Uniswap Labs-მ პროტოკოლის განახლების გეგმა წარმოადგინა

ფოტო - Uniswap Labs-მ პროტოკოლის განახლების გეგმა წარმოადგინა
კომპანია Uniswap Labs-მა გამოუშვა კოდის პროექტი სახელწოდებით Uniswap V4. ახალი არქიტექტურა შექმნილია ქსელის კონფიგურაციის აწყობისაა და ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად. პროგნოზის მიხედვით, ლიკვიდურობის აუზების შექმნის ღირებულება 99%-ით შემცირდება, ხოლო პროტოკოლი დეველოპერებს უფრო ეკონომიური და მინიმალისტური პულების შექმნის საშუალებას მისცემს.
Uniswap V4-ის მთავარი მახასიათებელი ჰუკები გახდება, ეგრეთ წოდებული პლაგინები, რომელთა გამოყენებას დეველოპერები ახალი ფუნქციების დასამატებლად შეძლებენ, როგორიცაა ლიმიტის ორდერები და საკომისიოების დინამიკურად კორექტირება. Uniswap Labs-ის გუნდმა ასევე წარმოადგინა ჰუკი, რომელიც საშუალებას მისცემს შექმნას დროში საშუალო შეწონილი მარკეტმეიკერები (TWAMM), რათა ორდერები დროის მიხედვით გაანაწილონ.

კიდევ ერთი თავისებურება იქნება  ერთ სმარტ-კონტრაქტში ყველა Uniswap პულის გადატანის შესაძლებლობა. ეს, თავის მხრივ, შეამცირებს სმარტ-კონტრაქტებს შორის ტოკენების გადაცემის აუცილებლობას, ტრანზაქციებს გააიაფებს და ახალი პულების  შექმნის ხარჯებს შეამცირებს.

Uniswap V4 ასევე დანერგავს ფლეშ-აღრიცხვის სისტემას, რომელიც გაამარტივებს ვაჭრობის მარშრუტიზაციის პროცესს რამდენიმე პულის გავლით, რაც ხელს შეუწყობს ქსელის ტრანზაქციის საფასურის შემცირებას.

ახალი პროტოკოლი  V3-თან ერთად განხორციელდება. განახლების რელიზამდე Uniswap Labs აუდიტის  და საჯარო ტესტირებას ჩატარებას გეგმავს. დანერგვის  პროცესი, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეს გაგრძელდება.

GC
GN Crypto
ავტორი