კრიპტოსაფულემ Xverse ბიტკოინის ქსელში NFTს მხარდაჭერაზე განაცხადა

ფოტო - კრიპტოსაფულემ Xverse ბიტკოინის ქსელში NFTს მხარდაჭერაზე განაცხადა
თუ თქვენ იყენებთ Ordinals პროტოკოლს, რომელიც გაძლევთ საშუალებას ჩაწეროთ NFT მონაცემები ბიტკოინის ბლოკჩეინზე, მაშინ, სავარაუდოდ, შეძენილი ტოკენები სადღაც უნდა შეინახოთ. სწორედ ამ საკითხს აგვარებენ Xverse-ის ბიჭები.
ამისთვის საკმარისია ანგარიშზე იქონიოთ ცოტაოდენი სატოში, რომ საკომისიო გადაიხადოთ. სურათის ატვირთვისა და Ordinals-ზე ჯილდოს გაგზავნის შემდეგ, მომხმარებლებს შეუძლიათ იპოვონ თავიანთი NFT-ები საფულეში.
 
პროცესი 20-30 წუთს დაიკავებს, ხოლო ტოკენის ფლობის უფლების ჩანაწერი მუდმივად შეინახება განაწილებულ რეესტრში.

GC
GN Crypto
ავტორი