარებელთა მხრიდან, რომლებსაც ციფრული აქტივებით გადახდა სურდათ.
სერვისი Сryptwerk მაღაზიების, კომპანიებისა და ბაზრების აგრეგატორია, რომლებიც გადახდის სახით სხვადასხვა კრიპტოვალუტას იღებენ და ცდილობენ, ეს ინფორმაცია უფრო ფართო აუდიტორიას მიაწოდონ. მთელს მსოფლიოში Cryptwerk-ის რეზიდენტი უკვე გახდა 10 ათასი კომპანია, რომლებიც მარტივი ძიებისთვის პლატფორმაზე სხვადასხვა კატეგორიებადაა დაყოფილი.
კატეგორიები Cryptwerk-ზე
სანამ მარკეტპლეისების კატეგორიიდან რამდენიმე მაგალითს განვიხილავთ, საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, თუ რომელ კრიპტოვალუტებს ანიჭებენ უპირატესობას მერჩანტები გადახდის სახით.
კრიპტოვალუტების რეიტინგი
ინფორმაცია ყველა კრიპტოვალუტის შესახებ, რომლებსაც გადასახდელად სხვადასხვა მერჩანტები პლატფორმაზე Cryptwerk იღებენ, ყველასთვის ხელმისაწვდომია.
ასე გამოიყურება Cryptwerk-ის რეიტინგის TOP 10 ციფრული აქტივი, რომლითაც მყიდველები ყველაზე ხშირად იხდიან (სულ რეიტინგში გამყიდველების მიერ მიღებული 57 სხვადასხვა კრიპტოვალუტაა):
TOP 10 კრიპტოვალუტის რეიტინგი პლატფორმაზე Cryptwerk, რომლითაც მყიდველები ყველაზე ხშირად იხდიან
საინტერესოა, რომ ყველაზე პოპულარული სტეიბლკოინი Tether ამ რეიტინგში მხოლოდ მერვე ადგილს იკავებს, არადა მისი რეიტინგი, როგორც ცნობილია, აშშ დოლართან არის მიბმული და ეს მონეტა, სხვა აქტივებს შორის, ყველაზე ნაკლებად ექვემდებარება ვოლატილობას. შეიძლება დავასკვნათ, რომ ვოლატილობა მყიდველებისა და მერჩანტებისთვის მთავარი ნიშანი აღარ არის და წინა პლანზე გამოდის ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა რეპუტაცია და აქტივების ღირებულება. გასაკვირი არ არის, რომ ამ მაჩვენებლით ბიტკოინი ლიდერობს, რომლის მიღებაც გადახდის სახით გამყიდველების თითქმის 92%-ს სურს.
განვიხილოთ რამდენიმე მარკეტპლეისი საინტერესო ქეისებითა და მაღალი რეიტინგით, რომელზეც პლატფორმა Cryptwerk-ზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას.
QEEQ
ეს მარკეტპლეისი ავტომობილების გაქირავების გლობალური სერვისია, რომელიც 2017 წლიდან მსოფლიოს ქალაქების უმეტესობის დაფარვას ცდილობს. პლატფორმამ QEEQ მოახერხა 1000-მდე ადგილობრივი კომპანიის გაერთიანება და მოზიდვა, რომლებიც ამ სერვისებს გარკვეულ რეგიონებში, ქვეყნებსა თუ ქალაქებში სთავაზობენ. შედეგად, QEEQ-ის მარკეტპლეისზე მომხმარებელი უთითებს მხოლოდ ქალაქს, მაგალითად, ლონდონს, მადრიდს, კიევს, თბილისს, ან სტამბოლს, დიდი ნუსხიდან ირჩევს გარკვეული მონაცემების მქონე, საჭირო კლასის ავტომობილს, დაქირავების პერიოდს და ფიატით, ან კრიპტოთი იხდის. ციფრული აქტივების სიაში შედის: BTC, ETH, BCH, DOGE, XRP, USDC, DAI, SHIB, BUSD, USDP, WBTC და GUSD.
QEEQ-ის წყალობით, მსოფლიოს ნებისმიერ ქალაქში მანქანის დაქირავება და კრიპტოვალუტით გადახდაა შესაძლებელი
კრიპტოვალუტის ექვაირინგის სერვისებს კომპანია BitPay უზრუნველყოფს. კრიპტოვალუტით გადახდისთვის პლატფორმა, ქირის პერიოდისა და დამატებითი ფაქტორებიდან გამომდინარე, 20%-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ. ამ სტარტაპის ძალისხმევასა და წარმატებას მოწმობს ჯილდოები Magellan Gold Awards 2018, Travolution Award 2018 და World Travel Awards 2019.
eGifter
ეს მარკეტპლეისი გთავაზობთ სასაჩუქრე ბარათებს 300-ზე მეტი ცნობილი მაღაზიისა და გლობალური საცალო რითეილერისგან. წარმოდგენილია ისეთი ბრენდები, როგორიცაა Apple, Amazon, eBay, Airbnb, Uber, Walmart, Groupon, Domino's და მრავალი სხვა. მყიდველებს შეუძლიათ, იყიდონ ბარათები ექვსი სხვადასხვა კრიპტოვალუტით, როგორიცაა BTC, ETH, LTC, BCH, DOGE და SHIB. კრიპტოვალუტის პროცესინგს BitPay ახორციელებს. შოპინგისთვის ხელმისაწვდომია მარკეტპლეისი როგორც დესკტოპის, ასევე მობილური ვერსიაც (Google Play-დან, ან Apple Store-დან). კრიპტოვალუტით გადახდის დროს აქტიურდება ბონუს პროგრამა, რომლის მიხედვითაც მყიდველის საფულეში eGifter points ირიცხება, რომელთა გამოყენება ახალი შესყიდვებისთვის არის შესაძლებელი.
