Trust Wallet უშვებს ბრაუზერის პლაგინს და ახალ შეთანხმებებს დებს

icon FTT
icon TWT
ფოტო - Trust Wallet უშვებს ბრაუზერის პლაგინს და ახალ შეთანხმებებს დებს
რამდენადაც FTX-ის კრახი აგრძელებს სიახლეების სათაურებში მოხვედრას, იმდენად შესანიშნავად მიდის არაკასტოდიალური საფულის Trust Wallet-ის საქმეები: კომპანია აფორმებს მნიშვნელოვან ინტეგრაციებს გიგანტურ კორპორაციებთან.
Trust Wallet არის არაკასტოდიალური  საფულე, რომელიც უზრუნველყოფს  65 ბლოკჩეინის   და 4,5 მილიონზე მეტ აქტივის მხარდაჭერას. Trust Wallet-ის გაფართოება გრძელდება.

14 ნოემბერს Trust Wallet-მა გაუშვა ბრაუზერის გაფართოება, რის შესახებაც  Twitter-ზე დაწერა: „დიახ, როგორც იქნა ის აქ არის! დღეში 8000+ მოთხოვნისა (პლიუს-მინუს) და თვეების განმავლობაში #შექმნის შემდეგ, #TrustWallet-ი სიამაყით წარმოგიდგენთ ჩვენს ბრაუზერის გაფართოებას! ახლა თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ სრული კონტროლი თქვენს #კრიპტოზე მობილურსა და კომპიუტერზე! ? #TrustWalletExtension  წავედით #TWT ოჯახია?."

მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ შეინახონ, გაგზავნონ და მიიღონ კრიპტოვალუტა ყველა EVM და Solana ქსელში. ჩაშენებული ავტომატური აღმოჩენით, მომხმარებელს ქსელების ხელით დამატება არ სჭირდება.

ეს გაფართოება ასევე მოიცავს მრავალ საფულის მხარდაჭერას, NFT-ებს, fiat ფულის პროვაიდერებს, არა-EVM ბლოკჩეინის ინტეგრაციას და აპარატული საფულის მხარდაჭერას.

კომპანიამ ზრდასთან  ერთად, რამდენიმე მსხვილი პარტნიორობა გააფორმა ისეთ სერვისებთან, როგორიცაა Coinbase Pay და Binance Pay, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს საკუთარი სახსრები პირდაპირ Trust Wallet-ის ანგარიშზე გადარიცხონ.

#TrustWalletExtension, Binance Pay და #Coinbase Pay მხოლოდ ერთ კვირაში… და ჩვენ ჯერ არ დაგვისრულებია“, - წერს კომპანია ტვიტერზე.

რაც შეეხება Coinbase Pay-თან ინტეგრაციას, Coinbase-ის ჯგუფის Product-მენეჯერი (GPM) ბიპულ სინჰა ამბობს, რომ მომხმარებლების შესაძლებლობა ადვილად შეავსონ თავიანთი საფულეები და Dapps, შეესაბამება კომპანიის მისიას  - „ააშენონ ხიდი Web3-სკენ  “.

​​ბოლო გაფართოებამ Trust Wallet Token -ს (TWT) მისცა საშუალება  ეჯობნა სხვა მონეტებისთვის  დათვის კრიპტობაზარზე, რაც  FTX-ის კრახმა გამოიწვია და რომელიც ფართოდ იყო გაშუქებული GNcrypto-ის მიერ.

TWT-ის ფასი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა: 11 ნოემბერს 1.18 დოლარიდან 2.22 დოლარამდე 18 დეკემბერს.

 მანამდე GNcrypto-მა  შეაფასა Trust Wallet-ის შესაძლებლობები  Metamask-ის საფულის მომხმარებლების გადაბირებაში.