ელექტრონული კომერციის ტრანსფორმაცია: როგორ იყენებს Amazon-ი AI-ს

ფოტო - ელექტრონული კომერციის ტრანსფორმაცია: როგორ იყენებს Amazon-ი AI-ს
Amazon-მა ხელოვნურ ინტელექტს (AI) მიწოდების ოპერატიულობის გაზრდის მიზნით მიმართა. სტეფანო პერეგო, Amazon-ის ვიცე-პრეზიდენტმა მომხმარებელთა მომსახურებასა და ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის გლობალური ოპერაციების სერვისებში, გააზიარა კომპანიის ხედვა ლოგისტიკის ოპტიმიზაციაში AI-ის ეფექტიანობის თაობაზე.
ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სატვირთო გადაზიდვებში. ტექნოლოგია გამოიყენება რუკების შედგენასა და მარშრუტების დაგეგმვაში ისეთი დინამიური ცვლადების გათვალისწინებით, როგორიცაა, მაგალითად, ამინდი. გარდა ამისა, მისი დახმარებით მომხმარებლები ეძებენ შესაბამის პროდუქტებს Amazon-ის პლატფორმაზე.

მაგრამ, Amazon-ისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების მთავარი ასპექტი არის საწყობების განლაგების ორგანიზება. პერეგომ აღნიშნა ამოცანის სირთულე: უნდა გადაწყდეს სად შეინახება თითოეული ნივთი, რათა შემცირდეს მანძილი და გაიზარდოს მიწოდების სიჩქარე. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით, რომელიც აანალიზებს მონაცემებს და პროგნოზირებს პროდუქტის მოთხოვნის მოდელებს, Amazon-ს შეუძლია დისტრიბუციის „რეგიონალიზაცია“ პროდუქციის მომხმარებელთა ბაზასთან უფრო ახლოს განთავსებით.

Amazon-ის რეგიონალიზაციის სტრატეგიას თავისი შედეგები მოაქვს: აშშ-ში შეძენილი ნივთების 74%-ზე მეტი ახლა რეგიონალური ლოჯისტიკისა და შეფუთვის ცენტრებიდან მოდის.

ხელოვნური ინტელექტის გარდა, Amazon-ის მუშაობაში წვლილი შეაქვს რობოტიკასაც. განსაკუთრებით რუტინული ამოცანების შესრულებისას, როგორიცაა სიმძიმის აწევა. კომპანიის ინფორმაციით, შეკვეთების 75%-ში გარკვეულ ეტაპზე რობოტებია ჩართული.

პერეგომ შრომის ბაზარზე  ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიზაციის გავლენის საკითხსაც შეეხო  და თანამედროვე ავტომატიზაციას უწოდა "მანქანის თანამშრომლობა ადამიანთან". მისი აზრით, ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების წყალობით, სამუშაო სპეციალობები უფრო გარდაიქმნებიან, ვიდრე გაუქმდებიან. Amazon-ის კონცეფციის თანახმად, შეკვეთების შესრულების ცენტრების თანამშრომლები სულ უფრო მეტად იქნებიან დაკავებულნი საპასუხისმგებლო ამოცანებით, ხოლო რობოტები შეასრულებენ მძიმე და რუტინულ სამუშაოს.

GC
GN Crypto
ავტორი