გოდების კედელი გადასახადების გარეშე იყიდება

icon NFT
ფოტო - გოდების კედელი გადასახადების გარეშე იყიდება
ისრაელის საგადასახადო ორგანოებმა აღძრეს საქმე იმ დეველოპერების წინააღმდეგ, რომლებმაც გოდების კედლის ქვები გააციფრულეს და მათ NFT-ების სახით თავიანთ ვებგვერდზე HolyrocknftCom ყიდდნენ.
სულ 1700 ტოკენიზებული რელიკვია ჯამში $2,2 მილიონად გაიყიდა. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტში ერთი შეკელიც არ შესულა. ისრაელის კანონმდებლობით კი, ციფრული აქტივების ფლობით, ან გაყიდვით მიღებული შემოსავალი 25%-ით იბეგრება.

თუმცა, NFT-ის შემქმნელები ჯერჯერობით გადარჩნენ. ისინი გამოუშვეს იმ პირობით, რომ იერუსალიმური NFT-ების გაყიდვას შეწყვეტდნენ და მათ საფულეებზე კონტროლს სახელმწიფოს გადასცემდნენ.

საინტერესოა, შესაძლებელია თუ არა ციფრულ ქვებს შორის ციფრული ჩანაწერის დამალვა, რათა პუტინი რაც შეიძლება მალე მოკვდეს? იმუშავებს ეს, როგორ ფიქრობთ?

GC
GN Crypto
ავტორი

Sidebar ad banner
Recommended