უკრაინული კრიპტოვალუტა:რომელ მონეტებს აქვს უკრაინული წარმომავლობა
უკრაინელმა პროგრამისტებმა და ბლოკჩეინ–ტექნოლოგიების სპეციალისტებმა მონაწილეობა ათობით კრიპტოსტარტაპში მიიღეს, რომლებიც გეოგრაფიულად მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტულნი. მაგრამ არსებობს უშუალოდ უკრაინაში შექმნილი კრიპტოვალუტები და მათი სახელებიც კი ამაზე მიუთითებს.
Karbo (KRB)
Since: 2016
ფასი: 0,05$
ATH: 2,71$
კარბოვანეცი უკრაინული ანონიმური კრიპტოვალუტაა,რომელიც ჯერ კიდევ შორეულ 2016 წელს გაჩნდა. გადარიცხვების ანონიმურობაზე და კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული მონეტა იმავე ტექნოლოგიაზე შეიქმნა, რაც Monero - Cryptonote. კრიპტოვალუტას არ აქვს წინასწარი მაინი და მისი ემისია შემოიფარგლება 9,548,495 KRB-ით. დამატებითი დეფლაციური ემისია არის საწყისი მოცულობის დაახლოებით 2% წელიწადში. კარბოვანეცის მაინინგი შესაძლებელია GPU/CPU-ზე CryptoNight ალგორითმის გამოყენებით, როგორც დამოუკიდებლად, ასევე პულებში (მონეროს მსგავსად). ის ვაჭრობს რვა CEX–ბირჟაზე,რომლებსაც ძირითადად ასევე უკრაინული წარმომავლობა აქვს. კარბოვანეცის ოფიციალური ვებგვერდი, გარდა უკრაინულისა, კიდევ სხვა შვიდ ენაზეა ნათარგმნი, რაც უცხოეთიდან მონეტის მიმართ გარკვეულ ინტერესზე მიუთითებს.
კარბოვანეცი უკრაინული ანონიმური კრიპტოვალუტაა,რომელიც ჯერ კიდევ შორეულ 2016 წელს გაჩნდა. გადარიცხვების ანონიმურობაზე და კონფიდენციალურობაზე ორიენტირებული მონეტა იმავე ტექნოლოგიაზე შეიქმნა, რაც Monero - Cryptonote. კრიპტოვალუტას არ აქვს წინასწარი მაინი და მისი ემისია შემოიფარგლება 9,548,495 KRB-ით. დამატებითი დეფლაციური ემისია არის საწყისი მოცულობის დაახლოებით 2% წელიწადში. კარბოვანეცის მაინინგი შესაძლებელია GPU/CPU-ზე CryptoNight ალგორითმის გამოყენებით, როგორც დამოუკიდებლად, ასევე პულებში (მონეროს მსგავსად). ის ვაჭრობს რვა CEX–ბირჟაზე,რომლებსაც ძირითადად ასევე უკრაინული წარმომავლობა აქვს. კარბოვანეცის ოფიციალური ვებგვერდი, გარდა უკრაინულისა, კიდევ სხვა შვიდ ენაზეა ნათარგმნი, რაც უცხოეთიდან მონეტის მიმართ გარკვეულ ინტერესზე მიუთითებს.
KRB-ში ტრანზაქციების მიკვლევა შეუძლებელია, არც გადარიცხვის გამგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. ეს ანონიმურობა უზრუნველყოფილია ბეჭდის(რგოლური) ხელმოწერის (ring signature)ტექნოლოგიით. თითოეულ ტრანზაქციას ხელს აწერს შემთხვევითი ხელმოწერების ჯგუფი, რაც შეუძლებელს ხდის იმის განსაზღვრას რომელი ეკუთვნის მფლობელს და რომელი ალგორითმით დაემატა. შესაბამისად, შეუძლებელია მიმღების და გამგზავნის საჯარო გასაღებების მისამართების გარკვევა, აგრეთვე მათი საფულეების ან ტრანზაქციების ნაშთების თვალყურის დევნება.
დეველოპერებმა ნაყოფიერად იმუშავეს არა მხოლოდ ალგორითმებთან და ქსელთან. მომხმარებლებს არჩევანის გაკეთება სხვადასხვა საფულეებს შორის შეუძლიათ– დესკტოპის, ბრაუზერის და მსუბუქი წონის საფულეებით დაწყებული (არ არის საჭირო მთელი ბლოკჩეინის აქტუალური ასლის შენახვა) მობილურით დამთავრებული. ყველა საფულე, რა თქმა უნდა, არაკასტოდიალურია. ანუ, მფლობელი თავად არის პასუხისმგებელი პირადი გასაღებისა და SEED–ფრაზის დაცულობაზე.
კარბოვანეცის საკუთარი PoW-ბლოკჩეინი უზრუნველჰყოფს ტრანზაქციების მაღალ სიჩქარეს დაბალი დატვირთვის წყალობით (განსხვავებით ბიტკოინის ან ეთერიუმის ბლოკჩეინებისგან).
