კრიპტოვალუტების შესახებ სასარგებლო ანალიტიკური ვებ–რესურსები
არსებობს უამრავი ანალიტიკური ვებ–რესურსი, რომელიც ბევრად უმარტივებს ცხოვრებას ტრეიდერებს, მაინერებსა და ინვესტორებს. ისინი აწვდიან ინფორმაციას ვირტუალურ აქტივებთან, კრიპტოვალუტით ვაჭრობასთან, ბაზრის მდგომარეობასა და ცალკეული პროექტების განვითარების გეგმებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრზე.
Coinmarketcap
ყველაზე ცნობილი და პოპულარული საინფორმაციო და ანალიტიკური პორტალი. ეს რესურსი აანალიზებს კრიპტოვალუტის მთელ ბაზარს და ახდენს ყველა კლასის ციფრული აქტივების გლობალური რეესტრის ფორმირებას, ახარისხებს მათ საბაზრო კაპიტალიზაციის ან დღიური ვაჭრობის მოცულობის მიხედვით. აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ ზოგადი ინფორმაცია თითოეული პროექტის შესახებ, ნახოთ აქტივის კურსის ცვლილებების სქემა სხვადასხვა თაიმ–ფრეიმისთვის, გაიგოთ ბმულებს ვებსაიტებზე და სოციალურ ქსელებზე , მიიღოთ ბირჟების სია, თუ სად ხდება აქტივის ვაჭრობა და რომელი ვალუტის წყვილებში და ა.შ.
კრიპტოაქტივების რეიტინგის გარდა, არსებობს ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული ბირჟების რეიტინგი, კრიპტოვალუტის თემებზე სიახლეებისა და პუბლიკაციების მონიტორინგის სისტემა. არსებობს სერვისების დიდი ნაკრები, მათ შორის კრიპტოვალუტის კონვერტორი და ბლოკჩეინ–ექსპლორერი ზოგიერთი ქსელისთვის. აქ ასევე წარმოდგენილია ICO–კალენდარი და ყველა ღონისძიების, კონფერენციის ან ახალი პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვების განრიგი.
Coinmarketcap-ს არც განათლება და კრიპტოვალუტის ტერმინების ლექსიკონი დავიწყებია. ეს მისია ეკისრება ციფრულ ბიბლიოთეკას Alexandria, რომელიც უფრო საგანმანათლებლო პორტალს ჰგავს. აქ შეგიძლიათ გაეცნოთ 10 ენაზე, მათ შორის უკრაინულზე. თარგმნილ 4000-ზე მეტ სტატიას.
ბლოგების ან პირადი ვებ გვერდების მფლობელებს მიეცათ შესაძლებლობა განათავსონ ვიჯეტები, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას კონკრეტული კრიპტოვალუტის კურსის შესახებ ან რომლებსაც მთელი გრაფიკი აქვთ მოყვანილი.
ამ ვებ–რესურსზე ხდება ტოკენების უფასო airdrop–დარიგება, თუმცა არსებობს ეჭვები გარკვეულ მაქინაციებზე, რაზეც ჩვენ უკვე ვწერდით.
სამწუხაროდ, ბირჟა Binance-ის მიერ Coinmarketcap-ის შეძენის შემდეგ, აქტივების ლისტინგის და ვაჭრობის მოცულობის გამოანგარიშების მიმართ მოთხოვნები უფრო გამკაცრდა, ამიტომ ზოგიერთი აქტივი შეიძლება აქ არ იყოს და სავაჭრო მონაცემები კი სრულად არ ემთხვეოდეს ფაქტობრივს. ამიტომ, ჩვენ ასევე გირჩევთ ალტერნატიულ ვებ–რესურსებს ეწვიოთ, კერძოდ, Coingecko, Coinpaprika ან Coincheckup.
Tradingview
დროთა განმავლობაში ეს ანალიტიკური ვებ–რესურსი გახდა რაღაც მეტი, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური ანალიზის ინსტრუმენტების დიდი ნაკრების მქონე პლატფორმა ტრეიდერებისთვის. ახლა ეს პლატფორმა უფრო ჰგავს ტრეიდერებისა და ინვესტორების სოციალურ ქსელს, სადაც ყველას შეუძლია გააზიაროს თავისი ხედვა ამ თუ სხვა აქტივის ღირებულების მოძრაობის შემდგომი განვითარების შესახებ, ბაზრის ტრენდები ან ტექნიკური და ფუნდამენტური ანალიზით გამყარებული გარკვეული პროგნოზები. თითოეულ ასეთ პოსტს ახლავს სქემა, რომელიც აჩვენებს წინააღმდეგობისა და მხარდაჭერის ზონებს, ასევე მოვლენათა განვითარების შესაძლო სცენარებს. კომენტარების დატოვებით, მკითხველი შედის დისკუსიაში ავტორთან და სხვა ფოლოვერებთან, მისი პროგნოზების მხარდაჭერის გამოხატვით, სვამს კითხვებს ან ეჭვქვეშ აყენებს პოსტის მფლობელის დასკვნებს. ნებისმიერ შემთხვევაში, Tradingview ასტიმულირებს და ხელს უწყობს დიალოგს -ტრეიდერ ავტორებსა და მკითხველებს შორის, რაც ღიაობისა და დემოკრატიული პრინციპებისადმი ერთგულების აშკარა ნიშანია.
