ვენეციის კარნავალი ყველას ეპატიჟება… მეტავერსში
ვენეციის კარნავალმა, რომელიც ტრადიციულად იმართება თებერვალში, წელს გადაწყვიტა, მიემართა ექსპერიმენტისთვის და ყველა მსურველს მისცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო... ვირტუალურ ფორმატში. ამისათვის უნდა შექმნათ ავატარი და ეწვიოთ მეტავერსს.
Ready Player Me-თან თანამშრომლობის წყალობით, ვენეციის კარნავალი განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივდა. 2023 წლის 21 თებერვალს ის კლასიკურ ფორმატში დასრულდა, მაგრამ მუდმივად ხელმისაწვდომი დარჩა ვირტუალურ სივრცეში.
2023 წლიდან ვენეციის კარნავალი ახლა ვირტუალურ ფორმატშიც არსებობს
როგორ წესი, ზეიმი ორკვირანახევრიანი გართობის შემდეგ მთავრდება, მაგრამ არა წელს. ყველას, ვინც ფიზიკურად ვერ მიიღო მონაწილეობა სადღესასწაულო ღონისძიებებში, ახლა შეუძლია, ციფრული ნიღბების, კოსტიუმებისა და აქსესუარების გამოყენებით, მისი ატმოსფერო ვირტუალურად შეიგრძნოს. ეს შესაძლებელი გახდა ვენეციის კარნავალისა და პლატფორმა Ready Player Me-ს პარტნიორობის წყალობით, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ მსურველს, შექმნას 3D ავატარი საკუთარი სელფის საფუძველზე და გამოიყენოს ის მეტავერსში.
ვენეციის ვირტუალური კარნავალის რეალიზაციის პარტნიორობა მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, შექმნან საკუთარი ციფრული იდენტობები (ავატარები) და მონაწილეობა მიიღონ თეატრალურ მოქმედებებში, რომლებიც მეტავერსებში ვითარდება. ახლა ვენეციის კარნავალისთვის ყველა საზღვარი წაშლილია და აღარ აქვს მნიშვნელობა, მსოფლიოს რომელ კუთხეში იმყოფებიან მისი მონაწილეები. ყველა, ვისაც სურს, ჩაეფლოს ღონისძიების ატმოსფეროში და დაუკავშირდეს მეტასამყაროს ბინადრებს, შეძლებს ავატარის ჩაცმასა და ვირტუალურ მოგზაურობაში მონაწილეობას დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.
ვირტუალური კარნავალის მონაწილეებს საშუალება აქვთ, თავიანთ ავატარებს კლასიკური საკარნავალო იერი მისცენ ვენეციური ტრადიციების ყველა კანონის მიხედვით (კოლომბინა, არლეკინი, პანტალონე და ა.შ.). შეზღუდული რაოდენობით სპეციალურად შექმნილი 3D ნიღბები და კოსტიუმები ხელმისაწვდომია როგორც კლასიკურ ტრადიციულ ფერებში, ასევე პრემიუმ ვერსიაში, სადაც დომინირებს ოქრო. მას შემდეგ, რაც ვირტუალური კარნავალის მონაწილეები ავატარებს ჩაიცვამენ, შეძლებენ, მოინახულონ Ready Player Me-თან თავსებადი ნებისმიერი მეტავერსი და ამრიგად იქ გადაიტანონ ვენეციის კარნავალის მაგია. ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო ონლაინ პლატფორმამ Roblox-მაც.
ღონისძიებისთვის სპეციალურად შექმნილი ნიღაბი "ორიგინალური ნიშანი" (ცენტრში)
ვირტუალური სამყაროს სტუმრებს შეუძლიათ, შეიძინონ სხვადასხვა ციფრული აქსესუარები ვენეციის კარნავალის ოფიციალური მაღაზიიდან, რათა მათი ავატარები უფრო საინტერესო და უნიკალური გახადონ. არჩევანი საკმაოდ დიდია - სკინებითა და ნიღბებით დაწყებული, არლეკინისა და კოლომბინას სპეციალური ნაკრებით დამთავრებული, რომელთაგან თითოეული შეუზღუდავი დროით იქნება ხელმისაწვდომი და Web3-ში ციფრული იდენტობის ორიგინალურობის დამატებას შეუწყობს ხელს.
ზოგიერთი აქსესუარი შეზღუდული რაოდენობითაა შექმნილი
გარდა ამისა, ვირტუალური მოქმედების თითოეულ ვიზიტორს აქვს შესაძლებლობა, შეაგროვოს ციფრული კარნავალის სუვენირები, თუ მას აქვს ჰოლოგრაფიული ბარათები ვენეციური კარნავალის საკულტო ნიღბის - "ორიგინალური ნიშნის" გამოსახულებით. ჰოლოგრამა დაბეჭდილია უახლესი ტექნოლოგიის გამოყენებით, რაც მყიდველებს საშუალებას აძლევს დაინახონ მეტავერსის მაგია ფიზიკური სამახსოვრო ნივთების საშუალებით. ამ ჰოლოგრაფიული ბარათების შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებში, ან ვენეციის ტურისტულ საინფორმაციო ბიუროში.
ასე გამოიყურება ჰოლოგრაფიული ბარათი
ვენეციის კარნავალი
ვენეციის კარნავალი ყოველწლიურად თებერვლის დასაწყისში იმართება. ღონისძიება ორკვირანახევარს გრძელდება და შუა საუკუნეების ვენეციის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას წარმოაჩენს. მონაწილეები და ტურისტები ხვდებიან ქალაქის ჯადოსნურ ატმოსფეროში, იცვამენ ტრადიციულ საკარნავალო კოსტიუმებსა და ნიღბებს, დადიან ვენეციის ქუჩებში, რათა იგრძნონ გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლების ატმოსფერო. ამიერიდან, ვენეციის ვირტუალური კარნავალის წყალობით, ყველა მსურველს მთელი მსოფლიოდან აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს ამ ჯადოსნურ ღონისძიებაში.
ასე გამოიყურებიან კარნავალის მონაწილეები რეალურ სამყაროში.
პლატფორმა Ready Player Me
ეს პლატფორმა სხვადასხვა მეტავერსებსა თუ ვირტუალურ სივრცეებში გამოსაყენების მიზნით, უნიკალური და ამავდროულად უნივერსალური ავატარის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. ამჟამად, პლატფორმასთან Ready Player Me თავსებადია დაახლოებით 20 მეტავერსი და 3D თამაშის პროექტი VR-ის სფეროში.
პლატფორმა ემხრობა პრინციპს "ერთი ავატარი სხვადასხვა სამყაროს შესასწავლად"