ბაზრის მანიპულატორების ხაფანგები

ფოტო - ბაზრის მანიპულატორების ხაფანგები
კრიპტოვალუტის ბაზარზე ბევრი მანიპულაცია ხდება როგორც აქტივების კურსებით, ასევე ვაჭრობის მოცულობებით. მათი ორგანიზატორები შეიძლება იყვნენ როგორც თავად ბირჟები, ასევე „ვეშაპები“, მიზანი კი ყოველთვის ერთია - „სუსტი ხელებიდან“ აქტივების უფრო იაფად წართმევა.
კრიპტოვალუტის ბაზარზე მანიპულირების გზები და მეთოდები არავის გამოუგონია - მათი მიგრაცია სასაქონლო, სავალუტო და საფონდო ბაზრებიდან მოხდა, სადაც ათწლეულების განმავლობაში იხვეწებოდა. მეორეს მხრივ, ყველა ბაზარი მასობრივი რეგულაციური წნეხის ქვეშ იმყოფება, ასეთი ქმედებები კი სერიოზულ სისხლის სამართლის სასჯელს ითვალისწინებს.

რაც შეეხება კრიპტოვალუტის ბაზარს, აქ სიტუაცია ოდნავ განსხვავებულია - ის უფრო თავისუფალი და დეცენტრალიზებულია, ამიტომ მარეგულირებლები მხოლოდ ეძებენ მასზე კონტროლის დამყარების გზას, როგორც ეს საფონდო ბირჟის შემთხვევაშია. მაგრამ ზოგიერთისთვის თავისუფლება თავაშვებულობას ნიშნავს, ამიტომ მაქინაციები და მანიპულაციები აქ თითქმის ყოველდღე ხდება, რაც ნიშნავს, რომ თქვენ მათი ამოცნობა და მათთვის წინააღმდეგობის გაწევა უნდა ისწავლოთ. სწორედ კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული მანიპულაციების სახეობებზე გვექნება შემდგომ საუბარი.

რა არის მანიპულაცია კრიპტოვალუტის ბაზარზე?

ბაზრის მანიპულაცია ბაზრის ზოგიერთი მონაწილის მიერ გარკვეული სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილი ქმედებაა, რომლის მიზანი დროის კონკრეტულ მონაკვეთში გარკვეული აქტივის ღირებულების გაზრდა, ან შემცირებაა მთელ ბაზარზე, ან ერთ ბირჟაზე, საკუთარი სარგებლისთვის. მანიპულაციური მეთოდების დახმარებით, თაღლითები (ეს ყველაზე შესაფერისი სახელია ასეთი „დილერებისთვის“) ცდილობენ, შეცდომაში შეიყვანონ ინვესტორები, დათესონ პანიკა მათ შორის, ან პირიქით,  შექმნან აჟიოტაჟური მოთხოვნა, რათა ნებისმიერი გზით აიძულონ ისინი, აქტივები მაქსიმალურად დაბალ ფასებში გაყიდონ. ასეთი მანიპულაციური ქმედებები ფასების მკვეთრ ზრდას იწვევს და კრიპტოვალუტის აქტივების შესაძენად და თაღლითებისთვის მაღალი შემოსავლის მისაღებად ხელსაყრელ პირობებს ქმნის. 

ბაზრებზე ნებისმიერი მანიპულირება, ან ინსაიდერული ინფორმაციით ვაჭრობა უმეტეს ქვეყნებში უკანონოა. პრობლემა ის არის, რომ მარეგულირებლებს, ან სამართალდამცავ ორგანოებს უჭირთ იმ ფაქტის გამოვლენა და დამტკიცება, რომ თაღლითებმა განახორციელეს დაგეგმილი ქმედებებს, რომლებმაც  ამა თუ იმ აქტივის კოტირების ცვლილება ხელოვნურად გამოიწვიეს.

მანიპულატორების მიერ დაგებული ხაფანგების სახეობები

პრაქტიკოსმა ტრეიდერებმა და საცალო ინვესტორებმა უნდა იცოდნენ და ისწავლონ ბაზრის მანიპულირების ყველაზე გავრცელებული ტექნიკის ამოცნობა. ეს ცოდნა დაგეხმარებათ, მანიპულაციის დროულად იდენტიფიცირება მოახდინოთ და უარი თქვათ ვაჭრობაზე ისე, რომ არ აღმოჩნდეთ თაღლითების ხაფანგში და შეინარჩუნოთ საკუთარი კაპიტალი. 

მოდით, განვიხილოთ ბაზრის მანიპულაციების ყველაზე პოპულარული სახეობები, რომლებიც ბაზრის დესტაბილიზაციისა და ტრეიდერების შეცდომაში შეყვანისკენაა მიმართულია.

