5 უმსხვილესი ბლოკჩეინ პროექტი უძრავი ქონების სფეროში

ფოტო - 5 უმსხვილესი ბლოკჩეინ პროექტი უძრავი ქონების სფეროში
საცხოვრებლის გაყიდვა და გაქირავება კიდევ ერთი სექტორია, სადაც ბლოკჩეინ პროექტები წარმატებით ვითარდება და ათასობით მომხმარებელს ემსახურება.
კრიპტოვალუტების მეშვეობით მხოლოდ  შენობების, რესტორნებისა და მიწის ნაკვეთების ყიდვა-გაყიდვა როდია შესაძლებელი, თუმცა ბლოკჩეინის ტექნოლოგიის ასეთი გამოყენება დღეს მართლაც ყველაზე პოპულარულია.

კრიპტოვალუტური პროექტები იგონებენ ყველა სახის გზას NFT-ების, კრიპტოსა და რეალური უძრავი ქონების ერთ ბიზნესში გასაერთიანებლად, ამიტომ ამ სტატიაში შევარჩიეთ 5 სტარტაპი, რომლებმაც საკუთარ სექტორში კრიპტოვალუტების ინტეგრირება წარმატებით მოახდინეს. 

Propy

Propy არის კრიპტოვალუტური პროექტი, რომელიც გთავაზობთ ბლოკჩეინ გადაწყვეტილებებს უძრავი ქონებისთვის. მისი მიზანი  მსოფლიოში უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ტრანზაქციების უფრო სწრაფად, იაფად და უსაფრთხოდ განხორციელების ხელშეწყობაა. Propy-ის მეშვეობით, შეგიძლიათ შეიძინოთ, გაყიდოთ და იქირაოთ ქონება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ბლოკჩეინ  ტექნოლოგიისა და სმარტ კონტრაქტების მეშვეობით. ასევე, ნებისმიერი ობიექტის ტოკენიზაცია და ვაჭრობა შესაძლებელია NFT-ის სახით.

CoinGecko-ს თანახმად, პროექტის ნატიური ტოკენის, PROPY-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $27 მლნ-ს შეადგენს. საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობა - $300,000.

Labs Group

Labs Group არის პლატფორმა, რომელიც ბლოკჩეინ ტექნოლოგიას უძრავი ქონების ინვესტირების პროცესში პრაქტიკულობისა და ეფექტურობის უზრუნველსაყოფად იყენებს.

პლატფორმაზე შესაძლებელია ინვესტიციის ჩადება უძრავ ქონებაში, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი არ არის. ამისათვის გამოიყენება ტოკენები, რომლებიც უძრავი ქონების წილებს ასახავს.

Labs Group-ის კიდევ ერთი საინტერესო გადაწყვეტილება არის პროექტი Staynex, რომელიც შემუშავდა რეკრეაციული სფეროსთვის - კურორტები, ვილები და სასტუმროები. სპეციალური საშვის, Staynex Pass-ის საშუალებით, შესაძლებელია დასასვენებელ ადგილებში თქვენი გაჩერების ტოკენიზაცია და ამის კონვერტაცია ბონუსებსა და პრიზებში.

ტოკენ LABS-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $4 მილიონს შეადგენს.

Realio Network

Realio Network იყენებს ბლოკჩეინის ტექნოლოგიას, რათა უზრუნველყოს იურიდიული კონტროლი და გამარტივება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ტრანზაქციებში. Realio Network გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ტრადიციულ პროცესებთან დაკავშირებულ დროებით  ხარჯებს ამცირებს. აქ შესაძლებელია ინვესტირება უძრავ ქონებაში ბაზრის მთავარ მოთამაშეებთან ერთად, ვაჭრობა P2P-ის საშუალებით, ან  DeFi სექტორის მეშვეობით უძრავი ქონების ობიექტების გადაქცევა პასიური შემოსავლის წყაროდ.

Realis Network-ის ნატიური აქტივი არის RIO ტოკენი, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $2 მლნ არის.

Atlant

Atlant არის კრიპტოვალუტური პროექტი, რომელიც უძრავი ქონების ტოკენების სავაჭრო პლატფორმას გვთავაზობს. Atlant საშუალებას აძლევს ინვესტორებს, შეიძინონ ტოკენები, რომლებიც უძრავი ქონების წილებს ასახავს და მიიღონ მოგება ამ აქციების გაქირავებით, ან გაყიდვით. ასევე შემოთავაზებულია ინსტრუმენტები ქონების მართვის პროცესის ავტომატიზაციისთვის, გადახდის სისტემებისა და ტრანზაქციის მართვის ჩათვლით.

Atlant-ის პლატფორმაზე უძრავ ქონებასთან ურთიერთქმედებაზე პასუხისმგებელია ტოკენი ATL. დამატებით, პროექტი მომხმარებლებს სთავაზობს კრიპტოვალუტის გაცვლის დეცენტრალიზებულ პლატფორმას, სადაც შესაძლებელია ვაჭრობა BTC-ით, ETH-ითა და სხვა ვალუტით, ასევე ფიატის მეშვეობით მონეტების ყიდვა.

ნატური ტოკენ ATL-ის კაპიტალიზაცია $1 მილიონზე ნაკლებია.

Binaryx

შედარებით ახალი Web3 პროტოკოლი, რომლის სპეციალიზაცია უძრავი ქონების დეცენტრალიზაცია და ტოკენიზაციაა. პროექტი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში შენობებს ყიდულობს და ახდენს მათ ტოკენიზაციას, თანაბარ NFT ფრაგმენტებზე დაყოფით. თითოეულ ინვესტორს სახლის შეძენა და საკუთარი წილის მიხედვით პროპორციული შემოსავლის მიღება შეუძლია.

პირველი $170 000-იანი პენტჰაუსი ბალიზე 1 დღეში გაიყიდა. მომხმარებლის მინიმალური შენატანი, ანუ სახლის ერთი ტოკენის  ღირებულება $50-ს შეადგენდა. ახლა პროგნოზირებული შემოსავალი ამ ობიექტის იჯარიდან წლიურ 22%-ს შეადგენს.

Binaryx არ უნდა აგვერიოს ამავე სახელწოდების კრიპტოვალუტურ ბირჟასთან, რომელსაც იდენტური სახელი, მაგრამ განსხვავებული დომენი გააჩნია. 
სახლის გაყიდვა NFT ფრაგმენტების მეშვეობით (app.binaryx.com)

სახლის გაყიდვა NFT ფრაგმენტების მეშვეობით (app.binaryx.com)