eGifter-ის შეთავაზება ბიტკოინით სასაჩუქრე ბარათების შეძენის შესახებ
Gvanga
Gvanga-ს მარკეტპლეისი შეიძლება ჩაითვალოს OLX-ის კონკურენტად. აქ გადააწყდებით ადგილობრივ განცხადებებს უძრავი ქონების, ავტომობილების, ელექტრონიკის, ავეჯის, ტანსაცმლის, მომსახურების და ა.შ. ყიდვა-გაყიდვის შესახებ. პლატფორმა მოიცავს 26 ქვეყანას და 200-ზე მეტ ქალაქს. 31 ფიატის ვალუტის გარდა, ამ პლატფორმაზე საქონლის, ან მომსახურების შეძენა ბიტკოინითაა (BTC) შესაძლებელი.
ვებგვერდის შემუშავების შეკვეთა ინდოეთში მდებარე დეველოპერული კომპანიისგან
პლატფორმა Cryptwerk-ის გარდა, არსებობს მრავალი სხვა მარკეტპლეისი, რომლებიც აგრეგატორების მომსახურებებს არ იყენებენ და კლიენტთა ბაზას საკუთარი ძალისხმევით ზრდიან.
Bistroo
ეს ჰოლანდიური ბლოკჩეინ სტარტაპი ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა. Bistroo გლობალური PaaS-მარკეტპლეისია, რომელიც ერთ პლატფორმაზე აერთიანებს 100 000+ კაფეს, რესტორნებს, სასურსათო მაღაზიებს, სწრაფი კვების ქსელებს, რომლებიც მომხმარებლებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საკვების მიწოდების მომსახურებას უწევენ. გადახდა შესაძლებელია როგორც ფიატით, ასევე კრიპტოვალუტით - BTC, ETH, BNB, LTC და BCH. ნატიური BIST ტოკენის დახმარებით შექმნილია ლოიალობის დაგროვებითი სისტემა, რომლის ფარგლებში თითო შესყიდვაზე საფულეში ქეშბექის სახით შეკვეთის თანხის 1% ფიატში, ან სხვა კრიპტოვალუტაში ირიცხება. თუ გადახდა BIST-ით ხდება, ქეშბექი უკვე თანხის 2%-ს შეადგენს. მარკეტპლეისი მომსახურებისთვის კონკურენტებზე დაბალ საკომისიოს იღებს (არაუმეტეს 5%), ამიტომ Bistroo-ს ეკოსისტემა ახალი დაწესებულებებითა და კლიენტებით სწრაფად ივსება. კრიპტოვალუტის ექვაირინგის მომსახურებას კომპანია Coinpayments ეწევა.
Bistroo-ს საკვები შეკვეთა შესაძლებელია ვებვერსიითა და მობილური აპლიკაციებით Android-ისა და iOS-ისთვის
ბირჟა Cryptoexchange.com-ის მარკეტპლეისი
ეს კრიპტოვალუტის ბირჟის მიერ შექმნილი მარკეტპლეისის კარგი მაგალითია. კანადურმა ბირჟამ Cryptoexchange.com, რომელმაც ადგილობრივი მარეგულირებლის, FINTRAC-ის ლიცენზია მიიღო, თავისი საქმიანობა დაიწყო... არა, სატრეიდინგო პლატფორმის შექმნით კი არა, არამედ ესქრო-ანგარიშებითა და მარკეტპლეისებით.
ბირჟა Cryptoexchange.com-ის საწყისი გვერდი
ამ ბირჟის მარკეტპლეისების მეშვეობით უკვე შესაძლებელია სასაჩუქრე ბარათების, დომენების, ელიტური საათების, იშვიათი პრემიუმ კლასის ავტომობილებისა და უძრავი ქონების შეძენა. ანგარიშსწორება შესაძლებელია BTC-ში, USDT-TRC20-ში, USDT-ERC-20-სა და ETH-ში.
ელიტური საათების არჩევანი კრიპტოვალუტით გადახდის შესაძლებლობით
ავტომობილების ფართო არჩევანი - სახალხო Audi-დან ლუქს ბრენდების უახლეს მოდელებამდე
ამ მარკეტპლეისის მთავარი თავისებურება ისა, რომ რაღაცის შეძენა მხოლოდ კრიპტოვალუტით არის შესაძლებელი. ფიატის ფული გადასახდელად საერთოდ არ მიიღება - აშშ დოლარებში ფასი მხოლოდ მითითებულია, არჩეულ კრიპტოვალუტაში ანგარიშსწორება კი გარიგების მომენტისთვის არსებული საბაზრო კურსით ხდება.
როგორც ხედავთ, ყველაფერი იქით მიდის, რომ მალე ფიატის ფული ყველა მარკეტპლეისზე არააქტუალური გახდება.