ამერიკულმა მარეგულირებლებმა სტეიბლკოინები მიზანში ამოიღეს

ფოტო - ამერიკულმა მარეგულირებლებმა სტეიბლკოინები მიზანში ამოიღეს
აშშ-სი სენატმა მოამზადა კანონპროექტი, რომელიც სტეიბლკოინებს არეგულირებს. ეს არის პირველი დოკუმენტი, რომელიც, კრიპტოსაზოგადოების აზრით, ამ ტიპის ციფრული ფულის კანონიერ გამოყენებას ჩაუყრის საფუძველს.
ანგარიშში კანონმდებლებმა ჩამოაყალიბეს თავიანთი ხედვა სტეიბლკოინების სამართლებრივი ჩარჩოს შესახებ. დოკუმენტი, სახელწოდებით "საგადახდო სტეიბლკოინი: ფულისა და საბანკო საქმიანობის მომავალი“, სენატის საბანკო და ფინანსური საკითხების კომიტეტის ერთწლიანი გამოძიების შედეგს წარმოადგენს.

მიიღებენ თუ არა მას პირველივე მოსმენით, თუ მასში მცირე ცვლილებები შევა, ჯერჯერობით უცნობია. საბოლოო ვარიანტს მიიღებენ საკომიტეტო მოსმენების შემდეგ, რომლებიც უახლოეს მომავალში უნდა გაიმართოს.

მაგრამ, უკვე ახლა შეგვიძლია გამოვიტანოთ გარკვეული დასკვნები იმის შესახებ, თუ როგორ აპირებენ კანონმდებლები "ახალი ტიპის ფინანსური აქტივების“ რეგულირებას.

კანონპროექტის ძირითადი დებულებები სტეიბლკოინების შესახებ

იმისათვის, რომ არ დაგჭირდეთ 73-გვერდიანი დოკუმენტის შესწავლა, ჩვენ მოვამზადეთ იმ ძირითადი იდეების შეჯამება, რომლებიც აშშ-ის მარეგულირებლებს მოუვიდათ თავში.

1. ახალი ფედერალური სააგენტოს შექმნის  მოთხოვნა, რომელიც ყველა ციფრული აქტივის, მათ შორის სტეიბლკოინების რეგულირებას გააკონტროლებს.
(არ მოგესმათ. სენატი ითხოვს კიდევ ერთი ორგანოს შექმნას, რომელიც მარეგულირებლებს გააკონტროლებს). 

2. რეკომენდაცია სტეიბლკოინების ემიტენტი არასაბანკო ორგანიზაციებისთვის ლიცენზირების რეჟიმის დაწესების შესახებ. ლიცენზიების გაცემაზე პასუხისმგებელი ახლად ჩამოყალიბებული ციფრული აქტივების ფედერალური სააგენტო იქნება. 

3. მოწოდება 2 წლით გადაიდოს ახალი სტეიბლკოინების გამოშვება, სანამ აშშ-ის ხაზინა მათი გამოყენების რისკების შეფასებას არ დაასრულებს. 
(საინტერესოა, მანამდე რით იყო დაკავებული ხაზინა, თუ არა კრიპტოვალუტების ბრუნვის რისკების შეფასებით?)

4. მოთხოვნა ემიტენტებისთვის, შექმნან დამატებითი სარეზერვო აქტივები სტეიბლკოინების ღირებულების შესანარჩუნებლად. (ეს პუნქტი ბადებს ეჭვებს, რომ კანონმდებლებს ცუდად ესმით, თუ როგორ მუშაობს სტეიბლკოინის ბმა ფიატზე).

5. დასახელდა ჯარიმების ოდენობა, რომლებიც კანონის დამრღვევებს დაეკისრებათ. ის შეადგენს $100 000 ყოველი სამუშაო დღისთვის შესაბამისი ლიცენზიის, ან რეზერვის საჭირო რაოდენობის გარეშე. 

6. დგინდება, რომ სტეიბლკოინების ემიტენტებმა OCC-ს (Office of the Comptroller of the Currency) უნდა წარუდგინონ ყოველთვიური ანგარიშები თავიანთი რეზერვებისა და მიმოქცევაში არსებული  სტეიბლკოინების შესახებ.

7. ჟღერდება აკრძალვა სტეიბლკოინების შეთავაზებაზე, ან გაყიდვაზე, თუ ისინი გამოშვებულია ლიცენზიის არმქონე ემიტენტის მიერ და არ არის რეგისტრირებული მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროში (Consumer Financial Protection Bureau).

8. შემოთავაზებულია შტატებისთვის სტეიბლკოინების დამოუკიდებლად რეგულირების უფლების შენარჩუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შტატის კანონი ფედერალურ კანონს ეწინააღმდეგება.

ამავდროულად, კანონპროექტში სტაბილური კრიპტოვალუტების კარგი პერსპექტივები რამდენჯერმე არის ნახსენები და ნათქვამია, რომ ისინი უდავოდ შეძლებენ დადებითი როლის შესრულებას აშშ-ის ფინანსურ სისტემაში.

ზოგადად, ეს მრავალგვერდიანი დოკუმენტის აღწერა შესაძლებელია რამდენიმე სიტყვით: "ჩვენ გვესმის, რომ მომავალი სტეიბლკოინებს ეკუთვნის, მაგრამ ვერ დავუშვებთ, რომ ეს ჩვენი კონტროლის გარეშე მოხდეს. ამიტომ, გაუმარჯოს მკაცრ რეგულაციას და გადარჩეს უძლიერესი!”