DeFi-პროექტის VVS Finance მიმოხილვა

ფოტო - DeFi-პროექტის  VVS Finance მიმოხილვა
VVS Finance — უმსხვილესი DeFi–პროექტია Cronos-ის ბლოკჩეინზე, რომელიც არის DEX კლასიკური შესაძლებლობებით (ტოკენებისა და კრიპტოვალუტის გაცვლა, ლიკვიდობის პულები, ფარმინგი და სტეიკინგი). კომპანიის სლოგანია:«Very, Very Simple DeFi Trading for All».
დეცენტრალიზებული ბირჟა  2021 წელს მას შემდეგ გაჩნდა, რაც Crypto.com-მა გამოუშვა Cronos ბლოკჩეინი. VVS Finance პოზიციონირებს როგორც უმარტივესი DeFi–პლატფორმა. ის ღიაა არა მხოლოდ გამოცდილი  კრიპტელებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვისაც, რომლებიც შორს არიან ბლოკჩეინის ტექნოლოგიისგან.

პლატფორმა მუშაობს ავტომატიზირებული მარკეტ–მეიკერის პრინციპით. კრიპტოვალუტების გაცვლა უზრუნველყოფილია ლიკვიდობის პულებით, რომლებშიც მომხმარებლები დეპონირებენ თავის ფულს. მონაცემთა აგრეგატორ DeFillama-ს თანახმად, სექტემბრის ბოლოს პროექტის დაბლოკილი თანხების ჯამმა 413,6 მილიონი დოლარი შეადგინა. ამიტომ, VVS Finance შეიძლება ჩაითვალოს Cronos ქსელში განლაგებულ ყველაზე დიდ dApps-ად.

კომპანიის დამფუძნებლებმა ანონიმურად დარჩენა ამჯობინეს, ისინი საკუთარ თავს ოსტატებს უწოდებენ. ზოგერთში ამან  შეიძლება  ეჭვები გამოიწვიოს, მაგრამ ამავდროულად, პროექტი დაამტკიცა სმარტ–კონტრაქტების ავტორიტეტულმა აუდიტორმა Slowmist-მა. VVS Finance–ს ასევე აუდიტი ჩაატარა Rugdoc-მა, კომპანიამ, რომელიც სპეციალიზირებულია დეცენტრალიზებული აპლიკაციების შემოწმებაში. Rugdoc-ის ექსპერტების აზრით, DEX-ს  საშუალო რისკი აქვს.

რას სთავაზობს პლატფორმა VVS Finance?

Swap

კრიპტოვალუტებისა და ტოკენების სტანდარტული გაცვლის ფუნქცია, რომელიც ყველა DEX-ს გააჩნია. სავაჭრო საკომისიო - 0,3%. საკომისიოები განაწილებულია ლიკვიდობის პროვაიდერებსა და VVS Finance-ის გუნდს შორის.

 Liquidity provision

ბირჟისთვის ლიკვიდობის მიწოდება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისათვის მომხმარებელმა უნდა აირჩიოს კრიპტოვალუტის წყვილი, რომლითაც მას სურს ვაჭრობის უზრუნველყოფა და ეს ტოკენები პულში შეიტანოს. ამის შემდეგ ის გახდება ლიკვიდობის პროვაიდერი (LP) და პლატფორმა მიაწვდის მას LP ტოკენებს, რომლებიც ადასტურებენ ამ სახსრების მფლობელობას. შედეგად, თქვენ იღებთ თანხის ნაწილს საკომისიოდან, როდესაც ხდება პულით მხარდაჭერილი ტოკენების გაცვლა და ასევე შეგიძლიათ VVS–ის  ფარმინგი და სტეიკინგი.