პლატფორმის უპირატესობაა ყველა შესაძლო ბაზრისა და აქტივის ანალიზი, ხოლო მინუსებში შედის პროექტის კომერციალიზაციისკენ ტენდენცია. უფასო გამოწერის ფუნქციონალი ყოველწლიურად იკლებს, ფასიანი პაკეტების შეთავაზებები კი მხოლოდ იზრდება.
Coin360
URL: https://coin360.com
ეს არის მოსახერხებელი თერმული რუკის მქონე საინტერესო ანალიტიკური ვებ–რესურსი კრიპტოვალუტის აქტივების შესახებ. ეს რუკა, ფერის გამოყენებით, მიუთითებს აქტივების ღირებულების ცვლილებაზე. მწვანე ფერი - ღიადან მუქ ტონამდე - მიუთითებს ღირებულების ზრდაზე, ხოლო წითელი - ვარდნაზე. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა აირჩიოს როგორც ყველა აქტივი, ისე ცალკეული მონეტები ან ტოკენები. NFT ცალკეულ განყოფილებად არის გამოყოფილი.
თერმული რუკის აგება ასევე შესაძლებელია ბირჟებით, კერძოდ, მათზე ვაჭრობის მოცულობით.
არც ბლოგებისა და ვებსაიტების მფლობელები დავიწყებიათ – შესაძლებელია ინტერაქტიული მასშტაბირების ელემენტების მქონე ვიჯეტის მიღება და განთავსება.
Cryptocompare
ეს ვებ რესურსი საშუალებას გაძლევთ შეადაროთ ყველაფერი, რაც არსებობს კრიპტოვალუტის ბაზარზე: აქტივები, ბირჟები, საფულეები და ციფრული და ფიატური ვალუტების კონვერტაციის ფუნქციის მქონე გადახდის ბარათებიც კი.
საფულეების შედარებისას მხედველობაში მიიღება ყველა მახასიათებელი და კომპონენტი: მხარდაჭერილი აქტივების რაოდენობა, ოპერაციული სისტემები, უსაფრთხოების ელემენტები, ანონიმურობის ნიშნები ან დამატებითი სერვისების არსებობა.
ადახდის ბარათების შედარებისას ითვალისწინებენ ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა წარმოების ღირებულება, თანხის განაღდების ან გადარიცხვის საკომისიოს არსებობა და დონე, ყოველთვიური საკომისიო, აგრეთვე თანხების მყისიერი შევსების ფუნქციონიონალის არსებობა.
პლატფორმამ კრიტერიუმების ჩამონათვალი შექმნა, რომლითაც საფულეებისა და ბარათების რეიტინგს აყალიბებს, რომელიც ასევე გამოყენების გამოცდილების მქონე მომხმარებლებელთა შეფასებას ითვალისწინებს.
Coin.Dance
URL: https://coin.dance
ეს ანალიტიკური ვებ რესურსი განსაკუთრებით საინტერესოა. აქ ნახავთ ბიტკოინის ყველა სტატისტიკას. სხვა პორტალებზე წარმოდგენილი სტანდარტული ინფორმაციის გარდა, აქ შესაძლებელია რაღაც უფრო საინტერესოს მოძებნა. მაგალითად, საძიებო მოთხოვნების სტატისტიკა და გეოგრაფია (Google analytics), საზოგადოების სტრუქტურა დემოგრაფიის მიხედვით, ბიტკოინის ლეგალიზაციის გეოგრაფიული რუკა, BTC–ს ლეგალიზაციის მიმდინარე სტატუსი ყველა ქვეყანაში და აქტივების კლასიფიკაცია სხვადასხვა იურისდიქციაში (ფული, ვალუტა, საქონელი და ა.შ.).
დასკვნის ნაცვლად
ასე რომ, კრიპტოვალუტების შესახებ ანალიტიკური ვებ–რესურსების ეს ხუთეული დაგეხმარებათ მნიშვნელოვნად გაამარტივებს მთლიანობაში კრიპტოვალუტის ინდუსტრიის შემდგომ გაცნობას. მსგავს პუბლიკაციებს მომავალშიც გავაგრძელებთ, რათა თქვენი ანალიტიკური რესურსების სია შევავსოთ.