ანონიმური Dash მონეტის მიმოხილვა

icon DASH
ფოტო - ანონიმური Dash მონეტის მიმოხილვა
კრიპტოვალუტა Dash პოპულარული აქტივია, ვაჭრობის მოცულობით ის აჭარბებს No1 ანონიმურ მონეტას - Monero-საც კი. ამ კრიპტოვალუტის მეშვეობით შესაძლებელია პირადი გადარიცხვების განხორციელებაც. Dash ბევრისთვის საინტერესოა გარიგებების დაბალი საკომისიოს, ასევე მყისიერი ტრანზაქციების არსებობის გამო.

კრიპტოვალუტა Dash (ticker - DASH) ბაზარზე 2014 წლის 18 იანვარს გამოჩნდა და თითქმის მაშინვე ტრეიდერებსა და ინვესტორებში დიდი ინტერესი გამოიწვია. ერთ-ერთი მთავარი დეველოპერი - ევან დაფილდი - ცდილობდა გაუმჯობესებული ბიტკოინის შექმნას, ანონიმურობის ფუნქციის დამატებით, მაგრამ მისმა წინადადებებმა კოდის შეცვლის შესახებ ამ მონეტის საზოგადოებაში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა, ამიტომ მან ახალი პროექტის დაწყება გადაწყვიტა.

ორი წლის განმავლობაში კრიპტოვალუტას ეწოდებოდა Darkcoin, არსებობის პირველი ათი დღის განმავლობაში კი მისი სამუშაო სახელი Xcoin იყო. სახელში სიტყვა „ბნელის“ არსებობის გამო, შემქმნელები მონეტებში ანონიმური გადარიცხვების ფუნქციონალზე მიანიშნებდნენ. საბოლოო სახელწოდება Dash-მა მხოლოდ ორი წლის შემდეგ  მიიღო - დეველოპერების გუნდი აქტივის ლისტინგს სავაჭრო პლატფორმების მაქსიმალურ რაოდენობაზე ცდილობდა, ამიტომ გადაწყვიტა თავიდან აეცილებინა ნებისმიერი ასოციაცია დარკნეტში არსებულ ანგარიშსწორების ინსტრუმენტთან.

DASH აქტივი, ისევე, როგორც ციფრული ვალუტების უმეტესობა, არის გადახდის დეცენტრალიზებული სისტემა, ანუ მონეტების ემისია ხდება მაინინგისა და კვანძების განშტოებული ქსელის მეშვეობით. კრიპტოვალუტის შემქმნელები სახელწოდება DASH-ში გულისხმობდნენ Digital cASH-ის (ციფრული ნაღდი ფული) შემოკლებულ ვერსიას, ასევე არ მალავდნენ თავიანთ სურვილს, აქტივი პოპულარული გაეხადათ (dash ინგლისურად ნიშნავს "გარღვევას" ან "მკვეთრ მოძრაობას", რა თქმა უნდა to the moon-ზე დამიზნებით).

ბლოკჩეინი და კონსენსუსის ალგორითმი

Dash-ის ბლოკჩეინი იყენებს კონსენსუსის ჰიბრიდულ მეთოდს Proof-of-Activity. ეს არის Proof-of-Work-ისა და Proof-of-Stake-ის სინერგია. პირველი მაინერებს მონეტების გამოშვების საშუალებას აძლევს, ხოლო მეორე - ტრანზაქციის ვალიდატორების ფუნქციას. მიღებული ჯილდო ნაწილდება შემდეგნაირად: 45% - ყველა მაინერს შორის, 45% - ვალიდატორებს შორის და კიდევ 10% იგზავნება ქსელისა და პროექტის განვითარების სპეციალურ ფონდში. ეს მიდგომა დეცენტრალიზაციას აძლიერებს და მაინერების თეორიულ მონოპოლიასაც კი შეუძლებელს ხდის, რაც PoW ბლოკჩეინებში არ არის გამორიცხული. ქსელის ფუნქციონირების ასეთი ფორმატი გარედან მასზე ნებისმიერი შეტევის შესაძლებლობას ართულებს.

Მაინინგი

Dash-ის დეველოპერებმა აირჩიეს კომერციული Bitcoin-ის და არა საცალო ინვესტორებისადმი მეგობრული აქტივის, Monero-ს გზით წასულიყვნენ. ყველაზე დიდ უპირატესობას იღებენ სპეციალიზებული აღჭურვილობის (ASIC) მფლობელები, რომლის გამოყენება კომპანიებს ინდუსტრიული მასშტაბით შეუძლიათ. ჩვეულებრივი მომხმარებლებისთვის მაინინგი ხელმისაწვდომია CPU-ზე ან GPU-ზე. ეს ნიშნავს, რომ მაინინგი უფრო ეფექტური იქნება პულებში, ვიდრე სოლო რეჟიმში, თუმცა ის, პროდუქტიულობით  ASIC ფერმებს კონკურენციას მაინც ვერ გაუწევს. 

