საფულე UniSat: შექმენით და შეინახეთ ორდინალები
კრიპტოვალუტური სამყარო ბიტკოინის ბლოკჩეინზე დაფუძნებული ახალი ტოკენებით ივსება. ერთ-ერთი მათგანი, Ordinals, ახლა უკვე ხელმისაწვდომია როგორც მონიტორინგისთვის, ასევე გაყიდვისთვის, შეძენისა და გამოშვებისთვის ახალი საფულე UniSat-ის მეშვეობით.
UniSat-მა BRC-20-ის ინტეგრაციის შემუშავება NFT-ის პოპულარობის ტალღაზე დაიწყო, რითაც ეს პროექტი თავიდანვე წარმატებული გახადა. ანუ, ეს პროექტი ახლა ვითარდება მიმკოინმანიის წყალობით, რომელმაც კრიპტოსამყარო მოიცვა. პლატფორმის ბეტა ვერსია მომხმარებლებისთვის 2023 წლის 23 აპრილიდან არის ხელმისაწვდომია. შემქმნელების თქმით, ჯერჯერობით, ეს არის ერთადერთი მუშა საფულე, რომელიც ორდინალებს უჭერს მხარს.
როგორ შევქმნათ და გამოვიყენოთ საფულე UniSat BRC-20-ისთვის
პროექტის ვებგვერდზე საფულე UniSat შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბრაუზერ Chrome-ის მეშვეობით ან გადმოწეროთ უშუალოდ Github-დან. ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა ღია საწყისი კოდით.
გაფართოება ავტომატურად დაინსტალირდება, როდესაც აირჩევთ "ჩამოტვირთვას Chrome Store-დან“ და "Chrome-ში დამატებას“.
UniSat-ის ჩამოტვირთვის ვარიანტები. წყარო: unisat.io
გაფართოების დაყენების შემდეგ, უბრალოდ მოახდინეთ მისი იმპორტი თქვენს საფულეში, მაგრამ ჯერ უნდა გაიაროთ ავთენტიფიკაციის პროცედურა და შექმნათ აღდგენის პაროლი (seed-ფრაზა). UniSat-ის შევსება შესაძლებელია როგორც სხვა საფულიდან, ასევე კრიპტობირჟის საშუალებით.
როგორ გამოვუშვათ, ვიყიდოთ და გავყიდოთ BRC-20 UniSat-ის მეშვეობით
მხარდაჭერილი ტოკენების სია მოცემულია ჩანართში "BRC-20" (სტატიის მომზადების მომენტში აქ 29 400 დასახელებაა). განყოფილებაში "პროცესშია" ჩამოთვლილია ის ტოკენები, რომლებმაც მაქსიმალურ შესაძლო რაოდენობას ვერ მიაღწია. ლიმიტის მიღწევის შემდეგ, ტოკენების შექმნა აღარ იქნება შესაძლებელი. მაგრამ ვებგვერდზე წარმოდგენილი ტოკენების ნახევარზე მეტმა შესაძლო გამოშვების 10%-საც კი ვერ მიაღწია, დიდი უმრავლესობა კი, სიმართლე რომ გითხრათ, ნაგავია, რომლის არსებობა, სავარაუდოდ, ერთ თვეზე მეტ ხანს არ გაგრძელდება.
მაგრამ არის პოპულარული ორდინალებიც: PEPE, ORDI, SATS, DOGE. ტოკენის საინვესტიციო მიმზიდველობის განსაზღვრა მის მფლობელთა რაოდენობის მიხედვითაა შესაძლებელი.
მხარდაჭერილი ტოკენების სია. წყარო: unisat.io
ნაბიჯი 1: თუ თქვენ შეარჩიეთ ტოკენი, დააწკაპუნეთ მასზე და გადადით გვერდზე, სადაც მისი სრული დეტალებია მოყვანილი.
ნაბიჯი 2: მიუთითეთ არჩეული ტოკენების საჭირო რაოდენობა და დააჭირეთ ღილაკს "გაგრძელება".
ნაბიჯი 3: მიუთითეთ საფულის მისამართი, აირჩიეთ გადახდის მეთოდი (გაზი) და დააჭირეთ დადასტურების ღილაკს.
ნაბიჯი 4: შეასრულეთ საბოლოო დადასტურება.
ნაბიჯი 5: დასრულების შემდეგ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი საფულე - ორდინალები ბალანსზე უკვე უნდა აისახოს.
განყოფილებაში "Mint" შეგიძლიათ შექმნათ თქვენი საკუთარი BRC-20 ფორმატის ტოკენი, მასზე უნიკალური ტიკერის მინიჭებით.
თუ ვიმსჯელებთ უაზრო სახელებისა და ცალკეული მფლობელების მქონე ტოკენების რაოდენობით, ბევრი მომხმარებელი ახლა პლატფორმა UniSat-ის შესაძლებლობებით ექსპერიმენტებს ატარებს.
BRC-20-ის სტანდარტის ტოკენების ყიდვა-გაყიდვა შესაძლებელია ჩანართში "მარკეტი", რომელიც ვებგვერდზე მაისის დასაწყისში გამოჩნდა. თუ თქვენ UniSat-ის სისტემის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებთ, საფულის დაკავშირებასა და ვაჭრობის დაწყებას შეძლებთ.
იქნება თუ არა ეს პროექტი წარმატებული, ეს მხოლოდ თავად ორდინალების ბედზეა დამოკიდებული. ამჟამად მიმდინარეობს ცხარე დებატები იმის შესახებ, რომ მიმკოინები ზედმეტად ანელებს ტრანზაქციების სიჩქარეს BTC-ის ისედაც ნელ ბლოკჩეინზე. გარდა ამისა, მათი პოპულარობის გამო საკომისიოები რამდენიმე ათეულჯერ გაიზარდა.
მაგრამ თუ თქვენ დაინტერესდით პროგრამული საფულით, რომელსაც თქვენი საკუთარი BRC-20-ის სტანდარტის ტოკენების შექმნისა და გაყიდვის შესაძლებლობა გააჩნია, მაშინ შეგიძლიათ ნახოთ UniSat-ის გუნდის მიერ წარმოდგენილი გაცნობითი ხასიათის რგოლი.