IDO, ICO, IFO – ვარჩევთ ტოკენსეილების სახეობებს

ფოტო - IDO, ICO, IFO – ვარჩევთ ტოკენსეილების სახეობებს
ტოკენსეილების ბუმმა ტოკენების გადაყიდვის სხვადასხვა სახეობის გამოჩენა გამოიწვია, თითოეულ მათგანს საკუთარი სპეციფიკა და თავისებურებები გააჩნია.
ჩვენ შევქმენით ტოკენსეილის თითოეული ტიპის ახსნა-განმარტებები, რათა  სამომავლოდ ღონისძიებებში მონაწილეობის შემთხვევაში ამ ინფორმაციის ხარისხიანად გამოყენება შეგეძლოთ:

IDO (Initial DEX Offering) – ტოკენის ამოქმედების გზა დეცენტრალიზებული ბირჟის გამოყენებით. ჩვეულებრივ, ამ ფორმატში, მონეტა სეილისთანავე (ან რამდენიმე დღეში) გადის ლისტინგს და ხელმისაწვდომი ხდება ვაჭრობისთვის. ჩვენ ასევე გვქონდა სტატია  საუკეთესო IDO–პლატფორმების შესახებ, სადაც რენტაბელურობის მაჩვენებლის მიხედვითაა წარმოდგენილი TOP–5 ლაუნჩპადი. პლატფორმების სრული სია ხელმისაწვდომია ვებსაიტზე Cryptorank.io.
IDO-პლატფორმები რენტაბელურობის მაჩვენებლის მიხედვით (Cryptorank.io)

IDO-პლატფორმები რენტაბელურობის მაჩვენებლის მიხედვით (Cryptorank.io)

IEO (Initial Exchange Offering) – ტოკენსეილის მოდელი, რომელიც  ცენტრალიზებულ კრიპტობირჟაზე იმართება. როგორც წესი, ტრეიდერებ სეილში მონაწილეობის შესაძლებლობას იძენენ  ბირჟის ნატიური ტოკენის მფლობელობისთვის ან სტეიკინგისთვის, ასევე ჩვეულებრივი ლატარიის ფარგლებში. ამ დროისთვის  IEO–ს ჩასატარებლად  ყველაზე პოპულარული პლატფორმებია Huobi, FTX, GATE, KuCoin და რიგი სხვა ბირჟები. ბაზარზე შემოსული პროექტების სტატისტიკა ასევე Cryptorank–ზეა ხელმისაწვდომი.  
კრიპტოვალუტის ბირჟების მიერ ჩატარებული IEO–ს სტატისტიკა (Cryptorank.io)

კრიპტოვალუტის ბირჟების მიერ ჩატარებული IEO–ს სტატისტიკა (Cryptorank.io)

ICO (Initial Coin Offering) არის ტოკენების პირველადი გაყიდვის სახეობა, რომელსაც  სპეციალიზებული აქსელერატორი ახორციელებს. ასეთი ტოკენსეილი ინვესტირების ადრეული ეტაპია და მონეტის ლისტინგს ხშირად  3 თვიდან რამდენიმე წლამდე პერიოდს საჭიროებს. ICO-ს უმსხვილესი ლაუნჩპადებია Coinlist, Republic და Tokensoft. ჩვენ ასევე მომზადებული გვაქვს მასალა Coinlist–ის შესახებ, სადაც ასახულია ჩატარებულ სეილებში მონაწილეობის მომგებიანობა და სამომავლო ღონისძიებების პერსპექტივა
ICO–ს აქსელერატორთა სტატისტიკა (Cryptorank.io)

ICO–ს აქსელერატორთა სტატისტიკა (Cryptorank.io)

INO (Initial NFT Offering) – პროექტის მიერ NFT–ის ყველაზე დაბალ ფასად გაყიდვა. ზოგჯერ INO  NFT–ის საწყისი მინთის ფარგლებშიც ხდება, როდესაც მომხმარებლები დამოუკიდებლად ქმნიან აქტივს საკომისიოს და დეკლარირებული ღირებულების გადახდით.  ასეთი ღონისძიებები ლაუნჩპადებზე ტარდება, რომლებიც ხშირად ახდენენ NFT-თან დაკავშირებული სტარტაპების ტოკენების ლისტინგს. კრიპტოვალუტის ბირჟები ხშირად თანამშრომლობენ ავტორებთან და მხატვრებთან, რის გამოც ბევრ INO-ს ატარებენ  საკუთარ მარკეტპლეისებზე.

IGO (Initial Game Offering) – რომელიმე თამაშის ნატიური ტოკენის პირველადი გაყიდვა. IDO, ICO ან IEO-სგან განსაკუთრებული განსხვავება მას არ აქვს და ხშირად  ამ ღონისძიებების ფარგლებში ხდება მისი შეთავაზება.

IFO (Initial Farm Offering) – ტოკენსეილის სახეობა დეცენტრალიზებულ ბირჟაზე, სადაც მომხმარებლები  მონაწილეობის შესაძლებლობას იღებენ DEX–პლატფორმის ტოკენების ფარმინგის სანაცვლოდ. ტრეიდერები უზრუნველყოფენ ლიკვიდობას გარკვეულ პულში, რისთვისაც სამომავლო პროექტის ტოკენებს იღებენ. ყველაზე პოპულარული DEX, რომელიც პრაქტიკაზე იყენებს IFO პროცედურას, არის Pancake Swap. ტოკენსეილი ხელმისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვინც ახდენს ტოკენის CAKE სტეიკინგსა ან ფარმინგს.

SHO (Strong Holder Offering) – ტოკენსეილი, როდესაც თანხების მოზიდვა  მომხმარებლებისგან ხდება, რომლებიც  გარკვეული კრიპტოვალუტის მფლობელები არიან. უმსხვილეს SHO-ებს აქსელერატორი  Dao Maker ატარებს. პლატფორმის მომხმარებლებს რომელიმე პროექტის ტოკენები მათ საფულეებში DAO მონეტების რაოდენობის მიხედვით შეუძლიათ შეიძინონ.

LBP (Liquidity Bootstrapping Pool) – გადაყიდვა, რომელიც  აუქციონის ფორმატში ტარდება. მონეტის ფასი იკლებს, თუ მასზე მოთხოვნა არ არის და იზრდება, თუ მისი შეძენის მსურველი ზედმეტად  ბევრია. ყველაზე პოპულარული LBP პლატფორმებია Balancer, Copper Launch.

ყოველწლიურად ტოკენსეილების ტიპები უფრო მრავალფეროვანი ხდება, ამიტომ შეისწავლეთ ისინი ისე, რომ არ გამოგრჩეთ დეტალები, რომლებიც პირდაპირ გავლენას ახდენენ მომავალ მოგებაზე.