5 DeFi აპლიკაცია SUI-ს ბლოკჩეინზე

icon SUI
icon FOR
ფოტო - 5 DeFi აპლიკაცია SUI-ს ბლოკჩეინზე
საჯარო ტესტნეტის ამოქმედების შემდეგ, SUI-ს ბლოკჩეინი ათობით DeFi აპლიკაციითა და dApp-ით შეივსო, რომელთა ტესტირება უკვე შესაძლებელია.
Mysten Labs-ის გუნდის ინფორმაციით, SUI-ს მთავარი ქსელი, საკუთარი ნატიური ტოკენით, უკვე 2023 წლის მაისში ამოქმედდება. ახლახან Testnet-ის ამოქმედებას კი მოჰყვა უამრავი აპლიკაციის განლაგება, რომლებიც Mainnet-ში მუშაობას, სავარაუდოდ, მისი ოფიციალური ამოქმედების შემდეგ დაიწყებენ. 

ამ სტატიაში ჩვენ შევაგროვეთ 5 ყველაზე პოპულარული dApp SUI-ს ბლოკჩეინზე. მათი გამოყენება ახალ ქსელთან ადაპტირებაში და მისი გამოყენების სწავლაში დაგეხმარებათ. SUI-ს ტოკენომიკაში 6% გამოყოფილია საზოგადოების ჯილდოებისთვის, ამიტომ პლატფორმებთან ურთიერთქმედება Testnet-ში, პოტენციური მოგების თვალსაზრისით, მიმზიდველი სტრატეგიაა.

Suiswap

ერთ-ერთი უმსხვილესი დეცენტრალიზებული ბირჟა SUI-ზე. ინტერფეისი DEX ბირჟების უმეტესობის მსგავსია: შესაძლებელია ტოკენების გაცვლა, ლიკვიდობის პულებში აქტივების განთავსება და მონეტების სტეიკინგის სანაცვლოდ პასიური შემოსავლის მიღება.

საინტერესოა, რომ Suiswap-ზე შეგიძლიათ, გამოიცვალოთ ბევრი სატესტო მონეტა, მაგალითად, ETH, BTC, USDT, SOL და სხვა. ეს საკმაოდ მოსახერხებელია, თუ გავითვალისწინებთ, რომ DEX პლატფორმებზე აქტივობებისთვის მომხმარებელი მრავალფეროვან აქტივებს უნდა ფლობდეს.
დეცენტრალიზებული პლატფორმა Suiswap-ის ინტერფეისი

დეცენტრალიზებული პლატფორმა Suiswap-ის ინტერფეისი

BlueMove

NFT მარკეტპლეისი სინქრონიზებულია პროგრამირების ენასთან  Move. ამიტომ, სავაჭრო პლატფორმა ჯერ Aptos-ის ბლოკჩეინზე ამოქმედდა, ახლა კი SUI-ის სატესტო ქსელშია ხელმისაწვდომი. BlueMove-ზე შეგიძლიათ, შექმნათ თქვენი საკუთარი ტოკენები, გაყიდოთ ისინი და იყიდოთ სხვა ავტორების შემოქმედება.

SUI-ის სატესტო ქსელშიც კი მარკეტპლეისმა პოპულარობა სწრაფად მოიპოვა. ახლა ზოგიერთი NFT-ის მინიმალური ფასი 500 SUI-ს შეადგენს. დიახ, სატესტო ტოკენებს რეალურ ფულზე ვერ იყიდით, მათი მიღება კი საკმაოდ რთულია. მაგალითად, Discord-ის მეშვეობით ერთ მომხმარებელს მხოლოდ 5 SUI-ის გატანა შეუძლია, საფულის შიდა ონკანის მეშვეობით კი - მხოლოდ ერთის. ასე რომ, ადამიანებმა, NFT-ების შესაძენად და გუნდისგან ჯილდოს იმედით, ტოკენების დიდი რაოდენობის დაგროვება დაიწყეს.
BlueMove-ზე NFT-კოლექციების სტატისტიკა

BlueMove-ზე NFT-კოლექციების სტატისტიკა

Dmens

ეს არის სოციალური ქსელი Sui Testnet-ში. ცნობილ სოციალურ ქსელებთან შედარებით, Dmens-ის ინტერფეისი Twitter-ს უფრო ჰგავს. აპლიკაციის გამოყენებამდე საჭიროა პროფილის შეცვლა მონეტა SUI-ის მეშვეობით. ამის შემდეგ პირად კაბინეტში გამოჩნდება მომხმარებლის დეტალები: NFT-ების რაოდენობა ანგარიშზე, პოსტების მრავალფეროვნება, მოწონებებისა და გამომწერების რაოდენობა.

ნებისმიერი პოსტის შესაფასებლად, ან კომენტარისთვის, საკომისიო მონეტა SUI-ში უნდა გადაიხადოთ, ამიტომ Dmens-ზე ნებისმიერი ქმედება წარმოადგენს ტრანზაქცის, რომელიც ბლოკჩეინში ხვდება.

MovEX

კიდევ ერთი მსხვილი დეცენტრალიზებული პლატფორმა. MovEX საკუთარ თავს პოზიციონირებს, როგორც პირველ DEX-ს SUI-ზე და გთავაზობთ მთელ რიგ ინსტრუმენტებს, როგორიცაა ტოკენების სვოპი, ლიკვიდობის ფარმინგი, პოტენციური სალიმიტო ორდერები და ონკანი სატესტო მონეტებისთვის.

MovEX-თან დაკავშირება შესაძლებელია Martian, Sui, Suiet, Ethos და BeetKeep საფულეების მეშვეობით.

Souffl3

ბრაუზერული NFT ბაზარი. სხვა სავაჭრო პლატფორმებისგან განსხვავებით, Souffl3 გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ინსტრუმენტს, როგორიცაა ხმის მიცემა თქვენი საყვარელი NFT კოლექციისთვის, ისევე როგორც ლაუნჩპადი ახალგაზრდა პროექტებისთვის, რომლებიც საკუთარი ნამუშევრების SUI-ზე განლაგებას  გადაწყვეტენ. 

პლატფორმას აქვს ნატიური NFT, რომლის მინთი ახლა 4.5 SUI ჯდება. თუმცა ადრე ამ აქტივის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ ქსელის საკომისიოს გადახდის შემდეგ. მაგრამ SUI Testnet-ის მაღალი მოთხოვნისა და აქტიური გამოყენების გამო, ყველა NFT-ის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, თუნდაც სატესტო ტოკენებში.

უნიკალური NFT Souffl3-ისგან 250 000-ზე მეტმა მისამართმა მიიღო.
NFT პლატფორმისგან Souffl3

NFT პლატფორმისგან Souffl3