კომპანიამ Tether - პოპულარული სტეიბლკოინ USDT-ის ემიტენტმა, გამოაცხადა, რომ აპირებს ინვესტირებას განახლებადი ენერგიის წარმოებაში და ბიტკოინის მაინინგის დაწყებას ურუგვაიში, ადგილობრივ ლიცენზირებულ კომპანიასთან თანამშრომლობით.
ამ ნაბიჯის წყალობით, Tether-ს სურს, გააფართოოს თავისი წარმომადგენლობა სხვადასხვა სექტორში, ფინანსებითა და კომუნიკაციებით დაწყებული, ენერგეტიკით დამთავრებული. კომპანიის მიზანი საკმაოდ ამბიციურია - გახდეს მსოფლიო ტექნოლოგიური ლიდერი. სწორედ განახლებადი ენერგიის სფეროში ახალი ინვესტიციები და ადგილობრივ ურუგვაულ კომპანიასთან თანამშრომლობა მაინინგ ფერმების მშენებლობასთან დაკავშირებით, მოწმობს, რომ Tether ეკოლოგიური მაინინგისადმი კეთილადაა განწყობილი და ბიტკოინის ნათელი პერსპექტივების სჯერა. ამ ამბიციური მიზნის მისაღწევად, Tether თავისი გუნდის გაფართოებას ენერგეტიკის სექტორის ექსპერტების დაქირავებით გეგმავს.
ბიტკოინის დიდი პოტენციალისა და განახლებადი ენერგიის სფეროს განვითარების კუთხით, ურუგვაის მძლავრი შესაძლებლობების გათვალისწინებით, Tether ცდილობს, გახდეს ლიდერი ბიტკოინის ეკოლოგიური მაინინგის ნიშაში“, - განაცხადა Tether-ის ტექნიკურმა დირექტორმა, პაოლო არდოინომ. "ჩვენი ვალდებულება განახლებადი ენერგიის მიმართ იძლევა გარანტიას, რომ ყოველი მოპოვებული ბიტკოინი მინიმალურ ეკოლოგიურ კვალს ტოვებს, ქსელის მთლიანობა და უსაფრთხოება კი ნარჩუნდება. Tether ამაყობს იმით, რომ სათავეში უდგას მოძრაობას, რომელიც აერთიანებს მოწინავე ტექნოლოგიებს, საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკასა და ფინანსურ ინოვაციებს
წყარო: tether.to
რატომ აირჩია Tether-მა ურუგვაი?
ბოლო წლებში ურუგვაი განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიო ლიდერი გახდა და შთამბეჭდავ მაჩვენებლებს მიაღწია - წარმოების 94%-ს განახლებადი წყაროებიდან, უმეტესად, ქარისა და მზისგან გენერირდება. თავისი მდიდარი ბუნებრივი რესურსებით, ურუგვაი ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს განახლებადი ენერგიის წარმოებისთვის იდეალურ პირობებს სთავაზობს, რაც ქარისა და მზის ელექტროსადგურების, ასევე ჰიდროელექტროსადგურების შექმნას უწყობს ხელს.
განახლებადი ენერგიის სფეროში მნიშვნელოვანი ინვესტიციების წყალობით, ურუგვაიმ შეძლო აეშენებინა თანამედროვე და საიმედო ინფრასტრუქტურა, რომელიც ინოვაციურ ინდუსტრიებისა და მრეწველობის ინვესტორების, კომპანიების მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
ამიტომ, Tether-ის არჩევანი აშკარაა. კომპანიამ BTC-ის მაინინგ ფერმების ეფექტური და შეუფერხებელი მუშაობა უნდა უზრუნველყოს, ურუგვაი კი ამისთვის იდეალურ პირობებს სთავაზობს.
Tether Energy
წყარო: tether.to
ახალი Energy & Mining მიმართულების განვითარებით Tether Energy დაკავდება. ახლა მიმდინარეობს სხვადასხვა პროფილის მუშაკების აქტიური ძებნა და დაქირავება - ელექტროინჟინრებით დაწყებული, IT სპეციალისტებით დამთავრებული, რომლებიც ურუგვაის დედაქალაქ მონტევიდეოში იმუშავებენ. შესაბამისად, ინვესტიციების გარდა, Tether ასევე ქმნის ახალ სამუშაო ადგილებსაც, რასაც ურუგვაის მთავრობა შეიძლება მხოლოდ მიესალმოს და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის მყარი პლატფორმის შექმნის გარანტიად აღიქვას.
ბიტკოინი - №1 პრიორიტეტი Tether-ისთვის
2021-2022 წლებში მომხდარი "ომების" სერიის შემდეგ, რომლის დროსაც Tether-მა მიიღო არა მხოლოდ პრეტენზიები პროკურორებისა და CFTC-ისგან (აშშ სასაქონლე ფიუჩერსების სავაჭრო კომისია) რეზერვის გაუმჭვირვალე სტრუქტურასთან დაკავშირებით, არამედ მრავალმილიონიანი ჯარიმებიც, კომპანიამ გადაწყვიტა, საინვესტიციო სტრატეგიისთვის გადაეხედა.
2023 წლის მაისიდან Tether რეგულარულად გამოყოფს თავისი წმინდა რეალიზებული საოპერაციო შემოსავლის დაახლოებით 15%-ს ბიტკოინების შესაძენად. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს რეზერვების პორტფელის დივერსიფიცირებასა და ხელახლა ფორმატირებას, სადაც ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს ლიკვიდური აქტივების წილი რისკის დაბალი მაჩვენებლებით.
ბიტკოინების ეკოლოგიური მაინინგი ურუგვაიში Tether-ის ახალ საინვესტიციო სტრატეგიას სრულად შეესაბამება და მხოლოდ გააძლიერებს მის პოზიციას, მათ შორის მარეგულირებელი ზეწოლის შემცირების მიზნით.