აშშ-ის კანონმდებლებმა FTX-ის მუშაობის მეთოდები გააკრიტიკეს

icon FTT
icon MULTI
icon FOR
ფოტო - აშშ-ის კანონმდებლებმა FTX-ის მუშაობის მეთოდები გააკრიტიკეს
სამ ბანკმან-ფრიდმა მრავალმილიარდდოლარიანი საწარმოს მართვა "იცის". FTX-ის ახალი CEO-ს, ჯონ რეის თქმით, ბირჟის ყოფილი ხელმძღვანელი ბუღალტრული აღრიცხვისთვის QuickBooks-ს იყენებდა. ეს პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის განკუთვნილი.
FTX-თან დაკავშირებული დრამა დასრულებას არ ჩქარობს - ამერიკელმა კანონმდებლებმა მეორე მოსმენა გამართეს, რომელზეც  FTX-ის ყოფილი ხელმძღვანელი სამ ბანკმან-ფრიდი და მისი მუშაობის მეთოდები გააკრიტიკეს. 

ოფიციალური პირების კითხვებს ბირჟის საქმიანობის შესახებ FTX-ის ახალი CEO, ჯონ რეი პასუხობდა, რომელმაც ეს პოსტი 11 ნოემბერს დაიკავა. თავად ბანკმან-ფრიდი ახლა ბაჰამის კუნძულებზე, პატიმრობაშია.

ახალი CEO-ს თქმით, Alameda Research-ს შიდა მენეჯმენტი არ ჰქონდა და ბირჟისგან გამოყოფილი საერთოდ არ ყოფილა, ეს კი ნიშნავს, რომ კომპანია ფინანსურად FTX-ზე  მთლიანად იყო დამოკიდებული, ხოლო Alameda-სა და FTX-ის მფლობელებს FTX Group-ის ყველა შვილობილ კომპანიაში მოქმედებების სრული თავისუფლება ჰქონდათ. 

მან ასევე აღნიშნა, რომ FTX-ის ფინანსური სირთულეები ცოტა უჩვეულო იყო, რადგან კომპანია ჩანაწერებს საერთოდ არ აწარმოებდა. ინვოისები და ჩეკები Slack-ის მეშვეობით იგზავნებოდა და QuickBooks-ის დახმარებით გენერირდებოდა. ეს უკანასკნელი პროგრამაა, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის არის განკუთვნილი.
FTX QuickBooks-ს იყენებდა. მრავალმილიარდდოლარიანი კომპანია QuickBooks-ს იყენებს.
რეიმ განაცხადა
QuickBooks-ის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, ძალიან კარგი ინსტრუმენტია, მაგრამ არა ამ მასშტაბის კომპანიისთვის
რეი ასევე ბანკმან-ფრიდის ბოლოდროინდელ "ბოდიშის ტურს" გამოეხმაურა, რომლის დროს მან აღიარა, რომ ბევრი შეცდომა დაუშვა, როდესაც FTX-ის კლიენტები კომპანია Alameda-ს გადასცა. ახალი ხელმძღვანელის თქმით, ეს განცხადებები ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ბანკმან-ფრიდის დაკავების შემდეგ, მისი ჩვენება ქსელში მოხვდა. მისურის შტატის წარმომადგენელმა,  ემანუელ კლივერმა ბანკმან-ფრიდის მიერ შესავალ განცხადებაში უხამსი ლექსიკის გამოყენება კონგრესის წევრების მიმართ უპატივცემულობად და შეურაცხყოფად ჩათვალა.

მას არ დაუზუსტებია, რომელ უხამსს ლექსიკას გულისხმობდა.

კიდევ ერთი კანონმდებელი კრიპტოვალუტის “creepy dough currency-ად” გადარქმევის ინიციატივით გამოვიდა. 

საფინანსო კომიტეტის უფროსმა წევრმა, პატრიკ მაკჰენრიმ განაცხადა, რომ 2023 წელს კომიტეტი FTX-ის კრახთან დაკავშირებით კიდევ ერთი სხდომის გამართვას გეგმავს. შეხვედრის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

GNcrypto დეტალურად აშუქებდა FTX-ის კრახის შედეგებს და ასევე ბანკმან-ფრიდის შესახებ რამდენიმე სახალისო ფაქტი შეაგროვა.