მუსიკა მრავალი სფეროდან ერთ-ერთია, სადაც ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება მონაცემთა შესანახად და დასამუშავებლად შეიძლება.
კრიპტოვალუტის სფერო კარგად გამოდგება სტრიმინგ მუსიკალური პლატფორმებისა და სერვისების, Listen-To-Earn პროექტების, NFT მარკეტფლეისების შესაქმნელად, რომლებიც მუსიკალური ნაწარმოებებით, სიმღერებით, აუდიოჩანაწერებითა და მათი საავტორო უფლებებით ვაჭრობაზეა ორიენტირებული.
ჩვენ 5 ყველაზე პოპულარული მუსიკალური კრიპტო-სტარტაპი შევაგროვეთ, რათა მათი თავისებურებები და რეალურ სამყაროში გამოყენება გაჩვენოთ.
Audius
სტრიმინგის პლატფორმა, რომელიც შექმნილია ყველა მუსიკოსისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვისაც რომელიმე ლეიბლთან კონტრაქტი აქვს. აქ შეგიძლიათ, საკუთარი ფანების ბაზა შექმნათ, საავტორო ნამუშევრები, აუდიოჩანაწერები და სიმღერები გამოაქვეყნოთ, ასევე პროექტის ტოკენებში ჯილდო მიიღოთ. ეს ყველაფერი კი ხმისჩამწერ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების გარეშეა შესაძლებელი.
სერვისზე არაერთი პოპულარული არტისტია წარმოდგენილი, მათ შორის კეტი პერი, Nas, Jason Derudo, Skrillex. თავად აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც დესკტოპის, ასევე IOS-სა და Android-სთვის განკუთვნილი მობილური ვერსიის სახით.
შიდა ტოკენი AUDIO ხელოვნებისთვის ჯილდოს გადასახდელად, დეცენტრალიზებული და გამჭვირვალე ქსელის უზრუნველსაყოფად, ასევე DAO-ს შემადგენლობაში პლატფორმის მართვისთვის გამოიყენება. AUDIO-ს მიმდინარე ღირებულება $0,13-ია, ხოლო საბაზრო კაპიტალი $119 მილიონის შეადგენს.
AUDIO-ს ტოკენომიკა
Viberate
პროფესიონალური მუსიკალური პლატფორმა ტრანსლაციების, პირდაპირი ეთერების მონიტორინგისთვის, არტისტების სტატისტიკურ მონაცემებთან მუშაობისა და მუსიკალური ნაწარმოებებისთვის. ფაქტობრივად, Viberate ყველა სტრიმინგ სერვისიდან წამოსული მუსიკალური ინფორმაციის აგრეგატორია. აქ შეგიძლიათ, ნებისმიერი შემსრულებლის მახასიათებლებს, სტრიმინგის სტატისტიკას, ფანების ბაზის ზრდის ტემპს ადევნოთ თვალი. ახალგაზრდა პროდიუსერებისა და მენეჯერებისთვის ნიჭის აღმოჩენის ინსტრუმენტია ხელმისაწვდომი, რომელიც, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პერსპექტიულ შემსრულებლებს პოულობს.
ტოკენი VIB შიდა ანგარიშსწორებისა და სავაჭრო ოპერაციებისთვის გამოიყენება, ასევე Viberate-ის ფასიანი ფუნქციების გამოწერაში ეხმარება. VIB-ის კაპიტალიზაცია 12 მილიონია, საბაზრო ღირებულება $0.068-ს შეადგენს. მონეტა ბლოკჩეინ Ethereum-ზეა ამოქმედებული.
პლატფორმა Viberate-ის სტატისტიკური მონაცემები (viberate.com)
Opulous
პლატფორმა როგორც ახალგაზრდა ნიჭიერების განვითარებაზე, ასევე მათთვის დაფინანსების მოზიდვაზეა ორიენტირებული. ნებისმიერ საცალო ინვესტორს, რომელიც Opulous-ზე დარეგისტრირდება, შეუძლია, მომავალი ვარსკვლავი შეარჩიოს და მის განვითარებაში ინვესტიცია ჩადოს. ეს შესაძლებლობა MFT-ის (Music Fungible Tokens) შეძენის გზით არის შეთავაზებული.
