კრიპტოსაფულეების დაპირისპირება: Trezor vs Ledger
აპარატული საფულეების მწარმოებელმა Trezor-მა განაცხადა, რომ მათი მოწყობილობების გაყიდვები წინა კვირასთან შედარებით 900%-ით გაიზარდა. ასეთი დიდი მოთხოვნის მთავარი მიზეზი Ledger-ის ირგვლივ აგორებული სკანდალი გახდა.
ცოტა ხნის წინ, კომპანიის კონკურენტმა წარადგინა თავისი ახალი სიდ-ფრაზის აღდგენის ფუნქცია, რამაც მომხმარებლებში უარყოფითი ემოციების და აღშფოთება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ Ledger-მა გადაწყვიტა უარი ეთქვა ინოვაციაზე და ფოკუსირება კოდის გამჭვირვალობისა და ვერიფიცირების გაზრდაზე მოეხდინა, როგორც ჩანს, ამან საკმაოდ შეარყია კომპანიის პოზიცია ბაზარზე.
იმავდროულად, Trezor-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მატეი ჟაკმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანიის პრიორიტეტია მომხმარებლის კონფიდენციალურობა და პაროლის უსაფრთხო შენახვა. მან ასევე განაცხადა, რომ მათ პროდუქტებს სრულიად ღია კოდი აქვთ, რაც არ ითვალისწინებს სიდ-ფრაზების აღდგენას მესამე მხარის მიერ.
შეგახსენებთ, რომ კიბერკომპანია Unciphered-ის ეთიკურმა ჰაკერებმა ცოტა ხნის წინ იპოვეს Trezor T-ის აპარატული საფულის გატეხის გზა.
თუმცა, Trezor-ის წარმომადგენლებმა სწრაფად დაამშვიდეს მომხმარებლები და დაარწმუნეს ისინი, რომ მათ ადრე უკვე აღმოაჩინეს და აღმოფხვრეს ეს მოწყვლადობა.