Crystal Farming

განყოფილება საიტზე, რომელიც ასახავს სხვადასხვა პულში  არსებულ ლიკვიდობას და მომხმარებლის ჯილდოს თანხების შეტანისთვის. მაგალითად, CRO-VVS პულში დაახლოებით $128 მილიონია ჩაკეტილია და ჯილდოების ოდენობაა  25.32B VVS. ამ ფარმინგ პულში ანაზღაურების წლიური პროცენტი არის 44,54%. თქვენ ასევე შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი LP ტოკენები, რათა მიიღოთ ჯილდო VVS ტოკენებში.

Flash LP

LP ტოკენების მიღების კიდევ ერთი შესაძლებლობა  VVS ფერმინგის დასაწყებად. ამისათვის აირჩიეთ გადასაცვლელი  ტოკენი და წყვილი, რომლის ლიკვიდობის პულთანაც  გსურთ დაკავშირება.

Glitter Mines

ამ სახელის მიღმა იმალება VVS–ის სტეიკინგის  ფუნქცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ გაამრავლოთ ტოკენები. არსებობს ორი რეჟიმი: ავტომატური და მექანიკური. პირველ შემთხვევაში შემოსავალი ავტომატურად გროვდება და განმეორებით თავსდება სტეიკინგზე, მეორე შემთხვევაში კი საჭიროა მოგების ხელით მოგროვება.

IGO (Initial Game Offering)

თამაშის ტოკენების საწყისი შეთავაზება საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მონაწილეობა Cronos ბლოკჩეინზე მოქმედი სხვადასხვა GameFi–პროექტების წინასწარ გაყიდვაში. მომხმარებელს შეუძლია VVS-ის საჭირო ოდენობის ინვესტიცია მოახდინოს იმ თამაშში, რომელიც მას მოსწონს, შემდეგ კი დაელოდოს  ინვესტიციის დაბრუნებას კრიპტობირჟებზე ტოკენის ლისტინგის და ბლოკჩეინის გეიმერებს შორის თამაშის პოპულარობის შემდეგ.

xVVS

განყოფილება, სადაც მომხმარებლები ათავსებენ VVS ტოკენებს სტეიკინგზე, რათა მიიღონ xVVS პლატფორმის  კიდევ ერთი ტოკენი, რომელიც აძლევს მომხმარებელს ბირჟის უფრო ეფექტური მართვისთვის ხმის მიცემის უფლებას. xVVS ასევე შეიძლება დაიბლოკოს საიტზე შემოსავლის მაქსიმალური გაზრდის მიზნით.

Miner Moles

ეს არის NFT კოლექცია,რომელიც  10,000 უტილიტური   მაინერ–მოლებისგან შედგება. VVS Finance-ის საგზაო რუქის მიხედვით, არაურთიერთცვლადი ტოკენების მფლობელები შეძლებენ მათ განთავსებას სტეიკინგზე, რათა მიიღონ ფარმინგის გაფართოებული  შესაძლებლობები უკვე 2022 წლის ბოლოს. ასევე, წლის ბოლომდე იგეგმება Miner Moles-ზე დაფუძნებული  ბლოკჩეინ–თამაშის VVSgotchi  გამოშვება.

VVS–ის ტოკეკონომიკა

2022 წლის დასაწყისში, DEX-ის პროექტმა  ინფლაციური ტოკენომიკის გამო კრიტიკა დაიმსახურა. VVS მიწოდება შეზღუდულია ტოკენის ძალიან დიდი რაოდენობით, ეს მაჩვენებელი 100 ტრილიონია. ბაზარზე მიმოქცევაშია 29 ტრილიონი VVS, მაშინ როცა, მაგალითად, Uniswap–ს აქვს დაახლოებით 746 მილიონი მიმოქცევაში, ხოლო SushiSwap–ს აქვს „სულ რაღაც“ დაახლოებით 127 მილიონი.

თუ DEX თავის პლატფორმაზე არ მოიზიდავს დიდი რაოდენობით ახალ მომხმარებლებს, ასეთი დიდი რაოდენობის ტოკენებით პრაქტიკულად  შეუძლებელი იქნება VVS-ის მაღალი ღირებულების მიღწევა.