TokenSniffer: ავტომატური შემოწმება სქამზე

icon FOR
ფოტო - TokenSniffer: ავტომატური შემოწმება სქამზე
TokenSniffer არის სერვისი, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს ინსტრუმენტს სხვადასხვა დეცენტრალიზებულ ქსელებში ახლად გაშვებული ტოკენების ანალიზისა და მონიტორინგისთვის.
Memcoin მანია, რომელმაც მოიცვა კრიპტოსაზოგადოება ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, დამაფიქრებელია. FOMO-ს გავლენით, არა მხოლოდ საცალო მოვაჭრეები, არამედ ვეშაპებიც კი ჩქარობდნენ  უცნობი ან საეჭვო რეპუტაციის მქონე ტოკენების შეძენას. Pump&Dump-ის ფენომენი ისევ დაბრუნდა ბაზარზე.

თუ თქვენ დამწყები ტრეიდერი ხართ, ან, რაც ასევე საკმაოდ ხშირია, ინვესტორი, რომელიც დაიბნა ახალი ტოკენების უზარმაზარ რაოდენობაში, უნდა იცოდეთ, რომ ახლა ბევრად გაგიადვილდებათ პოტენციური თაღლითობის გამოვლენა ყიდვის გადაწყვეტილების მიღებამდე.

სწორედ ამ მიზნისთვის კომპანია Solidus Labs-მა წარადგინა თავისი სერვისი TokenSniffer.

როგორ მუშაობს სკანერი TokenSniffer?

TokenSniffer-ის მუშაობის პრინციპი ემყარება ტოკენის სმარტ კონტრაქტის კოდის ანალიზს, რომელიც საშუალებას გაძლევთ ამოიცნოთ უსაფრთხოების პოტენციური მოწყვლადობა და დასაწყისშივე თაღლითური პროექტები.

იმის გასარკვევად, არის თუ არა კრიპტოვალუტა სქამი, საკმარისია შეიყვანოთ ტოკენის კონტრაქტის მისამართი საძიებო ველში სერვისის ვებგვერდზე. შემდეგ ის გააანალიზებს სმარტ კონტრაქტს და მომხმარებელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას ტოკენის შესახებ, მისი ლიკვიდურობის, ფასების გრაფიკისა და უსაფრთხოების ქულის ჩათვლით. ტოკენის ანალიზი ემყარება სმარტ კონტრაქტში უსაფრთხოების გარკვეული მახასიათებლების არსებობას (როგორიცაა ბოტებისა და ქურდობის საწინააღმდეგო მექანიზმები).

ადვილად აღქმადი ვიზუალური ფორმით სკანერი  რამდენიმე პარამეტრს მოგაწვდით:

1.    ეს ტოკენი ნამდვილად იყიდება, თუ უბრალოდ სატყუარაა.  

2.    ყიდვა-გაყიდვის საკომისიოს ოდენობა.

3.    გადამოწმებულია თუ არა კონტრაქტის წყარო.

4.    რამდენი მოცირკულირე ტოკენი ინახება მონეტის შემქმნელის საფულეში. 5%-ზე მეტი კრიტიკულად ითვლება. ამ შემთხვევაში სერვისი პროექტს ცენტრალიზებულ და მანიპულაციისადმი მოწყვლადად აფასებს.

5.    გააჩნია თუ არა ტოკენს საკმარისი ლიკვიდობა.

6.    დამწვარი (დაბლოკილი) ტოკენების რაოდენობა.
 მიმკოინ ELON-ის ანალიზი   წყარო: tokensniffer.com

მიმკოინ ELON-ის ანალიზი წყარო: tokensniffer.com

თაღლითობის რისკი ფასდება 100-ქულიანი სკალით. თუ კონტრაქტის სკანირებისას პროექტი 50 ქულაზე ნაკლებს აგროვებს, მაშინ სჯობს თქვენი სახსრები უფრო საიმედო ტოკენისთვის შეინახოთ.

TokenSniffer სერვისის უპირატესობები და უარყოფითი მხარეები

კომპანია Solidus Labs ციფრული ბაზრის გამოცდილი მონაწილეა. ის სპეციალიზირებულია Web3-ისთვის ჰაკერული თავდასხმების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების შემუშავებებზე და თანამშრომლობს  მარეგულირებლებთან სმარტ კონტრაქტების მეშვეობით ფულის გათეთრების პრევენციის სფეროში. ვინაიდან მის სკანერებს აქტიურად იყენებენ არა მხოლოდ მსხვილი ფინტექ კომპანიები, არამედ ფისკალური ორგანოებიც, TokenSniffer-ის ანალიზი შეიძლება მივიჩნიოთ სანდოდ.

TokenSniffer-ის მთავარი მიზანია პოტენციურად თაღლითური ტოკენების იდენტიფიცირება, რათა თავიდან იქნას აცილებული მათში ინვესტიციის განხორციელება. ეს შეიძლება განსაკუთრებით სასარგებლო იყოს ინვესტორებისთვის, რომლებიც ახალ კრიპტოვალუტებს ეცნობიან ან არ გააჩნიათ ტექნიკური ცოდნა, რათა დამოუკიდებლად შეაფასონ სმარტ კონტრაქტის უსაფრთხოება.

TokenSniffer-ის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ის მომხმარებლებს რეალურ დროში აწვდის ინფორმაციას ახლად გამოშვებული ტოკენების შესახებ. ეს ეხმარება ბაზრის გამოცდილ მოთამაშეებს ადრეულ ეტაპზე გამოავლინონ პერსპექტიული საინვესტიციო შესაძლებლობები.

TokenSniffer შეიძლება სასარგებლო იყოს არა მხოლოდ ტრეიდერებისთვის და ინვესტორებისთვის, არამედ დეველოპერებისთვისაც. ამ უკანასკნელებს შეუძლიათ გამოიყენონ სერვისი საკუთარი სმარტ კონტრაქტების უსაფრთხოების შესაფასებლად და საჭიროების შემთხვევაში მათ გასაუმჯობესებლად.

თუმცა, TokenSniffer ვერ აღმოაჩენს ყველა პოტენციურ მოწყვლადობას. მაგალითად, ის ვერ ადევნებს თვალყურს პროექტის სოციალურ კომპონენტს.

აქედან გამომდინარე, მოწოდებული ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ამოსავალი წერტილი შემდგომი საკუთარი კვლევისთვის (DYOR). კრიპტოვალუტური პროექტის შემოწმების ალგორითმი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს სტატიაში.