ნამდვილი დოლარი: TrueUSD მონეტის მიმოხილვა

icon TUSD
ფოტო - ნამდვილი დოლარი: TrueUSD მონეტის მიმოხილვა
TrueUSD არის სტეიბლკოინი, რომელიც აშშ დოლარზე 1:1 თანაფარდობითაა მიბმული. მიუხედავად იმისა, რომ ის რეიტინგების უდავო ლიდერი არ არის, TUSD უკვე აღიარებულია გადახდის კანონიერ საშუალებად კარიბის ზღვის პატარა კუნძულოვან ქვეყანაში, დომინიკელთა რესპუბლიკაში.

პროექტი TrueUSD და მისი ავტორი

TrueUSD (TUSD) არის კომპანია Archblock-ის (2022 წლის შემოდგომამდე - TrustToken) სტეიბლკოინი Ethereum-ის ბაზაზე. ის აშშ-ში 2018 წლის იანვარში, ინვესტორთა შეზღუდული პულისთვის ამოქმედდა. TrustToken-ის დამფუძნებელი არის რაფაელ კოსმანი. მისი სპეციალიზაცია კრიპტოგრაფია და AI არის. მანამდე ის მუშაობდა სოფტვერულ კომპანიაში Palantir, შემდეგ Google-ში, საიდანაც წავიდა საკუთარი პროექტის განსავითარებლად.

Archblock-მა ჩამოაყალიბა თავისი მისია, როგორც „მსოფლიოში ყველაზე გამჭვირვალე და ეფექტური აქტივების მართვის პლატფორმის შექმნა“. ამ მიზნის მიღწევის პროცესში კომპანიამ ბაზარს შესთავაზა TrueFi - დაკრედიტების DeFi პროტოკოლი რეალური და კრიპტოდაკრედიტებისთვის.

„გაასესხეთ, რომ მიიღოთ მაღალი და სტაბილური შემოსავალი TUSD-დან. ისესხეთ ყოველგვარი გირაოს გარეშე“, - მოკლედ აღწერენ პროტოკოლის მუშაობის არსს მისი შემქმნელები.

TrueFi-ს ძირითადი საკრედიტო პროდუქტები:

  • DAO პულები: უზრუნველყოფენ დაკრედიტებას გირაოს გარეშე  კრედიტორების, მსესხებლებისა და სტეიკერების ურთიერთქმედების ხარჯზე.
  • პულები ერთი მსესხებლით: სესხები ფიქსირებული ვადითა და ფიქსირებული განაკვეთით.
  • Automated Lines of Credit (ALOCs): აძლევს მსესხებელს კაპიტალზე თავისუფალ წვდომასა და უფლებას ყოველთვიურად გადაიხადოს მხოლოდ პროცენტი (სესხის ძირის დაფარვის გარეშე) საკრედიტო ხაზის დასრულებამდე.
  • Portfolios: კრიპტოვალუტით დაკრედიტება ეკონომიკის რეალური სექტორისთვის.

2020 წლის ნოემბრიდან TrueFi-ის კრედიტების მოცულობამ $1,3  მილიარდს გადააჭარბა. პროექტის მსესხებლებს შორის პირველი დეფოლტი 2022 წლის შემოდგომაზე გამოცხადდა. საუბარია სამხრეთ კორეულ Blockwater Technologies-ზე გაცემულ $3,4 მილიონიან კრედიტზე. იმ მომენტში ის TrueFi სესხების მთლიანი დაუფარავი ღირებულების 2% შეადგენდა და მოხდა მისი რესტრუქტურიზაცია. 

TrueUSD კურსის დინამიკა 2018-2023 წლებში.

მონაცემები: CoinMarketCap

მონაცემები: CoinMarketCap

True-თავისებურებები

TrueUSD-ის გარდა, TrueFi-ის ეკოსისტემაში სხვა სტეიბლკოინებიც არსებობს. ესაა TCAD და TAUD (კანადური და ავსტრალიური დოლარი), TGBP ბრიტანული გირვანქა სტერლინგისთვის და THKD ჰონგ-კონგის დოლარისთვის. ყველა True ტოკენის მფლობელებს მსესხებლის სანდოობის, მესამე პირთათვის კრედიტებისა და ზოგადად TrueFi პროდუქტების განვითარების საკითხების შეფასებისას ხმის უფლება აქვთ. 

2023 წლის თებერვლიდან TrueUSD იყენებს Chainlink-ის Proof of Reserves-ს. მონაცემები TUSD-ის დოლარის რეზერვების შესახებ ფინანსური დაწესებულებების ანგარიშებზე აგრერირდება The Network Firm LLP-ის მიერ რეალური დროის რეჟიმში და გადაიცემა Chainlink-ის ორაკულების დეცენტრალიზებულ ქსელში. PoR მონაცემთა ნაკადის მეშვეობით, TUSD-ის სმარტ კონტრაქტი ამოწმებს, ხომ არ აღემატება ტოკენის მიწოდება მისი უზრუნველყოფის მოცულობას. ასეთი გადამოწმება წინ უსწრებს ახალი სტეიბლკოინების გამოშვებას.

TrueUSD საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით TOP-5 სტებლკოინში შედის.

მონაცემები: CoinMarketCap

მონაცემები: CoinMarketCap

  • საბაზრო კაპიტალიზაცია (2023 წლის მარტის დასაწყისი): $1.16 მილიარდზე მეტი
  • მიმოქცევაში არსებული მიწოდება (2023 წლის მარტის დასაწყისი): 1 166 133 267 TUSD.
  • ემისია: შეუზღუდავია და გაიზრდება მოთხოვნის შესაბამისად.
  • ხელმისაწვდომია TUSD-ის სამი ვერსია: Ethereum-ზე, TRON-სა და BSC-ზე.