Bitcoin-ისგან განსხვავებით, რომელიც  მაინინგისთვის დაშიფრვის ალგორითმს SHA-256 იყენებს, Dash-ში მოქმედებს ალგორითმი X11, რომელიც მონეტის ერთ-ერთმა შემქმნელმა, ევან დაფილდმა გამოიგონა.

X11 ისევ 11 სხვადასხვა კრიპტოგრაფიული ალგორითმის  (Blake, BMW, Cubehash, Echo, Groestl, Keccak, Luffa, Shavite, Simd, Skein და JH) სინერგიაა. X11 ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და ბევრად უფრო საიმედოა - მის გასატეხად 11-ვე ალგორითმის გვერდის ავლაა საჭირო.

ბლოკი ყოველ 2,6 წუთში ერთხელ გენერირდება და მისი ზომა 2 მბ არის. ამის წყალობით, Dash-ის ქსელის გამტარუნარიანობა წამში 56 ტრანზაქციას შეადგენს. მაინინგის სირთულე ყოველწლიურად 7,14%-ით იზრდება. ამჟამად, შესაძლო მაქსიმალური 18,9 მილიონიდან, 11,182 მილიონზე მეტი DASH არის ემიტირებული. 

მასტერნოდები - Dash-ის უნიკალური თვისება

კრიპტოვალუტების უმეტესობისგან განსხვავებით, რომლებიც ჩვეულებრივი ნოდებით ოპერირებენ, Dash-ის კვანძებს მასტერნოდები ეწოდება. ეს არის ეგრეთ წოდებული ნოდი  გაფართოებული უფლებამოსილებითა და შესაძლებლობებით, რომელიც მის მფლობელებს გარკვეულ პრივილეგიებს ანიჭებს. ამ კრიპტოვალუტის ნებისმიერ ჰოლდერს შეუძლია, განათავსოს მასტერნოდი, ბლოკჩეინის სრული და აქტუალური ვერსიის ჩამოტვირთვითა და საფულეში 1000 DASH-ის შენახვით. ეს მოთხოვნა „51%-იანი თავდასხმის“ წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია, ვინაიდან ამ გზით ქსელის კორექტული მუშაობის შეფერხება ბოროტმოქმედს ფინანსურ ზიანს მიაყენებს.

სწორედ მასტერნოდების წყალობით, Dash-ის ქსელში ხელმისაწვდომია ისეთი უნიკალური სერვისები, როგორიცაა PrivateSend და InstantSend. უფრო მეტიც, თითოეული მოპოვებული ბლოკისთვის ჯილდოს 45%-ის გარდა, მასტერნოდის მფლობელებს უფლება აქვთ, შეიტანონ წინადადება Dash-ის ქსელში ცვლილებებისა და ახალი ფუნქციონილის შეტანის შესახებ, ასევე მისცენ ხმა საზოგადოების სხვა წევრების ინიციატივებს.

Dash-ის საკვანძო სერვისები

PrivateSend არის Dash-ის უნიკალური უპირატესობა, რომელიც სრულიად ანონიმური და კონფიდენციალური ტრანზაქციების განხორციელების შესაძლებლობას უზრუნველყოფს. ამისთვის მიქშირების სპეციალური პროტოკოლი CoinJoin გამოიყენება.

ანონიმური ტრანზაქციების შესაქმნელად ნომინალების შერევა ხელით უნდა განხორციელდეს კრიპტოვალუტის ნატიურ (!) საფულეში (გარე საფულეებს შეზღუდული ფუნქციონალი აქვთ). მომხმარებელს შეუძლია, აირჩიოს შერევის რაუნდების რაოდენობა, ყოველ ჯერზე ანონიმურობის დონის ზრდით. მართალია, ამ სიამოვნებისთვის ქსელი მცირე გადასახადს აწესებს.
PrivateSend-ის ტრანზაქციების სია და მიქშირების საკომისიო ნატიურ საფულეში Dash Core

PrivateSend-ის ტრანზაქციების სია და მიქშირების საკომისიო ნატიურ საფულეში Dash Core

InstantSend — არის მყისიერი ტრანზაქციების გაცვლის სერვისი, რომლის დადასტურების დრო 1,5 წამზე ნაკლებია. ეს ტრანზაქციები მაღალი პრიორიტეტით სარგებლობენ და გადიან მასტერნოდებში ბლოკის ფორმირების ლოდინის გარეშე, ანუ თითქმის მყისიერად. ეს სერვისი ასევე მოითხოვს მწირი საკომისიოს გადახდას, მაგრამ ეს ამად ღირს.

