ფლორიდის გუბერნატორი ნებისმიერი CBDC-ის წინააღმდეგია

ფოტო - ფლორიდის გუბერნატორი ნებისმიერი CBDC-ის წინააღმდეგია
აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა მკაცრად გააკრიტიკა ციფრული დოლარის დანერგვა აშშ-ის ტერიტორიაზე და კერძოდ, ფლორიდის შტატში. უფრო მეტიც, მან დააინიცირა შტატის კანონში ცვლილებების შეტანა, რითაც ფლორიდაში CBDC-ის გამოყენება აკრძალა.
ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი აანონსებს ცვლილებებს ადგილობრივ კანონმდებლობაში, რათა დაიცვას ფლორიდის მაცხოვრებლები ფედერალური ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტისგან (CBDC), რომელიც მოქალაქეებზე ჭარბი სახელმწიფო კონტროლის საშუალებას წარმოადგენს.
 
გუბერნატორ დესანტისის წინადადება ითვალისწინებს ცვლილებებს ფლორიდის ერთიან კომერციულ კოდექსში, რათა შტატში ფულის სახით ფედერალური, ან ნებისმიერი სხვა უცხოური CBDC-ის გამოყენება ერთმნიშვნელოვნად აიკრძალოს.
 
CBDC-ში გუბერნატორი ხედავს "ბაიდენის ადმინისტრაციის იარაღს“, რომელიც მიმართულია ფინანსური სექტორისა და აშშ-ის მოქალაქეების წინააღმდეგ.
რონ დესანტისი ფლორიდის შტატის ტერიტორიაზე ნებისმიერი CBDC-ის არსებობის წინააღმდეგია

რონ დესანტისი ფლორიდის შტატის ტერიტორიაზე ნებისმიერი CBDC-ის არსებობის წინააღმდეგია

აღსანიშნავია, რომ დესანტისი რესპუბლიკური პარტიის წევრია, რომელიც ოპოზიციაშია ამჟამინდელ მმართველ დემოკრატიულ პარტიასთან, რომელსაც ბაიდენი წარმოადგენს. მაშასადამე, მოქალაქეთა თავისუფლებებისა და უფლებების დარღვევის გამო სამართლიანი აღშფოთების გარდა, აქ, რა თქმა უნდა, პოლიტიკაც არის გარეული. აბა რანაირად ამის გარეშე აშშ-ში?!
 
დესანტისის საკანონმდებლო ინიციატივა იცავს შტატის ფიზიკურ პირებსა და საწარმოებს ფედერალური CBDC-ისგან შემდეგი გზით:

  • ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (ფედერალური სარეზერვო ბანკის ციფრული დოლარი) ფულის სახით გამოყენების პირდაპირი აკრძალვა, ფლორიდის ერთიან კომერციულ კოდექსში (UCC) შესაბამისი ცვლილებების შეტანით;
  • სახელმწიფო ციფრული ვალუტების გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესება უცხოური ცენტრალური ბანკების მიერ ემიტირებული ნებისმიერი CBDC-ის აკრძალვის გამო, განსაკუთრებით თუ მათ წინააღმდეგ სანქციები მოქმედებს;
  • მოწოდება სხვა სახელმწიფოების მიმართ, შეუერთდნენ ფლორიდის ინიციატივას და დააწესონ მსგავსი აკრძალვები თავიანთ კომერციულ კოდექსებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით CBDC-ს კონცეფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
ბაიდენის ადმინისტრაციის ძალისხმევა მიმართულია ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის, როგორც ზედამხედველობისა და კონტროლის ინსტრუმენტის დანერგვაზე“, - განაცხადა გუბერნატორმა რონ დესანტისმა. - ჩვენი ინიციატივა დაიცავს ფლორიდის მომხმარებლებსა და კომპანიებს „ცენტრალიზებული ციფრული დოლარის“ უგუნური მიღებისგან, რომელიც ცდილობს, ჩაახშოს ინოვაციები და ხელს შეუწყობს მთავრობის მიერ სანქცირებულ ზედამხედველობასა და კონტროლს. ფლორიდა არ დადგება ეკონომიკური "ბადრაგების" მხარეს. ჩვენ არ ვიღებთ პოლიტიკას, რომელიც საფრთხეს უქმნის (ჩვენი მოქალაქეების) პიროვნულ ეკონომიკურ თავისუფლებასა და უსაფრთხოებას
გუბერნატორი დესანტისი უკან არ იხევს, როდესაც საქმე სამოქალაქო უფლებების დაცვას ეხება. ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა არის ფედერალური მთავრობის ინსტრუმენტი, რომლის მეშვეობით მას შეუძლოა, თვალყური ადევნოს ყველა ტრანზაქციას, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ხორციელდება”, - განაცხადა შტატის ფინანსურმა დირექტორმა, ჯიმი პატრონისმა. - “კონფიდენციალურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ხდება მისი წართმევა, ეს უკვე ადამიანის უფლებების ხელყოფაა. ისევე, როგორც ფლორიდა ებრძვის ფედერალურ საგადასახადო სისტემას, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ამ პროექტსაც. სწორედ ასე ვიცავთ (ჩვენი მოქალაქეების) თავისუფლებას, ნებასა და კეთილდღეობას
ეს წინადადება აძლიერებს გუბერნატორ დესანტისის მნიშვნელოვან მიღწევას, რომელიც ფედერალური მთავრობის გადაჭარბებულ ზეწოლას უწევს წინააღმდეგობას, - აღნიშნა Foundation for Government Accountability გენერალურმა დირექტორმა ტარენ ბრეგდონმა. - ჩვენს ბანკნოტებზე წერია "ღმერთის გვწამს". ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა ცვლის ამ სიტყვებს შემდეგზე: „მთავრობის გვწამს“. ეს არასწორია და მე მადლობელი ვარ გუბერნატორის, რომ აგრძელებს ციფრულ ვალუტასთან, როგორც ფედერალური ბიუროკრატების იარაღთან ბრძოლას
ფლორიდის გუბერნატორის მოწოდება უკვე მოისმინა და მხარი დაუჭირა ტეხასის სენატორმა ტედ კრუზმა, რომელიც ასევე გამოვიდა კანონპროექტის ინიციატივით, რომელიც უკრძალავს ფედერალურ სარეზერვო სისტემას დანერგოს საკუთარი ციფრული ვალუტა, რომელიც საცალო კლიენტებზეა ორიენტირებული.
 
როგორც ვხედავთ, აშშ-ში მატარებელი სახელწოდებით "შტატების ომი ფედერალური CBDC-ის წინააღმდეგ" გაემგზავრა და მისი სიჩქარე სწრაფად მატულობს...