ვიტალიკ ბუტერინი Ethereum-ის გადატვირთვის რისკებზე გვაფრთხილებს

ფოტო - ვიტალიკ ბუტერინი Ethereum-ის გადატვირთვის რისკებზე გვაფრთხილებს
ცოტა ხნის წინ, Ethereum-ის თანადამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა თავის ბლოგში გამოაქვეყნა ახალი პოსტი, სათაურით "ნუ გადატვირთავთ Ethereum-ის კონსენსუსს“. ბუტერინმა გაგვაფრთხილა იმ პოტენციური საფრთხეები შესახებ, რომლებიც, შესაძლოა, მოჰყვეს Ethereum-ის კონსენსუსის გაფართოებას ბლოკის შემოწმებისა და ქსელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით მისი ფუნდამენტური როლის მიღმა.
ასევე ის Ethereum-ის ძირითადი ფუნქციონალობის შენარჩუნებისა და ეკოსისტემაში რისკების მინიმიზაციის მნიშვნელობასაც გვახსენებს. 
  
კერძოდ, ბუტერინი შეეხო კონსენსუსის სოციალური პროტოკოლის გამოყენების კონცეფციას ისეთი მიზნებისთვის, როგორიცაა ფასებისა და მონაცემების ორაკულები, ხელახალი მაინინგის ინიციატივები და მეორე დონის პროექტების პრობლემების გადასაჭრელად პირველი დონის სოფტფორკების გამოყენება. ვიტალიკმა ბლოკჩეინის ბირთვის გაფართოების ბუნებრივი სურვილი აღნიშნა და გაგვაფრთხილა, რომ ყოველი ასეთი გაფართოება ბირთვს უფრო მყიფეს ხდის. 
  
Ethereum-ის თანადამფუძნებელმა ხაზი გაუსვა კონსენსუსის ახალი  მექანიზმების რისკებს, რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მთელი ეკოსისტემის სტაბილურობას. მაგალითად, ETH/USD საფასო ორაკულების შექმნამ ქსელში შეიძლება მთელი რიგი მოწყვლადობები შექმნას. უთანხმოებისა და არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების მიერ სისტემის გამოყენების შემთხვევაში, ზოგიერთმა შეიძლება სახსრების დაკარგვაც კი გამოიწვიოს  
  
ბუტერინმა ასევე აღნიშნა, რომ თითოეული პრობლემა  ინდივიდუალურ მიდგომასა და გადაწყვეტას მოითხოვს.

GC
GN Crypto
ავტორი