PrivateSend-ისგან განსხვავებით, სერვისი InstantSend ხელმისაწვდომია მომხმარებლებისთვის ბევრ საფულეზე, და არა მხოლოდ ნატიურზე.

DAO

დეცენტრალიზებული დემოკრატია Dash-ში ეკისრება ორგანიზაციას DGBB (Decentralized Governance by Blockchain), DAO-ს ანალოგს. პროექტისა და ქსელის განვითარებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მონეტის ნებისმიერ ჰოლდერს შეუძლია, საზოგადოებას განსახილველად წარუდგინოს წინადადება, რომლის ბედს გადაწყვეტს კენჭისყრა, სუპერნოდების მფლობელების მონაწილეობით. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროექტს განვითარების ფონდი დააფინანსებს. სხვათა შორის, Dash იყო პირველი პროექტი, რომელმაც  კრიპტო საზოგადოების წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების ასეთი კოლეგიური ფორმატი შემოიღო. ამიტომ, Dash-ი DAO-ს სფეროს პიონერია!

Dash-ის გამოყენების სფერო

DASH მონეტა წარმოდგენილია უმეტეს ბირჟებზე (Binance, WhiteBIT, Coinbase, OKX და ა.შ.), პლატფორმებსა და ციფრული აქტივების გადამცვლელ პუნქტებში. Dash-ს ასევე მხარს უჭერს ყველა ტიპის საფულეების დიდი რაოდენობა - მობილური, დესკტოპური და აპარატული (სხვადასხვა ფორმატების ნატიური, Edge, Coinomy, Jaxx, Exodus, Bitnovo, Bitfy, Matrixport, Atomic და ა.შ.). ანონიმური კრიპტოვალუტა DASH-ის სრული ფუნქციონალისა და ყველა უპირატესობის, მათ შორის PrivateSend-ისა და InstantSend-ის  მისაღებად, თქვენ უნდა გამოიყენოთ ნატიური დესკტოპური საფულე Dash Core, რომლის ამოქმედება შესაძლებელია პროექტის ვებგვერდიდან Dash.org

უპირატესობები და ნაკლოვანებები

გადახდების ანონიმურობა და მყისიერი გადარიცხვების სერვისი, რა თქმა უნდა, DASH-ის მთავარი უპირატესობაა. ამ კრიპტოვალუტას გარე თავდასხმებისგან დაცვის რამდენიმე დონე აქვს, რაც მას უსაფრთხოსა და, შესაბამისად, მაქსიმალურად საიმედოს ხდის. ამ კრიპტოვალუტის კიდევ ერთი უპირატესობა არის ბირჟებიდან თანხების გამოტანის დაბალი საკომისიო (1-დან 10 ცენტის ეკვივალენტში, სავაჭრო პლატფორმის მიხედვით). დამატებით უპირატესობას DAO-ს მეშვეობით პროექტის დეცენტრალიზებული დემოკრატიის რეჟიმში განვითარების მისწრაფება წარმოადგენს. 

Dash-ის ნაკლოვანებებს განეკუთვნება ინსტამაინის არსებობა (მონეტების წინასწარი ემისია, რომელსაც შემქმნელები ოფიციალურად უკავშირებენ კოდში არსებულ ხარვეზს), ინდუსტრიული „ანტიხალხური“ მაინინგი და აქტივის კონცეფციის მუდმივ ცვლილება - ანონიმურობაზე  აქცენტიდან მყისიერი გადარიცხვის ინსტრუმენტამდე. Dash-ის კრიპტოსაზოგადოების წარმომადგენლები თავს არიდებენ Darkcoin-თან რაიმე შედარებას, ან ანალოგიას და აქცენტს აკეთებენ InstantSend-ის სერვისზე და არა ანონიმური გადარიცხვების ფუნქციონალის ხელმისაწვდომობაზე. შესაძლოა, ეს ტაქტიკა აძლევს აქტივს შესაძლებლობას, წარმოდგენილი იყოს ტოპ CEX  ბირჟებზე, რადგან უკვე მოხდა აქტივის დელისტინგის რამდენიმე შემთხვევა - სწორედ ანონიმურობის ფუნქციონალის გამო (Bittrex, Huobi).