დიდი ბრიტანეთი კრიპტოტრეიდინგს აზარტულ თამაშებს გაუთანაბრებს?

icon BTC
icon ETH
ფოტო - დიდი ბრიტანეთი კრიპტოტრეიდინგს აზარტულ თამაშებს გაუთანაბრებს?
თემთა პალატის კომიტეტის ბოლო მოხსენების თანახმად, გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლების ჯგუფი გამოვიდა წინადადებით Bitcoin და Ethereum-ის მსგავსი არაუზრუნველყოფილი კრიპტოვალუტით ვაჭრობა რეგულირდებოდეს, როგორც აზარტული თამაშები, და არა ფინანსური მომსახურება.
ახლა დიდი ბრიტანეთი მუშობს კრიპტოვალუტების ნორმატიულ ჩარჩოზე. ქვეყანა აერთიანებს ფინანსური აქტივების მოქმედ კანონებს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ნორმატიულ აქტებთან, ამიტომ ეს რეკომენდაცია საკმაოდ უცნაურია. სახაზინო კომიტეტი ამტკიცებს, რომ კრიპტო მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებს ამ არაუზრუნველყოფილი აქტივების მაღალი ვოლატილობისა და შინაგანი ღირებულების არარსებობის გამო.

სახაზინო კომიტეტის ხელმძღვანელმა ჰარიეტ ბოლდუინმა გამოთქვა შეშფოთება, რომ კრიპტოტრეიდინგის, როგორც ფინანსური სერვისის რეგულირება ნეგატიურ შედეგს მოიტანს. იგი თვლის, რომ ამ მიდგომამ შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები. ისინი შეცდომით აღიქვამენ ამ საქმიანობას, როგორც უფრო უსაფრთხოს, ვიდრე ის სინამდვილეში არის, ან ჩათვლიან, რომ ის სთავაზობს დაცვას, რომელიც  არ არსებობს.

კანონმდებლების არგუმენტი ეყრდნობა საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, დოქტორ ლარისა იაროვაიას შეხედულებებს. ის თვლის, რომ კრიპტოვალუტური ბირჟები, ონლაინ სავაჭრო პლატფორმები და სხვა კრიპტოორგანიზაციები ისეთივე მკაცრი წესებით უნდა რეგულირდებოდეს, როგორც აზარტული თამაშები რეგულირდება. მისი აზრით, კრიპტოვალუტური სპეკულაციები დამოკიდებულებას იწვევს.

გაერთიანებული სამეფოს აზარტული თამაშების კომისია არეგულირებს გემბლინგის ყველა ფორმას 2005 წლის აზარტული თამაშების აქტის შესაბამისად. მისი მიზანია პრობლემური აზარტული თამაშების პრევენცია და ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლა.

თუმცა, კომიტეტმა აღიარა ზოგიერთი კრიპტოაქტივის პოტენციური უპირატესობა და მისი საბაზისო ტექნოლოგია. ეს არის ტრანსსასაზღვრო გადახდების ღირებულების შემცირება და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა. კომიტეტის წარმომადგენლები აღნიშნავენ სანდო მარეგულირებელი ჩარჩოს საჭიროებას. ეს წესები ხელს შეუწყობდა კრიპტო აქტივობას და მის სარგებელს დიდ ბრიტანეთში, ხოლო მასთან დაკავშირებულ რისკებს შეარბილებდა.

კომიტეტმა, რომელიც 11 წევრს ითვლის სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, მათ შორის ლეიბორისტული და კონსერვატიული პარტიიდან და შოტლანდიის ეროვნული პარტიიდან, კრიპტო ინდუსტრიის შესწავლა 2022 წლის ივლისში დაიწყო. მისი უდიდებულესობის (HMRC) შემოსავლებისა და საბაჟოების ეროვნული საგადასახადო ორგანოს  მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების 10% ფლობს ან ფლობდა კრიპტოვალუტას. ამავდროულად, 55%-ზე მეტს არასოდეს უვაჭრია ამ აქტივით. დიდმა ბრიტანეთმა Chainalysis-ის 2022 წლის კრიპტოვალუტების დანერგვის ინდექსში მე-17 ადგილი დაიკავა.

GC
GN Crypto
ავტორი