პამპ&დამპი (Pump&Dump)

ამ მეთოდის წყალობით, თაღლითი ტრეიდერების ჯგუფი გარკვეული აქტივის ფასს "ბერავს", შემდეგ კი ჰაიზე სინქრონულად იცილებს, რითაც უზარმაზარ მოგებას იღებს და აზარალებს მათ, ვინც ღირებულების მაქსიმუმზე ყიდულობს. ეს მანიპულაცია შეიძლება განხორციელდეს როგორც რომელიმე ცალკეულ ბირჟაზე, ასევე მთელ ბაზარზე ("ვეშაპების" მონაწილეობით).

აქტივის ღირებულების "გასაბერად", თაღლითები ხშირად მიმართავენ გამოუცდელ ტრეიდერებს (Telegram-ში ახლაც შეიძლება უამრავი Pump&Dump არხის მოძებნა), რომლებიც, დიდი და სწრაფი მოგების მიღების ცდუნებას აყოლილები, მანიპულაციურ თავდასხმაში მონაწილეობას თანხმდებიან. მიუხედავად იმისა, რომ შედეგად ისინი ბანალურად მოტყუებულები და მინუსში დარჩებიან. მოგებას მიიღებენ მხოლოდ ორგანიზატორები, რომლებმაც ასეთი მანიპულაცია დაგეგმეს და განახორციელეს. უფრო ვრცლად Pump&Dump-ის შესახებ შეგიძლიათ ამ თემაზე მომზადებულ ცალკე სტატიაში წაიკითხოთ.
“Pump&Dump” მანიპულაციის მაგალითი გრაფიკზე

“Pump&Dump” მანიპულაციის მაგალითი გრაფიკზე

სპუფინგი (Spoofing)

ეს მანიპულაცია გულისხმობს დიდი რაოდენობით ორდერების  შექმნას გარკვეული კრიპტოაქტივის ყიდვა/გაყიდვის მიზნით მათი შესრულების განზრახვის გარეშე. შეკვეთები უქმდება, როგორც კი  ფასი მჭიდროდ ახლოვდება. ამ მანიპულაციის მიზანია, შექმნას შთაბეჭდილება, რომ ბაზარზე დიდი რაოდენობით გამყიდველები, ან მყიდველებია, რომლებსაც სწორედ ეს აქტივი და სწორედ ამ დროს აინტერესებთ. ასეთი მანიპულაციის წყალობით იქმნება ჩქარი აჟიოტაჟური მოთხოვნის, ან ტოტალური სეილის ილუზია, რამაც სხვა ინვესტორებზე გავლენა უნდა მოახდინოს და მათ მცდარი ოპერაციის შესრულებისკენ უბიძგოს. 

ამ სახეობის მანიპულაციის განხორციელება ჩვეულებრივ სავაჭრო ბოტებს ეკისრება. სწორედ რობოტებს შეუძლიათ მოკლე დროში (წამებში) დიდი რაოდენობით ტრანზაქციის გენერირება და ბაზარზე მნიშვნელოვანი აჟიოტაჟის ილუზიის შექმნა.

ფლეშინგი (Flashing)

ეს გარიგების შესრულების განზრახვის მოკლევადიანი დემონსტრირებაა (ორდერების განთავსება Order book-ში სულ რაღაც ერთი წამითა და მყისიერი გაუქმებით, რაც უფრო თვალის დახამხამებას ჰგავს - აქედან მოდის სახელწოდებაც). ასე ხელოვნურად ფორმირდება ცრუ წარმოდგენა კრიპტოაქტივების მიმდინარე საბაზრო ფასებზე.

ლეერინგი (Layering)

ეს თითქმის იგივეა, რაც სპუფინგი. მანიპულატორი ყიდვა/გაყიდვის ბევრ ორდერს ათავსებს, ოღონდ ამას ფასების სხვადასხვა დონეზე აკეთებს. გარიგებები, რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში უქმდება. თუმცა, ორივე Order book-ში მნიშვნელოვანი თანხების ოდენობის ორდერების არსებობა ტრეიდერების განწყობაზე ახდენს გავლენას და ყველაზე ხშირად ფასების ზრდას ან კლებას იწვევს. რთული მისახვედრი არაა, რომ ამით „ბრბოს“ პროვოცირება ხდება, რომ მან აქტივები გაბერილ ფასებში იყიდოს და დაბალ ფასებში გაყიდოს.