მომხმარებლებს, მუსიკალური ნაწარმოების ავტორის მხარდასაჭერად, MFT-ის ყიდვა, ვაჭრობა და გაყიდვა, ასევე როალთის სახით არტისტის შემოსავლის ნაწილის მიღება შეუძლიათ.
ტოკენ OPUL-ის მფლობელები პლატფორმაზე მიმდინარე ყველა აქტივობაში მონაწილეობის პრიორიტეტულ შესაძლებლობას იღებენ, ასევე მათ მონეტის სტეიკინგი და პასიური შემოსავლის მიღება შეუძლიათ. OPUL ბლოკჩეინებზე Algoland, BSC და Ethereum არის გაშლილი. ტოკენის ღირებულება $0.05-ია, პროექტის კაპიტალიზაცია $8.5 მილიონს შეადგენს.
OPUL-ის ტოკენომიკა (whitepaper)
Rhythm
პროექტი, დიდი აუდიო მეტავერსის შექმნის გზით, მთელი მუსიკალური ინდუსტრიის ტოკენიზაციას ისახავს მიზნად. აქ სტრიმინგის სერვისი, NFT-ები, მომხმარებლებისა და შემსრულებლებისთვის განკუთვნილი ჯილდოები, ინვესტიციების მიღების შესაძლებლობა, ასევე 100 მილიონზე მეტი სიმღერაა ხელმისაწვდომი.
ოფიციალური ვებ-გვერდზე შიდა DEX-პლატფორმის საშუალებით ტოკენის ყიდვის შესაძლებლობაცაა ინტეგრირებული. პროდუქტების უმეტესობა კი, როგორიცაა სავაჭრო პლატფორმა, NFT, მობილური აპლიკაცია, ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.
ტოკენი RHYTHM ქსელ BSC-ზეა აგებული. საბაზრო კაპიტალიზაცია 1 მილიონია, ტოკენის ფასი $0.00007-ს შეადგენს.
Rhythm-ისა და სხვა მუსიკალური სერვისების შედარება (Whitepaper)
ModaDao
პროექტის განვითარების მთავარი ვექტორი დიდი მუსიკალური ეკოსისტემის შექმნაა. ModaDao ინფრასტრუქტურასა და ინსტრუმენტებს მუსიკალური საზოგადოებების, NFT-მარკეტფლეისებისა და ინოვაციური ლაბორატორიის შესაქმნელად აშენებს. მთავარი ამოცანა მუსიკალური სფეროს დეცენტრალიზაციის უზრუნველყოფაა ისე, რომ უსაფრთხოება და სხვა მახასიათებლები არ დაზარალდეს.
სტეიკინგის, ხმის მიცემის და NFT-ს ფუნქციები ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია. ოფიციალურ ვებ-გვერდზე შექმნილია დეტალური სქემა, როგორ იმუშავებს ModaDao-ს ინფრასტრუქტურა.
მშობლიური ტოკენი MODA 5 ქსელზეა ამოქმედებული. საბაზრო ღირებულება $0,19-ია, კაპიტალიზაცია 1 მილიონს არ აღემატება.
ModaDao-ს მუშაობის სტრუქტურა
დღევანდელი სიიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მუსიკალური ნიშა ბლოკჩეინის სფეროში საკმარისად განვითარებული ჯერ კიდევ არ არის. პროექტების უმეტესობას მცირე კაპიტალიზაცია და ვაჭრობის მოცულობა აქვს, რაც მათ, საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოს ხდის.
ბევრი სტარტაპი ბირჟებზე ჯერ ტოკენის წინასწარ ლისტინგს ირჩევს და მხოლოდ ამის შემდეგ, მიღებულ სახსრებზე პროექტის განვითარებას. უფრო მეტი მუსიკალური პროექტის პოვნა ანალიტიკურ ვებ-გვერდებზე Coingecko და Coinmarketcap, ტეგით "music" არის შესაძლებელი. აქვე წარმოდგენილია ინფორმაცია ბირჟების შესახებ, სადაც შერჩეული ტოკენებით ვაჭრობენ.