კარბოვანეცის ქსელში ტრანზაქციების საკომისიოები იმდენად დაბალია,რომ მათ პირობითი შეიძლება ეწოდოს – ერთი ცენტის მეათედია.
უკრაინულ კრიპტოვალუტას განვითარებული ეკოსისტემა აქვს, რომელიც მრავალი სერვისისგან შედგება. ონლაინ მაღაზიები კარბოვანეცს გადახდის სახით იღებენ. ბლოკჩეინ– ბრაუზერის გარდა, შექმნილია სხვადასხვა ბოტები (საუკეთესო კურსის მონიტორინგისთვის, დონატებისთვის TG–ჯგუფში ყველაზე აქტიური მომხმარებლებისთვის და airdrop–ისთვის). არის მარკეტპლეისი KRB-სთვის საქონლის/მომსახურების ყიდვის შესაძლებლობით. არსებობს მობილური კავშირის ბალანსის შევსების სერვისი KRB-ის გრივნაში ავტომატური კონვერტაციით (მუშაობს მხოლოდ უკრაინულ ოპერატორებთან).
ბოლო დროს KRB ვაჭრობის მოცულობის მნიშვნელოვანი შემცირება და მონეტის მიმართ ინტერესის ვარდნა შეინიშნება. ეს ნაწილობრივ განპირობებულია იმით, რომ პროექტს არ ჰყავს გარე ინვესტორები ან ცალკე ბიუჯეტი პოპულარიზაციისთვის და მარკეტინგისთვის, როგორც პრემაინის მქონე სხვა პროექტებს. ინსაიდერული ინფორმაციის თანახმად, არსებობს უთანხმოება დეველოპერებსა და ვეშაპებს შორის, ასევე განსხვავებული ხედვა პროექტის შემდგომი განვითარების სტრატეგიული გეგმების შესახებ. ამიტომ, ბევრმა ინიციატიურმა მონაწილემ და "ვეშაპმა", რომლებიც კარბოვანეცს მასებს აცნობდნენ, დატოვა მთავარი გუნდი. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ტექნიკური და ტექნოლოგიური განხორციელების თვალსაზრისით მართლაც შესანიშნავი პროექტი გვაქვს, რომელსაც უბრალოდ ინვესტიციები, პოპულარიზაცია და „ახალი სისხლის“ შემოდინება აკლია ლიდერობისთვის.
ვაცხადებთ, რომ კარბოვანეცს აქვს განვითარებული ინფრასტრუქტურა, საფულეების ფართო არჩევანი და იდეალურია კერძო გადარიცხვებისთვის, ასევე ელექტრონული კომერციისთვის (თუ გაქვთ მობილური საფულე). მოგების მიღება მაინც შეიძლება მაინინგიდან ან ტრანზაქციის დადასტურებიდან საჯარო კვანძის ან სუპერკვანძის განლაგებით.
Aeneas (ASH)
Since: 2017
ფასი: 0,00147$
ATH: 12,73$
"ენეასი მოხერხებული ვაჟი და საუკეთესო კაზაკი იყო."
ეს სიტყვები ყველასთვის ცნობილია, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს ივან კოტლიარევსკის ეპიკური და უნიკალური, იუმორით სავსე ლექსი „ენეიდა“ წაკითხული, რომელიც ჯერ კიდევ 1798 წელს გამოქვეყნდა. როგორც ჩანს, სწორედ ამ ნაწარმოებმა შთააგონეს კრიპტოვალუტა ენეასის შემქმნელები, რომლებმაც გადაწყვიტეს ამ აქტივს სახელი პოემის გმირის, ტროას დამაარსებლის, ენეასის პატივსაცემად დაერქმიათ.
კრიპტოვალუტა ენეასის (ASH) შექმნის იდეა 2017 წლის ბოლოს გაჩნდა. თავდაპირველად გადაწყდა, რომ მონეტა საკუთარი PoW–ბლოკჩეინის საფუძველზე იმუშავებდა. 2018 წლის თებერვალში გამოქვეყნდა WP. მოგვიანებით, გუნდმა გადაწყვიტა შეეცვალა ალგორითმი, ამიტომ მონეტა Proof-of-Work-დან Leased Proof-of-Stake-ზე (იგივეს იყენებს, მაგალითად, Waves) გადავიდა. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიმუშაონ ფული ტრანზაქციის ვალიდაციაზე ნოდის ან სუპერნოდის განლაგებით. პლატფორმა საშუალებას გაძლევთ შექმნათ სმარტ–კონტრაქტები და მოახდინოთ აქტივების ტოკენიზაცია.
მონეტების შესანახად და გადარიცხვებისთვი შემოთავაზებულია დესკტოპის ნატიური საფულე Aeneas Sanctum. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ გარე არაკასტოდიალური მობილური აპლიკაციები: Trustee Wallet ან Sapien Wallet.