“ვეშაპების” ქმედებები (Whale moves)

"ვეშაპებად" ითვლებიან ინვესტორები (ყველაზე ხშირად ისინი ინსტიტუციონალურები არიან) ძალიან მნიშვნელოვანი სახსრების ოდენობის აქტივების პორტფელებით, რომლებსაც გარკვეული კრიპტოვალუტის დიდი მოცულობები აქვთ. ამიტომ, „ვეშაპების“ ნებისმიერი  ტრანზაქცია საჯარო პლატფორმებზე (არა OTC-ის საშუალებით) ფასებისა და ბაზრის რყევებს განაპირობებს. თუმცა, ასეთი ქმედებები შეიძლება ჩაითვალოს მანიპულაციურად მხოლოდ მაშინ, როდესაც ისინი ხორციელდება კრიპტოვალუტის ღირებულების ხელოვნურად შესაცვლელად და არა არსებული აქტივების სასწრაფო გაყიდვის შემთხვევაში, რაც ბაზარზე რაიმე პირდაპირი გავლენის მოხდენას არ ითვალისწინებს (თუმცა ამით სხვა ტრეიდერებისთვის არაფერი შემსუბუქდება).
ვეშაპების მიერ აქტივის გაყიდვის მაგალითი, რამაც კურსის მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია

ვეშაპების მიერ აქტივის გაყიდვის მაგალითი, რამაც კურსის მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია

უოშ-ტრეიდინგი (Wash trading)

ფიქციური ტრეიდინგის ეს საინტერესო ფორმაა  გულისხმობს ვაჭრობას აქტივის მესაკუთრის შეცვლის გარეშე. მანიპულატორი ათავსებს გაყიდვის ორდერს და ამავდროულად, ანალოგიურ ფასად ამ აქტივის შეძენის ორდერს ქმნის. ამრიგად, ხდება გარკვეული მოძრაობა, იზრდება ტრანზაქციების რაოდენობა, იზრდება ვაჭრობის მოცულობა, მაგრამ აქტივის მფლობელი უცვლელი რჩება. რამდენიმე ათეულ ასეთ wash-ტრეიდერს ნებისმიერი ბირჟის სტატისტიკის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება შეუძლია, არადა რეალურად, აქტივების მოძრაობა არ მოხდება. ამ მანიპულაციას ხშირად იყენებენ მარკეტმეიკერები, რომლებიც მუშაობენ გარკვეული ბირჟის, ან პროექტის სასარგებლოდ (იმის შესახებ, თუ ვინ არიან ისინი და რა არის მათი ქმედებების მიზანი, უკვე ვწერდით). 
"Wash Trading-ის" ტიპის მანიპულაციის მაგალითი, რომელიც Order book-ში შესამჩნევია

"Wash Trading-ის" ტიპის მანიპულაციის მაგალითი, რომელიც Order book-ში შესამჩნევია

როდესაც ასეთ ქმედებებს შეთქმულებაში მყოფი ორი ტრეიდერი ახორციელებს, ასეთ მანიპულაციას ორმაგი შეთანხმება ან ორდერების დაწყვილება ეწოდება.

ორმაგი გარიგება, რომელიც ბოტების დახმარებით სრულდება, "პინგ-პონგ" მანიპულაციის სახელითაა ცნობილი.

მედიამანიპულაცია, ანუ "ყალბი ამბები" (Fake News)

მანიპულაცია გარკვეულ აქტივთან პირდაპირ, ან ირიბად დაკავშირებული სხვადასხვა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით ხდება: ჭორები ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობის შესახებ, სავარაუდო ლისტინგი ტოპ ბირჟებზე, პროექტის ერთ-ერთი თანადამფუძნებლის სისხლისსამართლებრივი დევნა, მონეტების მნიშვნელოვანი რაოდენობის ჩამოსხმა, რომლებიც პულში დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა და ა.შ.

ასეთი ინფორმაციების შემოგდება შეიძლება გახდეს აქტივის ღირებულების საგრძნობი ცვლილების კატალიზატორი. მაგალითად, როგორც კი ჩნდება ხმები რომელიმე ტოკენის (თუნდაც შიტკოინის) ლისტინგის შესახებ ისეთ კრიპტობირჟაზე, როგორიცაა Binance ან Huobi, ტრეიდერები დაუყოვნებლივ იწყებენ ამ აქტივის ყიდვას, მისი ფასის გაზრდის მოლოდინში. ასევე პირიქით, როგორც კი გამოჩნდება ინფორმაცია ცნობილი ბირჟიდან ტოკენის დელისტინგის შესახებ, ტრეიდერები აქტიურ გაყიდვას იწყებენ და ფასი ეცემა.
მედიამანიპულაციის მაგალითი

მედიამანიპულაციის მაგალითი

არსებობს მანიპულაციის სხვა ფორმებიც, მაგალითად, „ფრონტალური მანიპულაცია“ - ეს არის ვითომდა ინსაიდერული ინფორმაციის შემოგდება, რომელიც შეიძლება ყალბიც იყოს, „დათვური რეიდი“ და ა.შ. მაგრამ ისინი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის არ არიან ისეთი აქტუალურები, როგორც როგორც ზემოთ ნახსენები მაგალითები.

ივაჭრეთ ჭკვიანად და ნუ ვარდებით მანიპულატორების ხაფანგებში!