5 პოპულარული DeFi პროექტი zkSync Era ქსელში

ფოტო - 5 პოპულარული DeFi პროექტი zkSync Era ქსელში
Mainnet-ის ამოქმედების შემდეგ, zkSync Era-ს ბლოკჩეინს თანდათან ემატება პროექტები, რომლებთანაც ქსელში ურთიერთქმედება უკვე შესაძლებელია.
DeFi აპლიკაციების უმეტესობა არ იყო განთავსებული zkSync-ზე იმ დროს, როდესაც პროექტი Lite სტადიაში იმყოფებოდა. Mainnet-ში გადასვლამ ეს შეცვალა და ახლა zkSync-ის ეკოსისტემა სწრაფად  ვითარდება.

ამ სტატიაში განვიხილავთ 5 ყველაზე პოპულარულ პროექტს zkSync-ზე მომხმარებელთა შორის. ქსელის მონაწილეები აქტიურად ურთიერთქმედებენ აპლიკაციებთან, რათა მომავალში ბლოკჩეინისგან რეტროდროპი მიიღონ. ამიტომ, ამ პროექტებთან მუშაობამ შეიძლება პოტენციურად გაზარდოს ჯილდოები.

ZkSyns Bridge

zkSync Era-ს ამოქმედებისთანავე, ბლოკჩეინი აღმოჩნდა Ethereum-ზე გაზის შვიდ უმსხვილეს მომხმარებელთა შორის. ეს მოხდა zkSync Bridge-ის აქტიური გამოყენების გამო, რომელიც ქსელებს შორის კროსჩეინ ტრანსფერის განხორციელების საშუალებას იძლევა.

სწორედ ხიდია პირველი და მთავარი აპლიკაცია, რომელიც zkSync Era-ს ქსელთან მუშაობის დასაწყებად უნდა იყოს გამოყენებული. ოფიციალური კროსჩეინ ხიდები ხშირად ხდებოდა რეტროდროპის მიღების კრიტერიუმი ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა Arbitrum. აღსანიშნავია ისიც, რომ ტრანზაქციების მიხედვით ყველაზე დიდ დატვირთვას თავის თავზე სწორედ კროსჩეინ ხიდები იღებს, ამიტომ გადარიცხვებს შეიძლება ერთი საათიდან რამდენიმე დღემდე დასჭირდეს.
zkSync Era-ს კროსჩეინ ხიდი (bridge.zksync.io/)

zkSync Era-ს კროსჩეინ ხიდი (bridge.zksync.io/)

Syncswap

ეს არის დეცენტრალიზებული პლატფორმა zkSync Era-ზე, ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ტოკენების გაცვლის შესაძლებლობა გახსნა. აქ შეგიძლიათ, დააკონვერტიროთ თქვენი საკუთარი ETH აქტივები USDT-ში, MATIC-ში, BUSD-ში, BNB-სა და სხვა ტოკენებში. განყოფილებაში "Pool" შეგიძლიათ, დაამატოთ საკუთარი ლიკვიდობა და მიიღოთ პასიური შემოსავალი.

2023 წლის მარტის ბოლოს, DEX Syncswap-მა საკუთარი ტოკენის გამოშვება ოფიციალურად დააანონსა. მისი მიღება შესაძლებელია პლატფორმაზე აქტივობებისთვის (მაგალითად, ტოკენის გაცვლა, ან ლიკვიდობის ფარმინგი). რაც უფრო მეტი ტრანზაქცია აქვს მომხმარებელს, მით მეტ მონეტა SYNC-ს მიიღებს ის ოფიციალური ლისტინგის შემდეგ. დარიცხული SYNC მონეტების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია  განყოფილებაში "Rewards". 
დეცენტრალიზებული პლატფორმა Syncswap-ის (syncswap.xyz) სამუშაო ინტერფეისი

დეცენტრალიზებული პლატფორმა Syncswap-ის (syncswap.xyz) სამუშაო ინტერფეისი

Mute

ეს კიდევ ერთი DEX-ია ავტომატური მარკეტმეიკერითა და ლიკვიდობის დამატების ფუნქციების  მხარდაჭერით. აქ შეგიძლიათ, გაცვალოთ ტოკენები, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი zkSync-ის ქსელის სხვა ბირჟებზე, მაგალითად WISP, zCULT, ZKRICE და სხვა.