კრიპტოვალუტა ASH რამდენიმე CEX-პლატფორმაზე ვაჭრობს: აღმოსავლეთ ევროპაში უკრაინული წარმომავლობის უდიდეს ბირჟაზე WhiteBIT და მოცულობით უფრო მოკრძალებულ Cryptex24–ზე, Xeggex–ზე და BTC-Alpha–ზე, ასევე თურქულ Alp-Turk–ზე.
ენეასის (ASH) ეკოსისტემა მოიცავს NFT-მარკეტპლეისს და რამდენიმე სათამაშო პროექტსაც,ერთ–ერთ მათგანს Koinon Legends ეწოდება.
ენეასი (ASH) არის Coinpaprika–ზე და Coincheckup–ზე.
კრიპტოვალუტას აქვს დეპუტატებისგან მხარდაჭერა - ცალკეული პარლამენტარები უმაღლესი რადიდან და დეპუტატების ინტერფრაქციული ასოციაცია Blockchain4Ukraine, რომელიც კრიპტო და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების ლობისტებისაგან შედგება.
ვაცხადებთ, რომ Aeneas არის ცოცხალი პროექტი ორიგინალური სახელწოდებით, რომელიც თანდათან ვითარდება და აქვს გარკვეული პოლიტიკური ბექგრაუნდი. სამწუხაროდ, ვაჭრობის დაბალი მოცულობა საშუალებას არ აძლევს მონეტას დატოვოს დაბალლიკვიდური აქტივების ბანაკი, არასაჯაროების სტრატეგია კი არ აძლევს საშუალებას, რომ გახდეს ცნობილი და მასობრივი პროექტი. თუმცა, ალბათ, ეს იყო შემქმნელების სტრატეგიული გეგმა და მონეტის მიზანი - დარჩეს „უსაფრთხო ნავსაყუდელად“ შეზღუდული აუდიტორიისთვის.
UAX Token (UAX)
Since: 2020
ფასი: 1:1 UAH
კრიპტო გრივნა უკრაინული ბირჟის Kuna-ს პროექტია. მას შემდეგ რაც ბირჟის მფლობელმა შეიტყო უკრაინის ეროვნული ბანკის გეგმებზე CBDC-ის (ციფრული გრივნა) გამოშვების შესახებ, მან დასწრებაზე თამაში გადაწყვიტა და შექმნა სტეიბლკოინი, რომლის კურსი გრივნასთანაა მიბმული. ეს არის ERC-20 სტანდარტის ტოკენი.
მონეტის საიტზე ნათქვამია, რომ ტოკენი „ Kuna–ს პლატფორმაზეა ინტეგრირებული “,მაგრამ UAX-თან სავალუტო წყვილი ბირჟაზე არაა, ისევე როგორც არაა სხვა სავაჭრო პლატფორმებზე. გამოცხადებულია, რომ UAX-ის შენახვა შესაძლებელია Paytomat-ისა და Trustee Wallet-ის მობილურ საფულეებზეც. ბოლო საფულეზე ის ნამდვილად იყო ერთ დროს და პრომო–აქციის ფარგლებში, როგორც ბაუნტი 1 UAX ოდენობით, დარიგდა.
UAX Token არის Coinmarketcap–ზე. თუმცა ინფორმაცია მწირია - სულ რაღაც ერთი აბზაცი. ვაჭრობის მოცულობის შესახებ ცნობებიც არ არსებობს.
სტეიბლკოინების ემიტირება, როგორც წესი, ფიატური ფულის, ლიკვიდური ფასიანი ქაღალდების ან ღია ბაზარზე გარკვეული ფასის მქონე სხვა აქტივების გირაოთი ხდება. გირაოს აქტივები ჩვეულებრივ სოლიდურ ფინანსურ დაწესებულებებში ინახება. ემიტენტ–კომპანიებს აუდიტი კვარტალში ერთხელ (ან ექვს თვეში–ერთ წელიწადში) უტარდებათ ცნობილი და უნაკლო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიების მიერ. სამწუხაროდ, მსგავსი ინფორმაცია ვერ მოიძებნა Crypto hryvnia–ს ვებსაიტზე. აუდიტი, როგორც ჩანს, არ შედიოდა დამფუძნებლის გეგმებში, ისევე,როგორც გირაოს აქტივების ბირჟის გარეთ შენახვა.
ვაცხადებთ, რომ ნამდვილად არსებობს ასეთი UAX Token - კრიპტო გრივნა. რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა მიზნით შეიქმნა და რა მისიას აკისრებდა მას Kuna–ს გუნდმა, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ეს პროექტი დაპაუზებულია და უკეთესი დროის მოლოდინშია. მაგალითად, უკრაინის ეროვნული ბანკისგან ციფრული გრივნის გაშვების.