IRS, Chainalysis და უკრაინა სანქციებისგან თავის არიდებას ებრძვიან

ფოტო - IRS, Chainalysis და უკრაინა სანქციებისგან თავის არიდებას ებრძვიან
საგადასახადო სამმართველომ (IRS) გააძლიერა იმ პირებზე თვალთვალი, რომლებიც პოტენციურად კრიპტოვალუტას სანქციებისგან თავის ასარიდებლად იყენებენ, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.
IRS-ის სისხლის სამართლის განყოფილება ანალიტიკურ ბლოკჩეინ-კომპანიასთან, Chainalysis-თან და უკრაინელ გამომძიებლებთან თანამშრომლობას იწყებს.   

IRS უკრაინელ სამართადამცველებს Chainalysis-ის ინსტრუმენტებზე წვდომის შესაძლებლობას აძლებს კრიპტოგამოძიებების ხელშეწყობის მიზნით.  სააგენტომ ასევე უზრუნველყო ტრენინგების ორგანიზება ვირტუალურ და ოფლაინ ბლოკჩეინ-ტრანზაქციებზე დაკვირვების მიზნით.  

«ინსტრუმენტების გაცვლა არა მარტო აშშ-ის ფინანსურ სისტემას, არამედ გლობალურ ეკონომიკას იცავს», — განაცხადა  IRS0-ის სისხლის სამართლის გამოძიების განყოფილების ხელმძღვანელმა ჯიმ ლიმ. მოსალოდნელია, რომ ინიციატივა გააუმჯობესებს აშშ-სა და უკრაინას შორის ინფორმაციის გაცვლას და ერთობლივი გამოძიებების ეფექტიანობას. 

რეგულატორები, ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები და პოლიტიკოსები გაფრთხილებით გამოდიან, რომ ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა რუსეთი და ირანი, კრიპტოვალუტა შეიძლება საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენონ. ამჟამად აშშ-ში Binance-ის წინააღმდეგ გამოძიება გრძელდება. ეს მსოფლიოში უმსხვილესი კრიპტობირჟაა და მას პლატფორმაზე რუსეთის მოქალაქეების უკანონო წვდომაში ადანაშაულებენ. 

გასული წლის აპრილში აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ შვეიცარიის BTC-მაინინგის კომპანიას BitRiver-ს,  სანქციები დაუწესა. ის რუსეთის მოქალაქეებისთვის ბუნებრივი რესურსების მონეტიზაციაში დაადანაშაულეს.   

ბოლო წლებში IRS კრიპტოვალუტაზე აქცენტს აძლიერებს, რადგანაც კრიპტა ფინანსური თაღლითობისთვის - ფულის გათეთრება, ბაზრით მანიპულირება, გადასახადებისგან თავის არიდება -  მოხერხებულ ინსტრუმენტად ითვლება. ცოტა ხნის წინ სააგენტომ გარკვეული ციფრული აქტივების კონფისკაცია განახორციელა.  მათ შორისაა რეკორდული, 3,6 მლრდ  დოლარის ბიტკოინების დაბრუნება. რომელიც 2016 წელს კრიპტოვალუტის ბირჟის, Bitfinex-ის გატეხვის დროს იყო მოპარული.   

ლის თქმით,  მხოლოდ 2022 წელს IRS-მა  $7  მილიარდის ოდენობის კრიპტოვალუტა ამოიღო.  

კომპანია Chainalysis, რომელიც ბლოკჩეინების ანალიზის საკუთარი ინსტრუმენტებით, მონაცემებით და გამოცდილებით არის ცნობილი, ადრე აშშ-ის სააგენტოებთან რამდენიმე საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლობდა.  ყველაზე გახმაურებული იყო $1 მლრდ-ის კონფისკაცია, რომელიც ყბადაღებული დარქნეტ-ბაზრიდან, Silk Road-დან იყო მოპარული.

GC
GN Crypto
ავტორი