Mute მომხმარებლებს სთავაზობს ჩაშენებულ პორტფოლიოს საკუთარი აქტივების მონიტორინგისთვის. ლიკვიდობის პულების შემოსავლიანობა ზოგიერთ სავაჭრო წყვილში წლიურ 40%-ს აღემატება. WETH/USDT სავაჭრო წყვილის APY 29%-ს შეადგენს.

პლატფორმას უკვე აქვს საკუთარი ტოკენი, რომელიც ჩართულია ფარმინგის კამპანიებსა და DAO-ს მექანიზმში. აქტივის კაპიტალიზაცია ამ დროისთვის $50 მილიონს შეადგენს.
DEX Mute-ის სამუშაო ინტერფეისი (mute.io)

DEX Mute-ის სამუშაო ინტერფეისი (mute.io)

SpaseFI

Web3 პლატფორმის კროსჩეინი DEX-ით, NFT-ებით, Starter-ითა და DAO-თი Layer2 ბლოკჩეინებზე, მათ შორის zkSync Era-ზე. ძირითადი აქტივობები, რამაც შეიძლება დროპი გამოიწვიოს, არის ტოკენების გაცვლა და ლიკვიდობის დამატება. დაბლოკილი სახსრების მცირე რაოდენობის გამო, ფარმინგის პროგრამებში ზოგიერთი წყვილის შემოსავლიანობა 650%-ს შეადგენს.

NFT  მარკეტპლეისზე შესაძლებელია NFT-ების შეძენა, რომლებიც ეძღვნება პლანეტებსა და სხვადასხვა კოსმოსურ ობიექტს, ხოლო xSPASE ბლოკის მეშვეობით შეგიძლიათ, დაბლოკოთ ნატიური SPASE ტოკენები და გახდეთ DAO-ს წევრი, მიიღოთ ჯილდოები სტეიკინგისთვის და ასევე სხვა პრიზები.
NFT- მარკეტპლეისი Spase zkSync-ზე (app.spacefi.io)

NFT- მარკეტპლეისი Spase zkSync-ზე (app.spacefi.io)

Nexon Finance

ლენდინგური პროტოკოლი წლიური საპროცენტო განაკვეთით კრიპტოვალუტური დაკრედიტებისა და კრედიტორებზე საკუთარი სახსრების გასესხების ფუნქციებით. ამ დროისთვის შესაძლებელია ETH და USDC ტოკენებთან ურთიერთქმედება. პლატფორმაზე დაბლოკილი ლიკვიდობის მოცულობა $3,5 მილიონს შეადგენს.

LTV-ის მაჩვენებელი (Loan-To-Value, გაცემული თანხების ოდენობა დაბლოკილებთან მიმართებაში) 80%-ს აღწევს.
Nexon Finance-ის სამუშაო ინტერფეისი (nexon.finance)

Nexon Finance-ის სამუშაო ინტერფეისი (nexon.finance)

დასკვნა

ყოველდღიურად zkSync Era-ზე სულ უფრო მეტი პროექტი ჩნდება, ხოლო პოტენციური რეტროდროპის მისაღებად, საჭიროა ბევრი სხვადასხვა აქტივობის განხორციელება, თანაც რეგულარულად. ეს ყველაფერი ქსელში ანგარიშის ავტორიტეტსა და ტრანზაქციების საერთო ისტორიას ზრდის. 

არ დაგავიწყდეთ, რომ zkSync Era-ში ყველა ტრანზაქცია Mainnet-ში გადის. ამიტომ, სამუშაოს დაწყებამდე, საჭიროა,  პროექტები ყურადღებით შეისწავლოთ და აქტივების მართვაში საკუთარ რისკ მენეჯმენტს მიჰყვეთ.