ბლოკჩეინ ტექნოლოგიების რბოლაში აშშ უკრაინასა და ინდოეთს უთმობს
ბლოკჩეინ ტექნოლოგიების რბოლა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აშშ-ის დეველოპერების წილი მცირდება. ამ დასკვნამდე კვლევითი კომპანია Electric Capital თავის ბოლო ანგარიშში მივიდა.
რომელი ქვეყნები აგდებენ აშშ-ს ბლოკჩეინ ლიდერის კვარცხლბეკიდან?
ამ დროისთვის აშშ ბლოკჩეინის ტექნოლოგიაში რჩება "დიდი სპილოდ", რომელიც გლობალური ბაზრის 29%-ს იკავებს.
მაგრამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, აშშ გეგმაზომიერად უთმობს უპირატესობას კონკურენტებს და ყოველწლიურად 2%-მდე კარგავს. შედეგად, აშშ-ის წილი, თანდათან, 40%-დან 29%-მდე დაეცა. ბაზრის ზუსტად იმავე ნაწილი "მიისაკუთრა" ევროკავშირმა (მაგრამ დიდი ბრიტანეთის გარეშე, რომელიც კიდევ 6%-ს იკავებს). განაჩენი ცალსახაა - ევროპა ბლოკჩეინ ტექნოლოგიების რბოლაში პირველობას ინარჩუნებს.
მაგრამ ყველაზე საინტერესო ეს არ არის. აშშ უთმობს პოზიციებს განვითარებადი ქვეყნების - პირველ რიგში უკრაინისა და ინდოეთის დეველოპერებსაც.
დიდი ბრიტანეთი და გერმანია ლიდერებად რჩებიან, მაგრამ მათი წილი მცირდება. უკრაინა 3 წელიწადში 2%-ით გაიზარდა წყარო: Electric Capital
ის ფაქტი, რომ აშშ ბლოკჩეინ ბაზრის წილს კარგავს, ნიშნავს, რომ დეველოპერების საზოგადოება უფრო გლობალური ხდება. ეს ასევე დაკავშირებულია რიგ სტრატეგიულ არასწორ გამოთვლებთან, რომლებიც, არც მეტი, არც ნაკლები, აშშ-ისთვის ეროვნული უსაფრთხოების საფრთხეს წარმოადგენს. თუ ასე გაგრძელდა, მომავალში ამერიკა მსოფლიო ფინანსური სტანდარტებისა და ტექნიკური რეგულაციებისა და ა.შ. ფორმირებაზე გავლენას დაკარგავს.
ბლოკჩეინ დეველოპერების წილი რეგიონების მიხედვით. წყარო: Electric Capital
როგორ უნდა დაიბრუნოს ამერიკამ ბლოკჩეინ ლიდერობა?
Electric Capital-ის ანგარიში მოცემულია პროგნოზი, რომლის თანახმად, 2030 წლისთვის კრიპტოვალუტების დარგში 1 მილიონი ახალი სამუშაო ადგილი შეიძლება სწორედ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების სფეროში შეიქმნას.
ავტორების სვამენ კითხვას - შეძლებს თუ არა აშშ ამ სპეციალისტების დარწმუნებას, რომ მათ ამერიკული იურისდიქციის ქვეშ იმუშაონ? ამისთვის ხელისუფლებას (სულ რაღაც) ხელსაყრელი ნორმატიულ-სამართლებრივი გარემოს შექმნა დასჭირდება. მაგრამ, როგორც პრაქტიკამ აჩვენა, ამის გაკეთება მარეგულირებლებს კატეგორიულად არ სურთ. ამასთან, როგორც Electric Capital ირწმუნება, მხოლოდ თამაშის მკაფიო წესები მისცემს ინვესტორებს მოტივაციას, ჩადონ ინვესტიციები ამერიკულ ბლოკჩეინ ეკონომიკაში.
უახლოესი 7 წლის განმავლობაში დეველოპერების რაოდენობის ზრდის პროგნოზი წყარო: Electric Capital-ის ანგარიში
სინერგიის ეფექტი
ანგარიშში ცალკე ყურადღება ეთმობა სინერგიის ეფექტს: ბაზარზე 1 მილიონი ახალი დეველოპერის გაჩენა შექმნის, სულ მცირე, 3 მილიონ სამუშაო ადგილს მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ა.შ სპეციალისტებისთვის. მათ ამოცანებს შორისაა პროგრამისტების პროდუქტების მხარდაჭერა, განვითარება, პოპულარიზაცია და დანერგვა რეალურ ეკონომიკაში. ვინაიდან ბლოკჩეინის გამოყენების სფერო მასშტაბირებას აგრძელებს, ბაზარზე, შესაძლოა, სრულიად ახალი სპეციალობები გამოჩნდეს.